2. ქონების მმართველი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანოს მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და პასუხს წერილობით აცნობებს მოთხოვნის წარმდგენს მისი წარდგენიდან 45 დღის ვადაში. ძირითადი (განუსხვისებელი) უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე ქონების მმართველის გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში დასამტკიცებლად გადაეცემა საქართველოს მთავრობას. თუ საქართველოს მთავრობამ 45 დღის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება, მოთხოვნილი ქონება მოთხოვნის წარმდგენის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად ჩაითვლება.
3. თუ ქონებას ერთზე მეტი მუნიციპალიტეტი იყენებს, იგი საკუთრებაში გადაეცემა იმ მუნიციპალიტეტს, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს ეს ქონება. ასეთი ქონების გამოყენებისა და მოვლა-პატრონობის წესები განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერენ ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც იყენებენ ამ ქონებას.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.07.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 113. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაგადაცემა1. 1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს ქონების მმართველი მუნიციპალიტეტის მერის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. 2. ქონების მმართველი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანოს მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და პასუხს წერილობით აცნობებს მოთხოვნის წარმდგენს მისი წარდგენიდან 45 დღის ვადაში. ძირითადი (განუსხვისებელი) უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე ქონების მმართველის გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში დასამტკიცებლად გადაეცემა საქართველოს მთავრობას. თუ საქართველოს მთავრობამ 45 დღის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება, მოთხოვნილი ქონება მოთხოვნის წარმდგენის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად ჩაითვლება. 3. თუ ქონებას ერთზე მეტი მუნიციპალიტეტი იყენებს, იგი საკუთრებაში გადაეცემა იმ მუნიციპალიტეტს, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს ეს ქონება. ასეთი ქონების გამოყენებისა და მოვლა-პატრონობის წესები განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერენ ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც იყენებენ ამ ქონებას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-387(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2025
…სახელმწიფოს საკუთრებას, სსიპ ქონების მართვის სააგენტო კი, დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 113-ე მუხლზე დაყრდნობით თბილისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს ქონების მმართველი მუნიციპალიტეტის მერის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
- საქმე №ბს-303(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
კასატორები არ ეთანხმებიან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველ ნაწილსა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავენ, რომ სსიპ…
- საქმე №ბს-195(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს ქონების მმართველი მუნიციპალიტეტის მერიის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
- საქმე №330310017001858961 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
ამავე კოდექსის 112-ე მუხლის და 113-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლოდ გადაეცემა მუნიციპალიტეტს კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად;
- საქმე №140310018002289280 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.11.2018
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს ქონების მმართველი მუნიციპალიტეტის მერიის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
- საქმე №330310118002307203 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.01.2019
- საქმე №330310117002061402 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.08.2018
- საქმე №010310117002112437 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 29.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება