ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით;
ბ) საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით;
გ) იმ ხდომილებათა შედეგად, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების შექმნით, შეძენით, აგრეთვე ქონების ან/და შესრულებული სამუშაოს უსასყიდლოდ მიღებით.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.07.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.07.2015 ორგანული კანონი №3977
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 111. მუნიციპალიტეტის ქონების შექმნის წყაროებიწყაროებიმუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის ქონება იქმნება: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით; ბ) საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით; გ) იმ ხდომილებათა შედეგად, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების შექმნით, შეძენით, აგრეთვე ქონების ან/და შესრულებული სამუშაოს უსასყიდლოდ მიღებით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-154(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2020
…ნაწილი-ქარსაფარს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 16.02.2016წ. N349 ბრძანებით დადგინდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54.1 მუხლის „ე.ე“ ქვეპუნქტის, 61.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 107-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 111-ე მუხლის და „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად უნდა დარეგისტრირდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი...ის (...ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე...
- საქმე №ბს-1418(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2019
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონება იქმნება: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით;
- საქმე №330310017001858961 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
შესაბამისად, აქტი უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 111-ე მუხლის „ა“ პუნქტს, რომლის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით უნდა შექმნილიყო მუნიციპალიტეტის ქონება.
- საქმე №050310117001781111 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.02.2019
…შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსთვის სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთდროულად მიმართვის შემთხვევაში დაკმაყოფილდება უფრო ადრე რეგისტრირებული განცხადება, ერთსა და იმავე დღეს მიმართვისას კი − მუნიციპალიტეტის განცხადება. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 111-ე მუხლით, მუნიციპალიტეტის ქონება იქმნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით;
- საქმე №190310116001251653 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.07.2018
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები: სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 111-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონება იქმნება: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება