თავი IV — საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი
1. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირდება ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე.
2. დაუშვებელია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია, თუ უძრავ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის მოთხოვნის რეგისტრაციის მომენტისათვის ეს ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაშია.
3. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი გარიგება დადებულია უფლებრივად უნაკლო ნივთზე და ამ გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ნივთი საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დაიტვირთა, დაუშვებელია ახალი მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ახალი მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობა მის მიერ უფლებრივად დატვირთული ნივთის საკუთრებაში მიღებაზე.
4. თუ ქონება განკარგულია სააღსრულებო დაწესებულების მიერ, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რომელიც გამოყენებული იყო საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, უქმდება.
საქართველოს 2016 წლის 3
ივნისის კანონი
№
5154
- ვებგვერდი, 17.06.2016წ.
თავი IV1
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 - ვებგვერდი, 12.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.06.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 25.05.2012 კანონი №6324
- 03.06.2016 კანონი №5154
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
- საქმე №ბს-490(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2025
…უძრავი ნივთის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ ძალაში მყოფ მონაცემებს. მითითებული კანონის მე-11 მუხლის 41 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე შეზღუდული უფლება რეგისტრირდება შესაბამის შეზღუდვასთან/ვალდებულებასთან ერთად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირდება ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე.
- საქმე №ბს-1091(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
…სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კანონის მე-20 მუხლი კი, არეგულირებს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის საკითხებს. საკასაციო პალატა მოუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციით, მოსარჩელე მიეთითა, როგორც მყიდველი.
- საქმე №ბს-1328(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2023
…საშუალებად. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას მითითებული გარემოებებისთვის კასატორ ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება საერთოდ არ მიუცია, რაც საქმის გარემოებათა არასრულყოფილ გამოკვლევასა და მათ არასათანადო შეფასებაზე მიუთითებს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლს 03.06.2016წ. დაემატა მე-3 პუნქტი, რომლითაც დადგინდა რეგისტრაციის წესი უფლებრივად უნაკლო უძრავ ნივთზე დადებული გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ნივთის საგადასახადო იპოთეკით დატვირთვის შემთხვევებში.
- საქმე №ბს-421(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კანონის 20-ე მუხლში მითითებული სამართლებრივი დანაწესის გათვალისწინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აქვს უფლებამოსილება და არა ვალდებულება, განიხილოს ადმინისტრაციული საჩივარი.
- საქმე №ბს-1312(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2021
…ვინაიდან ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებს არ ჰქონია გრაფა, რომელიც საგადასახადო გირავნობის არსებობას აფიქსირებდა. აქედან გამომდინარე, მითითებული ნორმის საფუძველზე გადასახადის გადამხდელზე (შემძენზე) გადავიდა დაუტვირთავი საკუთრება. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირდება ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე.
- საქმე №ბს-382-379(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2017
- საქმე №ას-1066-1005-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2016
- საქმე №ბს-298-295(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.09.2014
- საქმე №ბს-383-372(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2014
- საქმე №ბს-644-639(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2011
- საქმე №080310016001513943 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.03.2020
- საქმე №080310017002107167 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
- საქმე №080310017001878030 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.06.2019
- საქმე №120310017002204502 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №080310016001513943 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 31.10.2019
- საქმე №080310017002107167 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 30.01.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო რეესტრის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 30/12/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება