2. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამ ოქმის საფუძველზე ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
3. მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების ან/და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ ქონების შემძენს ეძლევა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
4. მუნიციპალიტეტის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
5. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილობის საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში პირობით გადაცემისას უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დატვირთული ქონების მოთხოვნის უფლების მფლობელის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ამ ქონების დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების მარეგისტრირებელ შესაბამის ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
7. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.07.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.07.2015 ორგანული კანონი №3977
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 120. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება და გარიგების ბათილობაბათილობა1. 1. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. 2. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამ ოქმის საფუძველზე ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება. 3. მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების ან/და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ ქონების შემძენს ეძლევა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 4. მუნიციპალიტეტის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. 5. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილობის საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში პირობით გადაცემისას უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დატვირთული ქონების მოთხოვნის უფლების მფლობელის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ამ ქონების დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების მარეგისტრირებელ შესაბამის ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. 7. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-1087(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2024
…ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება. ამავე კოდექსის 54.1 მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მერი ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ. მითითებული კოდექსის 120-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი…
- საქმე №ბს-593(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე, 118-ე, 119-ე, 120-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის N9274 დადგენილებაზე, დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, მათ შორის ყურადღება გაამახვილა შპს,,ს..
- საქმე №ბს-784(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
…არ შეადგენს. დავის საგანია მიწის ნაკვეთის აუქციონზე რეალიზაციის კანონიერება. პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106.1 მუხლზე, 107-ე მუხლის,,ბ“ ქვეპუნქტზე, 118-ე მუხლზე, 119-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილებზე, 120-ე მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვისას არ დგინდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა.
- საქმე №ბს-252(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2020
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება.
- საქმე №ბს-154(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2020
ნასყიდობის ხელშეკრულება, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 120.2 მუხლის, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 10.11.2017წ.
- საქმე №050310117001946754 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №340310018002615512 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 25.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება