1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით ან იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.
2. რეალიზაცია ხორციელდება ამ თავში მოცემული წესებისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ აუქციონის ჩატარების სხვა წესზე მხოლოდ ამ კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 3061–3063 მუხლებით, 306
მუხლის პირველი ნაწილითა და 307-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №826 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.304
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2284 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.329
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №3315
–
ვებგვერდი, 07.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.07.2018 კანონი №3315
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 301. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა 1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11 . მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 1 2. თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით ან იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი. 2. რეალიზაცია ხორციელდება ამ თავში მოცემული წესებისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ აუქციონის ჩატარების სხვა წესზე მხოლოდ ამ კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 3061–3063 მუხლებით, 306 5 მუხლის პირველი ნაწილითა და 307-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №826 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.304 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2284 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.329
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(685)
- საქმე №ბს-558(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, სსკ-ის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არამართლზომიერია, ვინაიდან შემოსავლების…
- საქმე №ას-29-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2026
…უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით. 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იპოთეკა იურიდიულ ინტერესს იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. სსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
- საქმე №ას-620-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
…(დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)) და ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილი, რომლის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც,…
- საქმე №ას-1027-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2026
…(დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
- საქმე №ას-1019-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
…განსაზღვრული სასესხო ვალდებულების 189 000 აშშ დოლარის მსესხებლისათვის დაკისრებისა და თანხის გადახდევინების მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაციის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა სსკ-ის 623-ე, 625.1, 286.1, 289.1 და 301.1 მუხლების ნორმატიული დანაწესიდან გამომდინარეობს. მოპასუხემ კი სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი დაუპირისპირა, კერძოდ, მისი მოსაზრებით,…
- საქმე №ას-112-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
- საქმე №ას-138-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2025
- საქმე №ბს-1047(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
- საქმე №ბს-1110(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
- საქმე №ას-1489-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.02.2025
- საქმე №ას-81-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2024
- საქმე №ბს-689(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2024
- საქმე №ას-1657-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2024
- საქმე №ას-1042-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2024
- საქმე №ას-34-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2024
- საქმე №ას-815-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
- საქმე №ას-1524-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2024
- საქმე №ას-1071-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2024
- საქმე №ას-633-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2024
- საქმე №ას-829-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2024
- საქმე №ას-753-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.02.2024
- საქმე №ას-1238-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2023
- საქმე №ბს-1270(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
- საქმე №ბს-415(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
- საქმე №ბს-562(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №ას-1585-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2023
- საქმე №ბს-1275(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ას-1520-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2023
- საქმე №ას-618-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2023
- საქმე №ას-1529-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
- საქმე №ას-263-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2023
- საქმე №ას-64-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2023
- საქმე №ას-914-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2023
- საქმე №ას-914-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2023
- საქმე №ბს-925(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2023
- საქმე №ას-1178-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
- საქმე №ბს-672(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2022
- საქმე №ას-1084-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №ას-602-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2022
- საქმე №ას-242-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 685-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება