2. მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება;
ბ) სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება;
გ) ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება;
დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება.
3. მუნიციპალიტეტის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) ქონებად და დამატებით ქონებად.
4. ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად.
5. დამატებითი ქონება არის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც მუნიციპალიტეტმა შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
7. მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის 121-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. დამატებითი ქონების გასხვისება დასაშვებია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 05.02.2014).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 106. მუნიციპალიტეტის ქონებაქონება1. 1. მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. 2. მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება. 3. მუნიციპალიტეტის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) ქონებად და დამატებით ქონებად. 4. ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად. 5. დამატებითი ქონება არის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც მუნიციპალიტეტმა შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 7. მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის 121-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. დამატებითი ქონების გასხვისება დასაშვებია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.წესი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(44)
- საქმე №ბს-11(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
კასატორმა მიუთითა „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე, 35-ე მუხლებსა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 46-ე, 47-ე მუხლებზე, ასევე ამჟამად მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე, 107-ე, 109-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სააგენტომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაცია....
- საქმე №ბს-386(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16, 75-ე, 106-ე, 108-ე მუხლები და დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 29 აპრილს...ოს მიმდებარედ (ნაკვეთი...) არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 53 766.00 კვ.მ.
- საქმე №ბს-304(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
ამ თვალსაზრისით, კასატორი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებზე, 121-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 107-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 110-ე მუხლზე.
- საქმე №ბს-944(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2025
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 106-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
- საქმე №ბს-1012(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2025
…(ს/კ...). მუნიციპალიტეტი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულს, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი, არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 106-ე მუხლიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტს, როგორც თვითმმართველ ერთეულს, გააჩნია საკუთარი ქონება.
- საქმე №ბს-1192(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2025
- საქმე №ბს-1151(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
- საქმე №ბს-743(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
- საქმე №ბს-286(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ბს-228(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2023
- საქმე №ბს-593(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ბს-562(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
- საქმე №ბს-784(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
- საქმე №ბს-865(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.11.2022
- საქმე №ბს-1026(3კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
- საქმე №ბს-758(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2021
- საქმე №ბს-391(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2020
- საქმე №ბს-252(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2020
- საქმე №ბს-787(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2020
- საქმე №ბს-504-501(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2019
- საქმე №ას-449-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2019
- საქმე №ბს-700-696(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2017
- საქმე №330310016001281596 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 28.10.2019
- საქმე №330310018002608855 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.03.2020
- საქმე №330310018002733330 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.06.2019
- საქმე №080310017002009704 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.06.2019
- საქმე №330310116001341203 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.04.2019
- საქმე №050310117001781111 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.02.2019
- საქმე №020210018002360212 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.12.2018
- საქმე №050310117001946754 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №330310017001956947 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.11.2018
- საქმე №330310016001626099 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.10.2018
- საქმე №060310018002334383 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.08.2018
- საქმე №200310015001105271 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.07.2018
- საქმე №130310019003346119 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 09.03.2020
- საქმე №090310019003209435 · ამბროლაურის რაიონული სასამართლო · 13.02.2020
- საქმე №160310019003098952 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 03.12.2019
- საქმე №330310018002733330 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.04.2019
- საქმე №240310016001653663 · სენაკის რაიონული სასამართლო · 08.04.2019
- საქმე №330310117001875314 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.03.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 44-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება