კარი V — მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და ეკონომიკური საფუძვლებითავი XIIმუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხას მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.07.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 99. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიფონდი1. 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2 პროცენტს. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხას მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1102(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 99-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2 პროცენტს.
- საქმე №330310014639396 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.11.2018
აღნიშნული ბრძანების მიხედვით, იგი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ პუნქტის, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის „ა“ და „ზ“ პუნქტების, 731 მუხლის მე-4 პუნქტის, 732 მუხლის მე-4 პუნქტისა და 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 79-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, ი---- რაიონის გ------–-----------------------ის მოვალეობის შემსრულებლის - ნ-----------------ს 2014 წლის 16 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გამოიცა.
- საქმე №140310018002392399 · გორის რაიონული სასამართლო · 29.01.2019
…ტრანსფერის გამოყოფის შესახებ წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად შესაბამისი მუნიციპალიტეტისბიუჯეტის სარეზერვო ფონდი არასაკმარისია. იმავე კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის საკითხია მოწესრიგებული: 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2 პროცენტს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება