1. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმებია:
ა) პრივატიზება;
ბ) მართვის უფლებით გადაცემა;
გ) გაცვლა.
2. წილების ან აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პრივატიზება − პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით.
საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5063 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 29.05.2020 კანონი №5989
- 11.12.2014 კანონი №2878
- 11.10.2011 კანონი №5063
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 41. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმები 1. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმებია: ა) წილებისა და აქციების პრივატიზება; ბ) წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა. [ 1. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმებია: ა) პრივატიზება; ბ) მართვის უფლებით გადაცემა; გ) გაცვლა. (ამოქმედდეს 2020 წლის 8 სექტემბრიდან)] 2. წილების ან აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პრივატიზება − პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-386(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2025
…დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/ წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი. ამავე კანონის 41 მუხლის პირველი ნაწილის "ა", "ბ", "გ", "გ1" ქვეპუნქტების მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების…
- საქმე №ბს-193(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2021
რაც შეეხება მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებას, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 41 და მე-5 მუხლების თანახმად, მის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენდა არა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, არამედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
- საქმე №330310018002604099 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.12.2018
ამასთან, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 04 აპრილის №------- წერილით ეცნობა,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოდგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას.
- საქმე №330310017002011462 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.10.2018
…სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თანახმად ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-41, მე-5 მუხლებისა. 6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ქონების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება