"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.11.2010 ძალადაკარგული 25.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
120260000.35.165.016020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 63, 13/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2010 წლის 26 ნოემბერი

ქ. საგარეჯო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბიმისად:

1. დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 თებერვლის №4 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში (მის .: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის 4).

    საკრებულოს თავმჯდომარე   ი. ჭიაურელი

    შეტანილი ცვლილებები:

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 05.05.2011 წ.

დანართი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება

ეს დებულება, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”, ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” და ,,მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონებისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უზრუნველყოფას, უფლება-მოვალეობებსა და მუშაობის ორგანიზაციას.

    მუხლი 1. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფლების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”, ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” და ,,მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება ორი განყოფილებისაგან:

ა) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და გაწვევის განყოფილება;

ბ) სარეზერვო განყოფილება.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-14 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორცილებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება № 6 - ვებგვერდი, 05.05.2011 წ .

    მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

3.1. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და გაწვევის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;

ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;

დ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება;

ე) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;

ვ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებაში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი;

თ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;

ი) გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა;

კ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსების ხარჯზე საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;

ლ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ წვევამდელების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს;

მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;

3.2. სარეზერვო განყოფილების ფუნქციებია:

ა) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის აღრიცხვის ორგანიზება);

ბ) აქტიურ ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში და დანაყოფებში გაგზავნა;

გ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება;

დ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის წესებს;

ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება № 6 - ვებგვერდი, 05.05.2011 წ .

    მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. სამსახურის სტრუქტურასა და თანამდებობრივ სარგოებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

3. სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციებს ანაწილებს და ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

    მუხლი 5. სამსახურის უფროსი

1. წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის.

2. ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს:

ა) სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას;

ბ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას;

გ) დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოებში;

დ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას;

ე) აპარატის მომზადებასა და სამობილიზაციო ბაზის სრულყოფას.

    მუხლი 6. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები

1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;

ვ) ისარგებლონ ,,საჯარო სამსახურის შესსახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) აწარმოონ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა, გაწვევა და ტექნკის მიწოდება შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობით და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით;

ბ) დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად;

გ) მოაწყონ სამობილიზაციო სწავლებები;

დ) დროულად შეასრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;

ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.

    მუხლი 7. გაწვევის ღონისძიებათა განხორციელება

გასაწვევი პუნქტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ღონისძიებათა განსახორციელებლად, სამხედრო სამსახურს, მისი განცხადების საფუძველზე, სამედიცინო და ტექნიკური პერსონალით უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.

3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ", №25, 26.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 120260000.35.165.016020 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1125160-1/