შეტყობინების საფუძველზე უფლების რეგისტრაციის, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების ან რეგისტრირებული უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარმომდგენი კრედიტორი ან მოვალე ვალდებულია რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში შეატყობინოს მეორე მხარეს.
თავი IV
საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 19.12.2008).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-604(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2019
ამასთან, კასატორი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 და 21-ე მუხლებზე, ასევე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ცალსახად გამოირიცხება მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების აღიარება.
- საქმე №ბს-1588(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2019
…მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის 18.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო პროექტის, გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისა, განხორციელების პროცესში მხარეთა…
- საქმე №ბს-337-327(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.02.2014
ოდენობით. სამართლებრივი: მოპასუხის მტკიცებით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 14.9 პუნქტის, მე-18, 25.3 და 30-ე მუხლების მოთხოვნებს, ამასთან, არ დგინდებოდა რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოებები. შესაბამისად, სადავო რეგისტრაცია კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
- საქმე №ბს-849-831(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2013
…სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე. ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარგისტრაციო წარმოების შეჩერების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო…
- საქმე №330310017002099310 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 26.09.2019
…მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის 18.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო პროექტის, გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისა, განხორციელების პროცესში მხარეთა…
- საქმე №330310018002736116 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.08.2019
- საქმე №160310017002021171 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №140310017002031571 · გორის რაიონული სასამართლო · 28.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო რეესტრის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 30/12/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება