„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.11.2010 ძალადაკარგული 26.03.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13/47
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.111.016019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 10/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №13/47

2010 წლის 29 ნოემბერი

ქ. ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“   საქართველოს    ორგანული      კანონის     22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ”  საქართველოს კანონის (2010 წლის 12 ოქტომბრის №3661-IIს  კანონით შეტანილი ცვლილებების  გათვალისწინებით. გამოქვეყნებული – სსმ №56 , 20.10.2010 წ., ნაწილი I) შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს კომპეტენციაა ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღება ზღვრული ოდენობის ფარგლებში .  აღნიშნულიდან გამომდინარე ,

მუხლი 1

შემოღებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, კერძოდ:

1. თითოეულ სამორინეს მაგიდაზე - კვარტალში 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი

2.  თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 100 (ორი ათას ასი) ლარი;

3.  თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

4.  სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 35000 (ოცდა თხუთმეტი ათასი) ლარი;

5.  ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;

6.  აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული,  სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარი .

7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე-კვარტალში 3000 (სამი ათასი) ლარი.

შენიშვნა:

თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 27 დეკემბრის დადგენილება № 25/ 69 -ვებგვერდი, 30.12.2011წ.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის დადგენილება №4/8 -ვებგვერდი, 05.03.2013წ.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 200 7 წლის 30 აპრილის №5/67 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“.

    მუხლი  3

ეს დადგენილება ამოქმედდეს  გა მოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                       ი. საღინაძე

შეტანილი ცვლილებები :

1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №25/69 -ვებგვერდი, 30.12.2011წ.

2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის დადგენილება №4/8 -ვებგვერდი, 05.03.2013წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ", №13/47, 29.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.111.016019 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1121781-2/