საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.01.2005 ძალადაკარგული 21.12.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
040.090.000.10.003.000.148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 28/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №14

2005 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება  №13-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.88

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის თანდართული წესები.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება  №13-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.88

 

პრემიერ-მინისტ რი        ზ. ჟვანია

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება  №155-სსმ III, №108, 15.08.2006წ; მუხ.1488

2. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება  №13-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.88

3. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 5 ნოემბრის დადგენილება  №215-სსმ III, №160, 06.11.2008წ; მუხ.1615

4. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 ნოემბრის დადგენილება  №249-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1540

   

საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესები

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება  №13-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.88

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესები შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე და განსაზღვრავს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესებსა და პირობებს.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება  №13-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.88

 

    მუხლი 2. ქონებაზე ყადაღის დადების ცნება

1. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა და იმ ქონებისა, რომელიც სხვა პირის საკუთრებაა) ნებისმიერ ქონებას, მათ შორის, მოძრავ, უძრავ, არამატერიალურ ქონებას აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში.

2. აღიარებული საგადასახადო ვალდებულება არის გადასახადი, შესაბამისი სანქციების ჩათვლით, რომელიც წარმოიშვა:

ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე;

ბ) საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ეთანხმება ან გასულია მისი გასაჩივრების ვადა;

გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის აღიარებულ ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით აღიარებული ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.

4. საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ქონების აღწერას, ამ ქონების განკარგვის (გადამხდელის მიერ ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის, აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობის და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვას, მაგრამ არა ჩვეულებრივი საწარმოო მიზნით გამოყენებას (გარდა რეალიზაციისათვის გათვალისწინებული საქონლისა) და სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის შესანახად გადაცემას, ქონებაზე ყადაღის დადების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს არა აქვს ამ ქონების გადაცემის, გაყიდვის, გაქირავების, იჯარით გადაცემის ან სხვა სახით განკარგვის უფლება საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე, ისიც მხოლოდ იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ამის შედეგად ამონაგები თანხის შეტანა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.

5. ქონებაზე ყადაღის დადებას ახორციელებს ის საგადასახადო ორგანო, სადაც საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.

6. ბათილია ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ყველა გარიგება.

7. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, დაყადაღების პროცესის დროს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება  №155-სსმ III, №108, 15.08.2006წ; მუხ.1488

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება  №13-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.88

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 ნოემბრის დადგენილება  №249-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1540

 

    მუხლი 21. ქონებრივი ნუსხის წარდგენა

1. საგადასახადო ორგანოს შეუძლია დაავალდებულოს გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი, რომ წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ის ქონებაც, რომელიც გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს სხვებისაგან ეკუთვნის. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი წერილობით გარანტიას იძლევა, რომ ყველა ის მონაცემი, რომელიც მისგან მოითხოვეს, მაქსიმალურად სწორად და სრულად წარმოადგინა. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი არ წარმოადგენს ქონების ნუსხას ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან შეგნებულად წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საგადასახადო ორგანო ამოწმებს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემების სისწორესა და სისრულეს. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში იგი ვალდებულია არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს წარმოდგენილი ქონების ნუსხა და საგადასახადო ორგანოს მისცეს ახალი გარანტია.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება  №13-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.88

 

    მუხლი 3. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება  №13-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.88

    მუხლი 4. ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ

1. ყადაღის დადება ადმინისტრაციული აქტია. იგი ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), ძალაში შედის მოვალისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე და უნდა შეიცავდეს:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;

ბ) გამომცემ საგადასახადო ორგანოს;

გ) სათაურს;

დ) საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

ე) გამოცემის დროსა და ადგილს;

ვ) გამომცემი საგადასახადო ორგანოსაგან მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.

2. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებაში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ბრძანების გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის (ან სარჩელის) წარდგენის ვადა.

3. ბრძანება ქონების დაყადაღების შესახებ უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელიც წინ უძღვის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილს და მასში მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ბრძანება.

4. ბრძანების გადამხდელისათვის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ბრძანების მისთვის გადაცემას ან დაზღვეული ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

5. ფიზიკური პირისათვის გაგზავნილი ბრძანება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, შეტყობინების მეორე პირზე მისი ხელმოწერით, ხოლო საწარმოს ან ორგანიზაციისათვის გაგზავნილი ბრძანება ბარდება სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ასევე ხელს აწერს ბრძანების მეორე პირზე.

6. თუ ადრესატმა უარი განაცხადა ბრძანების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი აკეთებს სათანადო აღნიშვნას ბრძანებაზე, რომელიც უბრუნდება საგადასახადო ორგანოს და ასეთ შემთხვევაში ბრძანება ითვლება ჩაბარებულად.

7. დაზღვეული ფოსტის გაგზავნილი ბრძანება ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს 7 დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოვალეს ბრძანება არ მიუღია.

8. (ამოღებულია).

9. (ამოღებულია).

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება  №13-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.88

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 5 ნოემბრის დადგენილება  №215-სსმ III, №160, 06.11.2008წ; მუხ.1615

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 ნოემბრის დადგენილება  №249-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1540

    მუხლი 5. ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი

1. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი დავალიანების ფარგლებში ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტში (დანართი №2).

2. ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტში უნდა აღინიშნოს:

ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი;

ბ) დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები საგადასახადო ორგანოს დასახელება, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის სახელი, გვარი და ის პირები, რომლებიც დაესწრნენ აქტის შედგენას;

გ) მოვალის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი), გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (წონა, მეტრაჟი, ცვეთა და სხვ.);

ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის რაოდენობა, შეფასება და მთელი ქონების ღირებულება;

ვ) თუ საგანი ან/და სადგომი დაილუქა – რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული და მათზე დადებული ლუქების რაოდენობა და აღწერილობა;

ზ) იმ პირის დასახელება, ვისაც შესანახად გადაეცა ქონება და მისი მისამართი, თუ შანახვა თვით მოვალეს არ დაევალა;

თ) რომ მოვალესა და ქონების შემნახველს განემარტათ მათი მოვალეობა ქონების შენახვისათვის და პასუხისმგებლობის საკითხი გადაცემული ქონების გაფლანგვის, გასხვისების ან გადამალვისათვის;

ი) რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ საგადასახადო ორგანოს მოქმედებათა გასაჩივრების წესი;

კ) საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის, მოვალის შენიშვნები.

3. ქონების დაყადაღების (აღწერის) დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც მოვალესთანაა, მას ეკუთვნის.

4. ფასიან ქაღალდებს ან/და ფასიან ნივთებს შესანახად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიღებს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, თუ არსებობს ყადაღადადებული ნივთებისხელყოფის საშიშროება. თუ ეს ნივთები მოვალესთან რჩება, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით.

5. ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ დაყადაღებას. ზემოხსენებული პირების მიერ აქტის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

6. თუ მოვალის ქონების დაყადაღებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, ქონება შეიტანება ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში, მაგრამ გაკეთდება სათანადო აღნიშვნა.

7. ქონებაზე ყადაღის დადების აქტი დაუყოვნებლივ იგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოში.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება  №13-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.88

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 5 ნოემბრის დადგენილება  №215-სსმ III, №160, 06.11.2008წ; მუხ.1615

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 ნოემბრის დადგენილება  №249-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1540

    მუხლი 6. ყადაღადადებული ქონების შეფასება

1. ყადაღადადებული ნივთები ფასდება საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიერ საბაზრო ფასებით.

2. თითოეული ყადაღადადებული ნივთის საბაზრო ფასი უნდა მიეთითოს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

3. ყადაღადადებული ქონების შეფასებისას, თუ ცალკეული საგნების შეფასება შეუძლებელია, მოიწვევა ექსპერტი ან აუდიტი, რომელსაც აქვს საჭირო ცოდნა, ჩვევები და დაინტერესებული არ არის საქმის შედეგით.

4. მოწვეული ექსპერტი/აუდიტი თავისი სახელით იძლევა დასკვნას წერილობითი ფორმით, სადაც მითითებული უნდა იყოს თითოეული ყადაღადადებული ნივთის საბაზრო ფასი, ასევე მთელი ყადაღადადებული ქონების საერთო ღირებულება.

5. საგადასახადო ორგანოს ან ექსპერტის/აუდიტის დასკვნა მოვალის ქონების შეფასების შესახებ დაერთვება ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

6. თუ ექსპერტის/აუდიტის დასკვნა დაუსაბუთებელია, ან მისი სისწორე საეჭვოა, ქონების შეფასება უნდა განხორციელდეს განმეორებით სხვა ექსპერტის ან აუდიტის მიერ.

7. ექსპერტის/აუდიტის მოწვევასა და ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები ამოიღება აუქციონზე ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგად ან ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 ნოემბრის დადგენილება  №249-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1540

    მუხლი 7. ქონება, რომელიც არ ექვემდებარება ყადაღას

ყადაღას არ ექვემდებარება ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული შემდეგი სახის ქონება:

ა) პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალის პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის;

ბ) მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისათვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები ან, თუ დროის ამ მონაკვეთისათვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მისი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მის შესაძენად საჭირო თანხა;

გ) წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, თუ იგი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვების და ნამჯის მარაგი, ან თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მისი შეძენა ამ დროისათვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მის შესაძენად საჭირო ფულადი თანხა;

დ) პირებისათვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამდენადაც ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახისა და დაქირავებული მუშების შესანახად, ან მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე, ანდა მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისათვის;

ე) პირებისათვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისათვის საჭირო ნივთები.

    მუხლი 8. ქონების დაუყოვნებლივ დაყადაღება

1. თუ საგადასახადო ორგანოს საკმარისი საფუძველი აქვს მიიჩნიოს, რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება (მათ შორის, დეკლარაციების წარდგენისთვის თავის არიდებით), მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება, მას უფლება აქვს მოითხოვოს გადასახადის დაუყოვნებლივ გადახდა და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში ყადაღა დაადოს მოვალის ქონებას. ასეთ შემთხვევაში მან ყადაღის დადებიდან 72 საათში სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა მოვალის ქონების საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთვის თაობაზე (თუ მოვალეს აქვს შესაბამისი ქონება) ან/და ქონებაზე ყადაღის დადების დადასტურების შესახებ (თუ მოვალეს არა აქვს საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დასატვირთი ქონება ან მისი ღირებულება არასაკმარისია საგადასახადო დავალიანების დასაფარავად). სასამართლო ვალდებულია მომდევნო 72 საათის განმავლობაში მიიღოს განჩინება შუამდგომლობის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ. თუ ზემოაღნიშნულ ვადებში საგადასახადო ორგანო სასამართლოში არ წარადგენს შუამდგომლობას ან სასამართლო არ მიიღებს განჩინებას ყადაღის დადების დადასტურების შესახებ, ყადაღა მოხსნილად ჩაითვლება.

2. (ამოღებულია).

3. ბრძანება და აქტი ქონების დაუყოვნებლივ დაყადაღების შესახებ ფორმდება მე-4 და მე-5 მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. ბრძანება მოვალის ქონების დაუყოვნებლივ დაყადაღების შესახებ ძალაში შედის გამოცემისთანავე.

4. საგადასახადო ორგანომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიიჩნიოს, რომ გადასახადის გადახდევინებას საფრთხე ემუქრება, თუ:

ა) გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა ვალდებული პირი მალავს ქონებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად;

ბ) გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა ვალდებული პირი ემზადება ქვეყნის დასატოვებლად ისე, რომ არ ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს და არ ახორციელებს არანაირ ქმედებას საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით;

გ) გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა ვალდებული პირი ცდილობს თავი გამოაცხადოს გაკოტრებულად;

დ) არსებობს რეალური საშიშროება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის მიერ ნამდვილი ან თვალთმაქცური გარიგებით ქონების გასხვისებისა, რომელიც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის მის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფას;

ე) გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს ერიცხება ვადაგადაცილებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება, 10000 ლარზე მეტი აქვს საკუთრებაში და არ ფარავს დავალიანებას.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება  №13-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.88

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 ნოემბრის დადგენილება  №249-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1540

    მუხლი 9. ქონებაზე ყადაღის მოხსნა

1. მოვალის ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება:

ა) აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრულად დაფარვისთანავე;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს ან საგადასახადო ორგანოს მიერ, ანდა გაკოტრების საქმის წარმოებისას ყადაღადადებული ქონების დადგენილი წესით აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში;

გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით;

დ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ყადაღადადებული ქონების გაყიდვა და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, გადასახადის გადამხდელის მიმართვის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის გაუქმების (ყადაღის მოხსნის) თაობაზე და უგზავნის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება  №13-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.88

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 5 ნოემბრის დადგენილება  №215-სსმ III, №160, 06.11.2008წ; მუხ.1615

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 ნოემბრის დადგენილება  №249-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1540

 

დანართი №1 (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება  №13-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.88

 

დანართი №2

 

ა ქ ტ ი

მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) შესახებ

—————————— ——————————— 20—წ. —————————————-

 (აქტის შედგენის ადგილი)   (რიცხვი, თვე)     (საათი, წუთი)

———————————— 20— წლის “—-““———“ №— ბრძანების საფუძველზე

 (საგადასახადო ორგანოს დასახელება)

—————————————————————————————————————

(საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)

მოვახდინე მოვალის ————————————————————————————

                                        (მოვალის დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი)

ქონების დაყადაღება (აღწერა) შემდეგი პირების თანდასწრებით:

1.—————————————————————————————————————

(სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი)

2.—————————————————————————————————————

        (სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი)

3.—————————————————————————————————————

       (სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი)

მოვალე (მოვალის წარმომადგენელი) ————————————————————

                                                       (სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი)

აღწერილ იქნა შემდეგი ქონება (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც მოვალესთანაა, მას ეკუთვნის):

 

 

 

№

 

საგნების დასახელება და აღწერა (განმასხვავებელი ნიშნები, ცვეთა და სხვ.)

 

 

ზომის ერთეუ-ლი (ზომა, წონა, მეტრაჟი და სხვ.)

 

 

რაო-დე- ნობა

 

თითოეული საგნის შეფასება ლარობით

 

 

აღნიშნული საგნების ან/და სადგომის

 დალუქვის შესახებ

 აღნიშვნა და

 დადებული ლუქების (ბეჭდების) რაოდენობა და ნომრები

 

ერთე-ული ფასი

საერთო ღირებუ-ლება

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                             

                            

ყადაღადადებული ქონების

საერთო ღირებულება ________________________________________________ლარი

(თანხა სიტყვიერად)

თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, აღწერილი ქონების შეფასება განხორციელდება ექსპერტის/აუდიტის მიერ, დაერთვება მოვალის დაყადაღების (აღწერის) აქტს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

ყადაღადადებული ქონება შესანახად ჩაბარდა_____________________________                                                  

                                                                                  (შემნახველის სახელი, გვარი და პირადი ნომერი)

 _________________________________, რომელსაც განემარტა

                      (მისამართი)

საქართველოს სსსკ 377-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი ამ ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების ან/და ქონების შესანახად გადაცემისათვის.

მოვალეს და დამსწრე პირებს განემარტათ, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებები საჩივრდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.

ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი შედგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და მისი სისწორე დასტურდება ხელმოწერით:

       

              

საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი   /_____________/

დამსწრეები:

             

1.                                                                        /______________/

2.                                                                      /______________/

მოვალე:                                                          /_______________/

ქონების შემნახველი:                                    /_______________/

შენიშვნა:____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 5 ნოემბრის დადგენილება  №215-სსმ III, №160, 06.11.2008წ; მუხ.1615

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 ნოემბრის დადგენილება  №249-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1540

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღადადებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“, №14, 25.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.10.003.000.148 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11218-4/