2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით მოსარგებლე მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული ნივთის იდენტური, დაუზიანებელი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად კონფისკაციაქმნილი მოძრავი ქონების განკარგვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6853
- 08.07.2015 ორგანული კანონი №3977
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 118. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ფორმებიფორმები1. 1. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით, ხოლო თბილისის ქონების პრივატიზება – აგრეთვე პირდაპირი განკარგვის, გაცვლის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით მოსარგებლე მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული ნივთის იდენტური, დაუზიანებელი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად კონფისკაციაქმნილი მოძრავი ქონების განკარგვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ბს-1044(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
საკასაციო სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების თვალსაზრისით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიუთითოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 118-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით, ხოლო…
- საქმე №ბს-1177(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
ამავე კოდექსის 118-ე და 1181 მუხლების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით, ხოლო თბილისის ქონების პრივატიზება – აგრეთვე პირდაპირი განკარგვის, გაცვლის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით.
- საქმე №ბს-439(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2024
…სრულად. კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 75-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტზე, 118-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1181 მუხლის მე-6 ნაწილზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის…
- საქმე №ბს-1087(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2024
…თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით.
- საქმე №ბს-750(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2023
ადმინისტრაციულმა ორგანომ კი განმცხადებელს მიუთითა, რომ ქონება (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი) წარმოადგენდა რა მუნიციპალიტეტის საკუთრებას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის მერია სამართლებრივად მოკლებული იყო შესაძლებლობას იგი მისთვის უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში.
- საქმე №ბს-593(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ბს-1158(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2023
- საქმე №ბს-544(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2023
- საქმე №ბს-974(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2023
- საქმე №ბს-784(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
- საქმე №ბს-252(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2020
- საქმე №ბს-154(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2020
- საქმე №ბს-876-872(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.12.2017
- საქმე №ბს-608-605(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.09.2017
- საქმე №330310016001626099 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.10.2018
- საქმე №340310018002615512 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 25.02.2019
- საქმე №330310018002580638 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება