2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე დასაბუთებულ – დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო თბილისის შემთხვევაში – მთავრობა. შესაბამისი პასუხი წერილობით ეცნობება მოთხოვნის წარმდგენს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 45 დღისა. თუ უფლებამოსილმა ორგანომ მოთხოვნის წარდგენიდან 45 დღის ვადაში გადაწყვეტილება არ მიიღო, მოთხოვნილი ქონება სახელმწიფოსათვის ან/და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად ჩაითვლება და სახელმწიფოს ან/და ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირდება.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.07.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.07.2015 ორგანული კანონი №3977
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 108. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის ან/და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაგადაცემა1. 1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობებით ან მათ გარეშე), აგრეთვე წილები/აქციები (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ძირითადი (განუსხვისებელი) ქონებისა) სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, ავტონომიურ რესპუბლიკას – ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხოლო თბილისის შემთხვევაში – თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე დასაბუთებულ – დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო თბილისის შემთხვევაში – მთავრობა. შესაბამისი პასუხი წერილობით ეცნობება მოთხოვნის წარმდგენს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 45 დღისა. თუ უფლებამოსილმა ორგანომ მოთხოვნის წარდგენიდან 45 დღის ვადაში გადაწყვეტილება არ მიიღო, მოთხოვნილი ქონება სახელმწიფოსათვის ან/და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად ჩაითვლება და სახელმწიფოს ან/და ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირდება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-811(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2025
…ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი,…
- საქმე №ბს-386(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16, 75-ე, 106-ე, 108-ე მუხლები და დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 29 აპრილს...ოს მიმდებარედ (ნაკვეთი...) არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 53 766.00 კვ.მ.
- საქმე №ბს-1035(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2018
ამავე კანონის 114–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამ კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე.
- საქმე №010310117002112437 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 29.06.2018
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის ან/და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 108-ე მუხლი, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება