2. მუნიციპალიტეტის ქონება შეიძლება მდებარეობდეს როგორც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისე მისი ფარგლების გარეთ.
3. მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი XIVმუნიციპალიტეტის ქონების შექმ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 05.02.2014).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 110. მუნიციპალიტეტის მიერ ქონებრივი უფლებების განხორციელების ძირითადი პრინციპებიპრინციპები1. 1. მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მუნიციპალიტეტის სახელით. 2. მუნიციპალიტეტის ქონება შეიძლება მდებარეობდეს როგორც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისე მისი ფარგლების გარეთ. 3. მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი XIVXIVმუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის ქონების შექმნაშექმ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ბს-387(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2025
…უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებული არიან, დაიცვან მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები. ამავე კოდექსის 110-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კი, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- საქმე №ბს-304(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
ამ თვალსაზრისით, კასატორი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებზე, 121-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 107-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 110-ე მუხლზე. კასატორის განმარტებით, ერთი პირის საწარმო „...ის“ კანონით სავალდებულო რეგისტრაცია არ გაუვლია. გამომდინარე იქიდან, რომ არ დგინდება ერთი პირის საწარმო „...ის“ ხელახალი რეგისტრაციის ფაქტი, აღნიშნული სუბიექტი გაუქმებულად ითვლება.
- საქმე №ბს-648(7კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2025
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 110-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- საქმე №ბს-439(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2024
…დამტკიცებული,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ 1.1 მუხლი, ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 109-ე, 110-ე მუხლები და განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა შესაბამის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირების შესაძლებლობაა, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით…
- საქმე №ბს-1087(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2024
…მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ამავე კოდექსის 110-ე მუხლის მე- 3 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- საქმე №ბს-238(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2023
- საქმე №ბს-865(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.11.2022
- საქმე №ბს-252(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2020
- საქმე №ბს-154(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2020
- საქმე №ბს-84(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2020
- საქმე №ბს-1035(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2018
- საქმე №330310017001956947 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.11.2018
- საქმე №130310019003346119 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 09.03.2020
- საქმე №130310019002899305 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 21.05.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება