1. მესაკუთრეს ან ნებისმიერ პირს მესაკუთრესთან შეთანხმებით ან/და მესამე პირს, რომლის უფლებაც შეიძლება შეილახოს აუქციონის შედეგად, უფლება აქვს, აუქციონის ჩატარებამდე მოთხოვნის დაკმაყოფილებით თავიდან აიცილოს აუქციონი.
2. მესამე პირის უფლების შელახვის ფაქტს ადგენს სასამართლო.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.07.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 304. აუქციონის ჩატარების თავიდან აცილება 1. მესაკუთრეს ან ნებისმიერ პირს მესაკუთრესთან შეთანხმებით ან/და მესამე პირს, რომლის უფლებებიცუფლებაც შეიძლება შეილახოს აუქციონის შედეგად, უფლება აქვთაქვს, აუქციონის ჩატარებამდე მოთხოვნის დაკმაყოფილებით თავიდან აიცილონაიცილოს აუქციონი. 2. მესაკუთრისმესამე მიერპირის სასამართლოშიუფლების განცხადებისშელახვის შეტანითფაქტს აუქციონისადგენს ჩატარებასასამართლო. შეიძლებასაქართველოს შეჩერდეს,2007 მაგრამწლის არა29 უმეტესივნისის ექვსკანონი თვემდე№5127 ვადით,- თუსსმ უფლებამოსილიI, პირი№27, მიიჩნევს,17.07.2007წ., რომ შეჩერებით შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული აუქციონი; იგივე წესი გამოიყენება, როცა შეჩერება, მესაკუთრის პირადი და ეკონომიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, ან ვალის ხასიათის შესაბამისად _ მისაღებია. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ დროებითი შეჩერება გამოიწვევს შეუსაბამო უარყოფით შედეგებს კრედიტორისათვის.მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ას-803-1123-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2008
უნდა აღინიშნოს, რომ მესამე პირების უფლებებს იცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად მესაკუთრეს ან მესამე პირს, რომლის უფლებებიც შეიძლება შეილახოს აუქციონის შედეგად, უფლება აქვს, აუქციონის ჩატარებამდე მოთხოვნის დაკმაყოფილებით თავიდან აიცილოს აუქციონი.
- საქმე №ბს-1380-955(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2006
…ჩატარების თაობაზე და მონაწილეობა არ მიუღიათ მასში, ამავე დროს, მათ მიერ აუქციონის ჩატარებამდე დაიფარა 2360 აშშ დოლარი, აღმასრულებელს კი არ გაურკვევია, აკმაყოფილებდნენ თუ არა მოსარჩელეები კრედიტორს, რის გამოც ასევე დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 304-ე მუხლის მოთხოვნები. მოსარჩელეთა განმარტებით, სააღსრულებო ბიუროს მიერ ასევე დაირღვა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 71-ე მუხლი (ს.ფ.
- საქმე №ბს-1289-864(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2006
მოსარჩელე, თავის მხრივ, მზად იყო განმეორებითი აუქციონის ჩატარებამდე განცხადებით მიემართა სასამართლოსთვის აუქციონის ჩატარების შეჩერების თაობაზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 304-ე მუხლის თანახმად, თავიდან აეცილებინა მისი ჩატარება, რაც ვერ შეძლო სასამართლო აღმასრულებლის უკანონო მოქმედების შედეგად.
- საქმე №ბს-704-291(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2006
22 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეული არ არის სსკ-ის 393-ე და 304-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ სწორად…
- საქმე №ას-197-895-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2003
…სკ-ს 54-ე მუხლის რომელიც გარიგებას ბათილად მიაჩნევს, თუ იგი არღვევს კანონით დადგენილ წესს. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო არ ასაბუთებს კანონით გათვალისწინებული რა წესი იქნა დარღვეული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას. სსკ-ს 304-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტითYგადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
- საქმე №3კ/349-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2003
- საქმე №3კ/330-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2003
- საქმე №3კ-95-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2000
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება