2. თბილისის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ამ ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურად საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე მიღებული თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ფასი განისაზღვროს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევებზე.
4. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ქონების მართვაზე, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემაზე.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №4310 – ვებგვერდი, 24.09.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი, 24.05.2018წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 04.05.2018 ორგანული კანონი №2279
- 18.09.2015 ორგანული კანონი №4310
- 08.07.2015 ორგანული კანონი №3977
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 115. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება და სარგებლობის უფლებით გადაცემაგადაცემა1. 1. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის წესებს, ქონების პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე ანგარიშსწორების წესებს ამ კანონის შესაბამისად ადგენს საქართველოს მთავრობა. 2. თბილისის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ამ ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურად საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე მიღებული თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ფასი განისაზღვროს. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევებზე. 4. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ქონების მართვაზე, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემაზე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №330310016001626099 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.10.2018
კერძოდ, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 115-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და…
- საქმე №340310018002615512 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 25.02.2019
- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის წესებს,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება