ა) განკარგვა − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის, ავტონომიური რესპუბლიკისთვის, შესაბამისი მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საკუთრებაში/სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა;
ბ) პრივატიზება − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის ამ კანონით განსაზღვრული ფორმითა და წესით საკუთრებაში გადაცემა, გარდა ამ კანონის 75-ე მუხლის „დ.ბ1“ ქვეპუნქტით და 79-ე, 1061 და 108-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) სარგებლობის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესით;
დ) მართვის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესით;
ე) განკარგვის საწყისი საფასური − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური;
ვ) (ამოღებულია - 22.07.2015, №4087);
ზ) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.07.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.07.2015 ორგანული კანონი №4087
- 08.07.2015 ორგანული კანონი №3977
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 105. ტერმინთა განმარტებაგანმარტებაამ ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განკარგვა − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის, ავტონომიური რესპუბლიკისთვის, შესაბამისი მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საკუთრებაში/სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა; ბ) პრივატიზება − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის ამ კანონით განსაზღვრული ფორმითა და წესით საკუთრებაში გადაცემა, გარდა ამ კანონის 75-ე მუხლის „დ.ბ1“ ქვეპუნქტით და 79-ე, 1061 და 108-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) სარგებლობის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესით; დ) მართვის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესით; ე) განკარგვის საწყისი საფასური − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური; ვ) (ამოღებულია - 22.07.2015, №4087); ზ) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-1117(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2025
…რეგისტრირებულია ყადაღა/აკრძალვა. ამდენად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა სადავო უძრავი ქონების გადაცემის საკითხი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 75-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 1...1 მუხლზე და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის #13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების’’ მე-2, მე-3, მე-10 მუხლებზე.
- საქმე №ბს-439(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2024
კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 105-ე და 109-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის თანახმად მესაკუთრეს არ გააჩნია საკუთრებაში არსებული ურავი ქონების განკარგვის ვალდებულება.
- საქმე №080310017002009704 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.06.2019
…და რომელთა ფლობა და განკარგვა მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით), აგრეთვე მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამავე კანონის 105-ე მუხლის,,ა“ და,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინი - განკარგვა, შემდეგი მნიშვნელობით არის მოცემული:…
- საქმე №330310017001785186 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.11.2018
…კოდექსის 75-ე მუხლის „დ.ა“ პუნქტის მიხედვით, ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, განკარგვა არის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან…
- საქმე №050310017001716509 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 02.03.2018
…მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამავე კანონის 105-ე მუხლით განმარტებულია ტერმინი „განკარგვა“, რაც ნიშნავს, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებას, სარგებლობის უფლებით გადაცემას, მართვის უფლებით…
- საქმე №080310017002009704 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №330210016001606315 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება