1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და აქციები, ასევე ყველა ის მოთხოვნა და უფლება, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მის მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს რაიმე სხვა პირებს.
2. ქონების მმართველი სახელმწიფო ქონების ბაზაზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აფუძნებს სააქციო საზოგადოებებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.
3. იმ საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო, გარდა ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში, აგრეთვე სახელმწიფოს 50%-იანი ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა.
31. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელ საწარმოში ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ამ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოსთან და მის წევრთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა.
32. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციების შემსრულებელ საწარმოში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულოა. ამ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოსთან და მის წევრთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა საჯარო მოსამსახურე არ უნდა იყოს.
4. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წილების/აქციების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შესყიდვის/გამოსყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს მართავს სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტი არ განსაზღვრავს/არ შეიმუშავებს ენერგეტიკულ პოლიტიკას, მათ შორის, არ შეიმუშავებს/არ ადგენს შესაბამის მარეგულირებელ ნორმებს.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №894 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №115 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1116 – ვებგვერდი, 27.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 26.11.2025 კანონი №1116
- 13.12.2024 კანონი №115
- 02.08.2021 კანონი №894
- 05.06.2012 კანონი №6377
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 39. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე 1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და აქციები, ასევე ყველა ის მოთხოვნა და უფლება, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მის მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს რაიმე სხვა პირებს. 2. ქონების მმართველი სახელმწიფო ქონების ბაზაზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აფუძნებს სააქციო საზოგადოებებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს. 3. იმ საწარმოში, რომლისრომელშიც სახელმწიფო ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტსმეტს, სახელმწიფო ფლობს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო, გარდა ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში, აგრეთვე სახელმწიფოს 50%-იანი ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა. 31. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელ საწარმოში ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ამ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოსთან და მის წევრთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა. 32. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციების შემსრულებელ საწარმოში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულოა. ამ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოსთან და მის წევრთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა საჯარო მოსამსახურე არ უნდა იყოს. 4. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წილების/აქციების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შესყიდვის/გამოსყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. 5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს მართავს სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტი არ განსაზღვრავს/არ შეიმუშავებს ენერგეტიკულ პოლიტიკას, მათ შორის, არ შეიმუშავებს/არ ადგენს შესაბამის მარეგულირებელ ნორმებს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-559-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
არამატერიალური ქონებრივი სიკეთის კიდევ ერთ განმარტებას შეიცავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და…
- საქმე №330210117002190534 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.02.2019
არამატერიალური ქონებრივი სიკეთის კიდევ ერთ განმარტებას შეიცავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ქონების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება