მუხლი
.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის
პრივატიზებისას
გარიგების
გაფორმების წესი
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები/საქართველოს მთავრობის აქტი (გადაწყვეტილება) ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.
4. მყიდველი ვალდებულია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 2 კალენდარულ წელზე მეტი, უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელებულ ი განკარგვის/სარგებლობის უფლებით გა და ცემის შემთხვევებზე).
5. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 კალენდარულ დღეში სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, რაც საჯარო რეესტრში შესაბამისი ვალდებულების გაუქმების ან ვალდებულების ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
6. ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების/ვალდებულებების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
7. გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს უფლება აქვს, იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი, თუ საპრივატიზებო ვალდებულების/ვალდებულებების შესრულება, ამ ვალდებულების/ ვალდებულებების შინაარსიდან გამომდინარე, ინვესტიციის განხორციელებას/დანახარჯის გაწევას არ საჭიროებს.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესით სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში იპოთეკარის მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განკარგულ სახელმწიფო ქონებაზე.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5928 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6332 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1037 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2274 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 9-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1023
- 29.05.2020 კანონი №5989
- 04.05.2018 კანონი №2274
- 11.12.2014 კანონი №2878
- 29.11.2013 კანონი №1665
- 06.09.2013 კანონი №1037
- 05.06.2012 კანონი №6377
- 25.05.2012 კანონი №6332
- 27.03.2012 კანონი №5928
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31 . სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას გარიგების გაფორმების წესი 1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია. 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები/საქართველოს მთავრობის აქტი (გადაწყვეტილება) ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ. 4. მყიდველი ვალდებულია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 2 კალენდარულ წელზე მეტი, უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელებულ ი განკარგვის/სარგებლობის უფლებით გა და ცემის შემთხვევებზე). 5. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 კალენდარულ დღეში სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, რაც საჯარო რეესტრში შესაბამისი ვალდებულების გაუქმების ან ვალდებულების ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია. 6. საინვესტიციო პირობების არსებობისას ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი. 7. საინვესტიციო პირობების არარსებობისას ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი. [ 6. ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების/ვალდებულებების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი. 7. გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს უფლება აქვს, იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი, თუ საპრივატიზებო ვალდებულების/ვალდებულებების შესრულება, ამ ვალდებულების/ ვალდებულებების შინაარსიდან გამომდინარე, ინვესტიციის განხორციელებას/დანახარჯის გაწევას არ საჭიროებს. (ამოქმედდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან)] 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესით სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში იპოთეკარის მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განკარგულ სახელმწიფო ქონებაზე. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(25)
- საქმე №ბს-689(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.03.2026
…მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდებოდა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე. იმავე კანონის 31 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია.
- საქმე №ბს-1158(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
…საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს №500 ბრძანებულების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) მე-4 პუნქტი, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) მე-10 მუხლი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (მიმდინარე რედაქცია) 31 მუხლი და ყურადღება გაამახვილა აპელანტის იმ განმარტებაზე, რომ წალკის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს და ო.
- საქმე №ბს-743(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებზე, მოიხმო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის მე-6 პუნქტი, ამავე კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტი, მე-31 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტი, მე-6 მუხლის 1-ელი, მე-2, მე-3 და მე-31 პუნქტები და აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, როგორც სახელმწიფო ქონების განკარგვაზე პასუხისმგებელი ორგანო, აღჭურვილი იყო სახელმწიფო საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების პრივატიზების უფლებამოსილებით.
- საქმე №ბს-611(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2025
…მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდებოდა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე. იმავე კანონის 31 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია.
- საქმე №ბს-868(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
…შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით. სახელმწიფო ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება კი სრულად საჯარო პროცესია და მასში, კანონით დადგენილი წესით მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 31 მუხლი არეგულირებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას გარიგების გაფორმების წესს, კერძოდ,…
- საქმე №ბს-1454(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ბს-85(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2023
- საქმე №ბს-197(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.05.2023
- საქმე №ბს-1032(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2022
- საქმე №ბს-660(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
- საქმე №ბს-206(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
- საქმე №ბს-1058(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2022
- საქმე №ბს-929(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2021
- საქმე №ბს-957(3კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.10.2021
- საქმე №ბს-663(3კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2021
- საქმე №ბს-925(3კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2021
- საქმე №ბს-672-668(გ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2017
- საქმე №ბს-961-952(გ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.02.2017
- საქმე №ას-307-292-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2016
- საქმე №ბს-684-670(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.07.2015
- საქმე №190310018002300436 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.12.2018
- საქმე №330310013330250 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.07.2018
- საქმე №140310119002853891 · გორის რაიონული სასამართლო · 18.09.2019
- საქმე №170310018002499301 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 04.07.2019
- საქმე №190310018002300436 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 12.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ქონების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება