1. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუკი კრედიტორი (იპოთეკარი) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ მარეგისტრირებელ ორგანოს.
11. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია, იგი კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში შეიძლება გადავიდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით.
2. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
21. თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკით ან იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.
3. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი არ გადავა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს, თუ ამის თაობაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსმა სანოტარო აქტში წერილობით განმარტა სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.138
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2284 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.329
საქართველოს 2013 წლის
დეკემბრის კანონი №1864
- ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №3315
–
ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.06.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 25.06.2019 კანონი №4851
- 21.07.2018 კანონი №3315
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 300. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გადასვლა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში 1. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუკი კრედიტორი (იპოთეკარი) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ მარეგისტრირებელ ორგანოს. 11. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია, იგი კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში შეიძლება გადავიდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით. 2. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 21. თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკით ან იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი. 3. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი არ გადავა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს, თუ ამის თაობაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსმა სანოტარო აქტში წერილობით განმარტა სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.138 საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2284 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.329 საქართველოს 2013 წლის დეკემბრის კანონი №1864 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(121)
- საქმე №ბს-793(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ვალდებულების აღსრულება მომხდარიყო, თანახმად მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი პუნქტისა - „იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გადასვლა კრედიტორის საკუთრებაში“.
- საქმე №ას-447-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 300.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ, ვინაიდან სადავო ხელშეკრულება წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არასწორად განხორციელდა, რადგანაც მოპასუხეს სადავო ნივთზე ფაქტობრივად არ გააჩნდა საკუთრების უფლება.
- საქმე №ას-1619-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2023
აღნიშნული გარიგებით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ბანკის მიერ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება ჩაითვალოს მოპოვებულად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებლისა და ხ.გ–ის ვალი ბანკის წინაშე ჩითვალა ნაწილობრივ შესრულებულად (ბანკის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვალა 4 311 740 აშშ დოლარის ნაწილში).
- საქმე №ას-588-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2023
…„ი–ის“ დავალიანების სრულად დასაფარავად. ამის საპირისპიროდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნ.გ–ვას მიერ აღწერილი დისპორპორცია სახეზეა, მისი გამოყენება საანაბრე ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის არამართლზომიერებისთვის აბსოლუტურად გამოუსადეგარია. სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის წინაპირობაა იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შეთანხმება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოვალემ დაარღვია ძირითადი ვალდებულება.
- საქმე №ას-618-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2023
ამასთან, სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის მე-300 მუხლის და იპოთეკის ხელშეკრულების 8.7 პუნქტის საფუძველზე, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება უნდა მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
- საქმე №ას-658-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
- საქმე №ას-153-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.02.2023
- საქმე №ას-325-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2022
- საქმე №ას-1084-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №ას-901-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2022
- საქმე №ას-750-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
- საქმე №ას-839-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2021
- საქმე №ას-261-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2019
- საქმე №ას-134-126-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2019
- საქმე №ას-1669-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2019
- საქმე №ბს-1406(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2019
- საქმე №ას-985-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2019
- საქმე №ას-1319-1239-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2018
- საქმე №ას-485-453-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2018
- საქმე №ას-578-578-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2018
- საქმე №ას-179-168-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.05.2017
- საქმე №ას-1015-976-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.01.2017
- საქმე №ას-184-177-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2016
- საქმე №ას-466-448-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.09.2016
- საქმე №ას-307-292-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2016
- საქმე №ას-685-651-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2015
- საქმე №ას-635-602-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2015
- საქმე №ას-270-258-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2015
- საქმე №ას-715-684-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2015
- საქმე №ას-1296-1223-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2015
- საქმე №ას-1198-1140-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2015
- საქმე №ას-858-822-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2014
- საქმე №ას-570-541-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2014
- საქმე №ას-219-211-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2013
- საქმე №ას-1309-1329-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2011
- საქმე №ას-516-490-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2011
- საქმე №ას-164-158-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.08.2011
- საქმე №ას-1-1-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2011
- საქმე №ას-664-623-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2010
- საქმე №ას-290-275-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2010
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 121-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება