ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2018 წლის 30 მაისი ქ. ზესტაფონი |
|
დანართი №1
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი (შემდგომ ტექსტში – წესი) მიზნად ისახავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.
2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნების მთლიან მოცულობის 2%, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – მერი.
3. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით (გარდა გამოთანაბრებითი ტრანსფერისა) ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის გაზრდა.
4. სარეზერვო ფონდის განსაზღვრისას დამტკიცებული (დაზუსტებული) ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური გადასახდელების საერთო ასიგნებას აკლდება წინა წლებში წარმოქმნილი ვალის დაფარვისა და მომსახურების (პროცენტის გადახდის) ან/და სახელმწიფოს , მიერ გარანტირებულ სესხზე გადასახდელი თანხა.
1. სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება:
ა) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ფარგლებში, სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული კატასტროფული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები;
ბ) საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო დადაცვითი (მათ შორის ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებები;
გ) ადგილობრივი პროგრამები (ქვეპოგრამები), ღონისძიებები, რომლებიც განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას და მათი გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს ან/და ამ ღონისძიების დაგვიანებით გატარებისაგან გამოწვეული ზიანი არსებითად აღემატება მასზე გასაწევ ხარჯს და სხვა მოსალოდნელ მატერიალურ სიკეთეს.
2. სარეზერვო ფონდიდან იკრძალება პროგრამის (ქვეპოგრამის), ღონისძიების დაფინანსება, რომლის ხარჯებიც უკვე განსაზღვრულია წლიურ ბიუჯეტში, როგორც მიმდინარე ან კაპიტალური ხარჯები, თუ ეს საჭიროება არ დადგა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
1. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას მერი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს:
ა) დასაფინანსებელი პროგრამებით (ქვეპროგრამებით), ღონისძიებით დასახული მიზანი და მოსალოდნელი შედეგი;
ბ) პროგრამისათვის (ქვეპროგრამისათვის), ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა;
გ) კონკრეტული მითითება თანხის გადანაწილების თაობაზე, თუ ფინანსდება პროგრამის (ქვეპროგრამის), ღონისძიების ორი ან/და მეტი მიმართულება;
დ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით.
2. თუ მიიჩნევა, რომ საფრთხის აცილებისათვის, ნაწილობრივ აცილებისათვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისათვის საჭიროა დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
3. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 85-ე მუხლის საფუძველზე ყოველი კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას.
+
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 99-ე მუხლის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 33 ივლისის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 31.07.2018წ.
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 99-ე მუხლისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის (შემდგომ ტექსტში – ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი №1 დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ (სსმ ვებგვერდი 26 /02/2016; სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.127.016202).
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე
+
1. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას მერი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან აერთად მითითებული უნდა იყოს:
3. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 85-ე მუხლის საფუძველზე ყოველი კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 33 ივლისის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 31.07.2018წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.03.2022.
- როდის იქნა მიღებული „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.05.2018. მიმღები ორგანო — ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.127.016299.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.03.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“, №26, 30.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.127.016299 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4199668/