1. სახელმწიფო ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე.
2. სახელმწიფო ქონება სარგებლობაში შეიძლება გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, მუნიციპალიტეტს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემა საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს იმ სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა ორგანომ, მუნიციპალიტეტმა, ფიზიკურმა პირმა, საჯარო სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც სარგებლობაში გადაეცა ეს ქონება.
4. აკრძალულია სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება, სერვიტუტით დატვირთვა, უძრავ ქონებაზე სხვაგვარი განკარგვითი გარიგების დადება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც იწვევს ქონების მესაკუთრის შეცვლას, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში გადაცემულ სახელმწიფო ქონებაზე.
საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2274 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6896 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6896
- 04.05.2018 კანონი №2274
- 29.11.2013 კანონი №1665
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები 1. სახელმწიფო ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე. 2. სახელმწიფო ქონება სარგებლობაში შეიძლება გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების,რესპუბლიკების ადგილობრივიორგანოებს, თვითმმართველობისმუნიციპალიტეტს ორგანოებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს. 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემა საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს იმ სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ანშესაბამისმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ, მუნიციპალიტეტმა, ფიზიკურმა პირმა, საჯარო სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც სარგებლობაში გადაეცა ეს ქონება. 4. აკრძალულია სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება, სერვიტუტით დატვირთვა, უძრავ ქონებაზე სხვაგვარი განკარგვითი გარიგების დადება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც იწვევს ქონების მესაკუთრის შეცვლას, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში გადაცემულ სახელმწიფო ქონებაზე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-1112(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2026
სააპელაციო პალატამ მიუთითა,,სახელმწიფო ქონების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის,,გ’’ ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის,,ა’’ ქვეპუნქტზე, 33-ე მუხლზე, 36-ე მუხლზე,,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს…
- საქმე №ბს-352(19კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტზე, მეორე მუხლზე (კანონში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა), 33-ე მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ პირველ მუხლზე, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „უ“, „ჰ7“, „ჰ14“, „ჰ15“ ქვეპუნქტებზე.
- საქმე №ბს-1172(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
…საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. მისი განკარგვის ერთ-ერთ სახეს კი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მართვის უფლებით გადაცემა წარმოადგენს. ამავე კანონის მე-33 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სახელმწიფო ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე.
- საქმე №330310017002046285 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2019
…დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს: 8.2. პალატა მიუთითებს იმ სამართლებრივ ნორმებს, რომლის საფუძველზეც არარეგისტრირებული კავშირი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტს. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე.
- საქმე №190310016001482552 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.03.2019
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები, „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე და მე-3 პუნქტები, 36-ე მუხლის მეორე პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3111 მუხლის მე-3 ნაწილი და 317-ე მუხლის პირველი ნაწილი.
- საქმე №330310115754716 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.07.2018
- საქმე №330310018002629233 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.07.2019
- საქმე №820310017001915758 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 20.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ქონების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება