2. მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების თაობაზე დასაბუთებულ წინადადებას ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარუდგენს შესაბამის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისებაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულებას იღებს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6853
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 121. მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების წესიწესი1. 1. მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება. 2. მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების თაობაზე დასაბუთებულ წინადადებას ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარუდგენს შესაბამის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისებაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულებას იღებს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ბს-304(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
ამ თვალსაზრისით, კასატორი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებზე, 121-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 107-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 110-ე მუხლზე. კასატორის განმარტებით, ერთი პირის საწარმო „...ის“ კანონით სავალდებულო რეგისტრაცია არ გაუვლია.
- საქმე №ბს-593(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის 121-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. დამატებითი ქონების გასხვისება დასაშვებია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
- საქმე №ბს-758(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2021
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება, გარდა ამ კანონის 121-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა; 121-ე მუხლის პირველი ნაწილით კი მხოლოდ იმ ძირითადი ქონების გასხვისებაა დაშვებული (საკრებულოს თანხმობით), რომელმაც თავისი ფუნქციური დანიშნულება დაკარგა.
- საქმე №ბს-969(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2020
ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 121-ე მუხლის შესაბამისად, ქონების გადაცემა დასაშვები იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ფუნქციური დანიშნულება დაკარგული ექნებოდა.
- საქმე №ბს-252(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2020
მე-7 ნაწილის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის 121-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. დამატებითი ქონების გასხვისება დასაშვებია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
- საქმე №140310017001938426 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080310017002009704 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.06.2019
- საქმე №330310116001341203 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.04.2019
- საქმე №050310117001781111 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.02.2019
- საქმე №050310117001946754 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №330310017001956947 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.11.2018
- საქმე №130310019003346119 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 09.03.2020
- საქმე №080310017002009704 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №010310117002112437 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 29.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება