"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.11.2010 ძალადაკარგული 25.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.165.016014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 63, 13/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2010 წლის 26 ნოემბერი

ქ. საგარეჯო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბიმისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის №20 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. დ ადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის 4).

საკრებულოს თავმჯდომარე ი. ჭიაურელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 05.05.2011 წ.

დანართი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური

1. მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას და მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განის ა ზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსაურის უფროსის, სამსახურის მოხელეებისაგან და ერთი განყოფილებისაგან – ადგილობრივი ქონების მართვის განყოფილება.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე -14 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 05.05.2011 წ.

    მუხლი 3. სამსახური ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

 3.1.სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;

გ) წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;

დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელებას;

ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

3.2. ადგილობრივი ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები:

ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლება;

ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

დ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონების სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

ე) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება -მოვალეობათა განხორციელება;

ვ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;

ზ) რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ქონების სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;

თ) რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;

ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 05.05.2011 წ.

    მუხლი 4. სამსახურის თანამშრომელთა უფლება -მოვალეობები

1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო -საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;

ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო -საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.

3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. დებულების ძალაში შესვლა

ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ", №19, 26.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.165.016014 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1125041-1/