1. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) ან ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.privatization.ge), რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსების წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებიც მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
2. (ამოღებულია - 22.05.2020, №5960).
3. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6332 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5960 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1023
- 29.05.2020 კანონი №5989
- 22.05.2020 კანონი №5960
- 29.11.2013 კანონი №1665
- 25.05.2012 კანონი №6332
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. ინფორმაცია აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და რეალიზაციის შესახებ [მუხლი 5. ინფორმაცია სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ (ამოქმედდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან)] 1. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) ან ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.privatization.ge), რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. 11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსების წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებიც მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად. 2. (ამოღებულია - 22.05.2020, №5960). 3. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო. 4. (ამოღებულია). 5. (ამოღებულია). 6. (ამოღებულია). 7. (ამოღებულია). 8. (ამოღებულია). საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №ბს-1068(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2026
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებს,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის” მე-3, მე-5 მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა…
- საქმე №ბს-472(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2026
…ნივთზე აუქციონის გამოცხადების, მისი დაწყებისა და დასრულების დროის და შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შესახებ (ტ. 2, ს.ფ. 108), თუმცა აღნიშნულ აუქციონზე ბიჯი წარდგენილი არ ყოფილა, იგი დასრულდა უშედეგოდ (ტ. 2, ს.ფ. 229). 19. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის განთავსებას ვებგვერდზე, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.
- საქმე №ბს-743(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებზე, მოიხმო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის მე-6 პუნქტი, ამავე კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტი, მე-31 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტი, მე-6 მუხლის 1-ელი, მე-2, მე-3 და მე-31 პუნქტები და აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, როგორც სახელმწიფო ქონების განკარგვაზე პასუხისმგებელი ორგანო, აღჭურვილი იყო სახელმწიფო საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების პრივატიზების უფლებამოსილებით.
- საქმე №ბს-164(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2025
ამასთან, სამინისტრომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-5 და 23-ე მუხლებზე, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“…
- საქმე №ბს-189(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
…გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge ან/და www.nasp.gov.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.
- საქმე №ბს-309(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
- საქმე №ბს-712(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
- საქმე №ბს-549(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.12.2023
- საქმე №ბს-875(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2023
- საქმე №ბს-1454(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ბს-193(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2021
- საქმე №ბს-601-601(კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2018
- საქმე №ბს-1173-1167(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2018
- საქმე №ბს-276-274(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2016
- საქმე №ბს-357-353(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2015
- საქმე №010310018002445541 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.07.2019
- საქმე №330310017002011462 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.10.2018
- საქმე №330310017001995405 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ქონების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება