1. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე და კრედიტორი უარს ამბობს მოთხოვნაზე ან იპოთეკაზე, მესაკუთრე ხდება იპოთეკარი. უარს იურიდიული ძალა აქვს მაშინ, როდესაც იგი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
2. თუ კრედიტორი უარს ამბობს იპოთეკაზე, მაგრამ არა მოთხოვნაზე, მაშინ პირადი მოვალე მაინც თავისუფალი იქნება, თუ მას თავის მხრივ იპოთეკიდან ანაზღაურების მიღება შეეძლო.
3. თუ მესაკუთრეს აქვს შეცილების უფლება, რომლითაც გამოირიცხება იპოთეკის ხანგრძლივად გამოყენება, მაშინ მას შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს უარი თქვას იპოთეკაზე.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.07.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 299. კრედიტორის უარი მოთხოვნაზე ან იპოთეკაზე 1. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე და კრედიტორი უარს ამბობს მოთხოვნაზე ან იპოთეკაზე, მაშინმესაკუთრე იპოთეკარი ხდება მესაკუთრე.იპოთეკარი. უარს იურიდიული ძალა აქვს მაშინ, როცაროდესაც იგი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. 2. თუ კრედიტორი უარს ამბობს იპოთეკაზე, მაგრამ არა მოთხოვნაზე, მაშინ პირადი მოვალე მაინც თავისუფალი იქნება, თუ მას თავის მხრივ იპოთეკიდან ანაზღაურების მიღება შეეძლო. 3. თუ მესაკუთრეს აქვს შეცილების უფლება, რომლითაც გამოირიცხება იპოთეკის ხანგრძლივად გამოყენება, მაშინ მას შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს უარი თქვას იპოთეკაზე. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ას-623-623-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2020
ამგვარი ქმედება გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 299-ე მუხლის დისპოზიციიდან, ისევე, როგორც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველი კრედიტორისა და მოვალის მორიგებაა.
- საქმე №ას-1345-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2019
ეს ცნებები კი, მოხსენიებულია ცალ-ცალკე, რასაც სსკ-ის 299–ე მუხლი ადასტურებს, ანუ ეს ორი ცნება, სესხი და იპოთეკა, აბსოლუტურად სხვადასხვა ვალდებულებაა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის აქცესორულ ბუნებას გამორიცხავს.
- საქმე №ბს-1254(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019
კასატორის განმარტებით, სსკ-ის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
- საქმე №ბს-164-162(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2017
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გაშვებული ვადის აღსადგენად კუმულაციურად უნდა არსებობდეს ორი პირობა: პირველი, სახეზე უნდა იყოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება და მეორე, მომჩივანმა უნდა დაადასტუროს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით მოხდა ( სსკ-ის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილი). კასატორის მითითებით, მოცემული ორი პირობის არარსებობამ გამოიწვია შემოსავლების სამსახურის მხრიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვება.
- საქმე №ას-737-699-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2015
…ვიდრე ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი იქნა გამოყენებული, არ შესრულდება ან კრედიტორი უარს არ იტყვის მოთხოვნაზე, ან იპოთეკაზე, ამასთან, უარს მაშინ აქვს იურიდიული ძალა, როდესაც იგი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ( სსკ-ის 299-ე მუხლის პირველი ნაწილი). 24. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებით…
- საქმე №ას-1708-1602-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2013
- საქმე №330310017001970476 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.11.2018
- საქმე №330310015001107985 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.06.2018
- საქმე №330210018002567443 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.05.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება