ხელშეკრულების საფუძველზე აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადება სპეციალისტთან შეაქვს კრედიტორს (კრედიტორებს). განცხადებაში უნდა აღინიშნოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მესაკუთრე, მოვალე, მოთხოვნა და ხელშეკრულება.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №219 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.135
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №826 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.304.
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3368 - სსმ I, №39, 19.07.2010წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 306. განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადება სპეციალისტთან შეაქვს კრედიტორს (კრედიტორებს). განცხადებაში უნდა აღინიშნოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მესაკუთრე, მოვალე, მოთხოვნა და ხელშეკრულება. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №219 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.135 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №826 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.304მუხ.304. . საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3368 - სსმ I, №39, 19.07.2010წ., მუხ.241მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-1816-1771(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.09.2011
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აუქციონი ჩატარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე და 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაუცველად. მოვალეებს ვ. მ-ს და ნ. ს-ს, სასამართლოს აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე 5 დღიანი გაფრთხილება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ.
- საქმე №ბს-566-537(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.10.2009
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აუქციონი ჩატარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე და 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაუცველად. მოვალეებს ვ. მ-იანს და ნ. ს-შვილს, სასამართლოს აღმასრულებლის მიერ 5 დღიანი გაფრთხილება სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულებაზე არ ჩაბარებიათ კანონით დადგენილი წესით, რასაც ადასტურებს ფოსტის პასუხი, რომლის მიხედვითაც, მათ ასეთი სახის წერილი არ ჩაჰბარებიათ.
- საქმე №ბს-670-257(2კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2005
უგულებელყოფილ იქნა, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 306-ე მუხლის და “სააღსრულებო წარმოებათა” შესახებ კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომლის შესაბამისად: “პირველ აუქციონზე ბოლო შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ღირებულების 70%-ზე ნაკლები”.
- საქმე №ბს-139-317-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2003
მოსარჩელის განმარტებით, ასევე დარღვეულია სკ-ს 306-ე მუხლისა და,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმად, აუქციონის მეორედ ჩატარების დროს ყველაზე დაბალი…
- საქმე №3გ/ად-81-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2003
8 დეკემბერს მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და სსკ-ს 306-ე მუხლის საფუძველზე, გამარტივებული წესით, გადახდის ბრძანებით მოითხოვა ჩაის ფაბრიკა “მარტინ-ბაუერ ოდიშსა” და “მარტინ-ბაუერ კოლხაზე” რიცხული საგადასახადო დავალიანების დაკისრება, რაც დაკმაყოფილდა და 1999წ.
- საქმე №3გ-ად-360-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2003
- საქმე №3კ-95-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2000
- საქმე №190310019003076768 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 12.12.2019
- საქმე №330210017002038272 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება