1. (ამოღებულია - 11.05.2007, №4744).
2. თუ პირადი მოვალე დააკმაყოფილებს კრედიტორს, იპოთეკა მასზე გადადის იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მას შეუძლია მესაკუთრისაგან ანაზღაურების მოთხოვნა.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.20
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.12.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 298. მესამე პირის უფლებები 1. (ამოღებულია).(ამოღებულია - 11.05.2007, №4744). 2. თუ პირადი მოვალე დააკმაყოფილებს კრედიტორს, იპოთეკა მასზე გადადის იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მას შეუძლია მესაკუთრისაგან ანაზღაურების მოთხოვნა. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.20 საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158 საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-99(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
ასევე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2010 და 2013 წლების საანგარიშო პერიოდში სმფ-ების ბუღალტრულ (მათ შორის, დეკლარირებულ) და შემოწმებით დადგენილ ნაშთებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე, რომელიც ჩაითვალა მიწოდებად ( სსკ-ის 298-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით), ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი მესამე პირებისგან გამოთხოვილი ფასნამატის პროცენტული მაჩვენებლების გავრცელება და აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება;
- საქმე №ბს-230(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2023
აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების სწორად განსაზღვრის მიზნით დაევალა მთელ შესამოწმებელ პერიოდზე (და არა მხოლოდ 2013 წელზე) საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, მათ შორის დამატებითი ინფორმაციის მესამე პირებიდან გამოთხოვა და სსკ-ის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტით ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
- საქმე №ას-269-958-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2003
ხ-ეც, მაგრამ, ვინაიდან, მასთან საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება არ დადებულა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 298-ე და 239-ე მუხლების შესაბამისად, იგი არ შეიძლება იგი მიჩნეულ იქნეს სადავო ბინის მესაკუთრედ. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ.
- საქმე №3კ/289-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2001
კასატორს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიაჩნია უკანონოდ, რადგან სასამართლომ განმოიყენა ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 298-ე და 291-ე მუხლები, რომელთაც საქმესთან კავშირი არა აქვთ. სამოტივაციო ნაწილი: პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე,…
- საქმე №3კ/288-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2001
მან, სასამართლო პროცესზე, ასევე, მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 298-ე მუხლის საფუძველზე საკუთარ თავზე გადმოიტანა იპოთეკა, რომლის სათანადო რეგისტრაციაც მოხდა 1999 წლის 12 მარტს და 27 მარტს.
- საქმე №ას-1060-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება