2. მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge.
21. თბილისის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონატორის ვებგვერდსა და ვებგვერდზე www.eauction.ge, ხოლო ვაჭრობა მიმდინარეობს აუქციონატორის ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge.
3. აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზანია საკუთრების/სარგებლობის უფლების მინიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირისთვის, რომელიც ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი პირობებით გამოცხადდება – საკუთრების/სარგებლობის უფლების მინიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირისთვის, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი წარადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას ან იხდის ბეს. ბეს გადახდას უთანაბრდება დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონატორს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი აუქციონის წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში.
5. აუქციონში მონაწილეობის მსურველი აუქციონატორს წარუდგენს განაცხადს. განაცხადის წარდგენით განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია.
6. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა:
ა) ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა საფასური;
ბ) უარი განაცხადა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ანგარიშზე, ხოლო გადახდილი ბეს თანხა არ უბრუნდება აუქციონის მონაწილეს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონის წესი ან/და პირობები.
9. თუ უფლებამოსილმა ორგანომ გააუქმა ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, გადახდილი ბეს თანხა უბრუნდება აუქციონის მონაწილეს.
10. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განმეორებით აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
11. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
საქართველოს
2015
წლის 8
ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.07.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.07.2015 ორგანული კანონი №3977
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 119. აუქციონის გამოცხადება და ორგანიზებაორგანიზება1. 1. მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია თბილისის შემთხვევაში ქვეყნდება აუქციონის განმახორციელებელი სუბიექტის − აუქციონატორის ვებგვერდზე, ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge. 2. მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge. 21. თბილისის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონატორის ვებგვერდსა და ვებგვერდზე www.eauction.ge, ხოლო ვაჭრობა მიმდინარეობს აუქციონატორის ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge. 3. აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზანია საკუთრების/სარგებლობის უფლების მინიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირისთვის, რომელიც ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი პირობებით გამოცხადდება – საკუთრების/სარგებლობის უფლების მინიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირისთვის, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი წარადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას ან იხდის ბეს. ბეს გადახდას უთანაბრდება დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონატორს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი აუქციონის წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში. 5. აუქციონში მონაწილეობის მსურველი აუქციონატორს წარუდგენს განაცხადს. განაცხადის წარდგენით განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია. 6. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა: ა) ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა საფასური; ბ) უარი განაცხადა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ანგარიშზე, ხოლო გადახდილი ბეს თანხა არ უბრუნდება აუქციონის მონაწილეს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონის წესი ან/და პირობები. 9. თუ უფლებამოსილმა ორგანომ გააუქმა ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, გადახდილი ბეს თანხა უბრუნდება აუქციონის მონაწილეს. 10. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განმეორებით აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. 11. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-1115(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანულ კანონთან - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის 119-ე მუხლი პირდაპირ არეგულირებს მუნიციპალიტეტის მიერ აუქციონის გამოცხადებასა და ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
- საქმე №ბს-1044(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
…აუქციონის ფორმით, ხოლო თბილისის ქონების პრივატიზება - აგრეთვე პირდაპირი განკარგვის, გაცვლის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებული კოდექსის 119-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით.
- საქმე №ბს-593(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე, 118-ე, 119-ე, 120-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის N9274 დადგენილებაზე, დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, მათ შორის ყურადღება გაამახვილა…
- საქმე №ბს-784(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
…ხსენებული რეგისტრაცია დავის საგანს არ შეადგენს. დავის საგანია მიწის ნაკვეთის აუქციონზე რეალიზაციის კანონიერება. პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106.1 მუხლზე, 107-ე მუხლის,,ბ“ ქვეპუნქტზე, 118-ე მუხლზე, 119-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილებზე, 120-ე მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვისას არ დგინდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა.
- საქმე №ბს-859(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებულმა უარი განაცხადებდა ნასყიდობის ხელშეკრულების…
- საქმე №ბს-252(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2020
- საქმე №050310117001946754 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №330310016001626099 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.10.2018
- საქმე №340310018002615512 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 25.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება