1. მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია წარმოებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეტყობინების (ინფორმაცია ან/და დოკუმენტი) ან ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის ან/და დოკუმენტის საფუძველზე.
2. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების რეგისტრაციისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
3. რეგისტრაციის საფუძვლად წარსადგენი მონაცემების წარდგენის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
4. მარეგისტრირებელი ორგანო პასუხს არ აგებს პირის უფლებამოსილებაზე, მოითხოვოს მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია ან/და მის მიერ წარმოდგენილი შეტყობინების და მონაცემების ნამდვილობაზ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 19.12.2008).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ბს-788(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2025
2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-6, მე-11, მე-17 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მათ შორის, საკუთრების უფლების მოწმობა, სრულიად კანონიერად წარმოშობს თ.ს-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
- საქმე №ბს-1097(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
…და,,ლ“ ქვეპუნქტებზე, მე-4 მუხლზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, 21-ე, 22-ე, 26-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.2019 წლის №487 ბრძანებით დამტკიცებული,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ პირველ, მე-16, მე-17, 26-ე მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილებები (28.10.2022 წლის №...
- საქმე №ბს-677(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2023
…რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კანონის მე-17 მუხლის (რეგისტრაციის საფუძვლები) პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების…
- საქმე №ას-833-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2022
…იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი. მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების…
- საქმე №ას-857-821-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2015
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის სააგენტოს მიმართაც მოთხოვნა უსაფუძვლო იყო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის,,თ” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის და მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარე თავად არის უფლებამოსილი წარადგინოს სათანადო დოკუმენტები რეგისტრაციისათვის და, შესაბამისად, საჯარო რეესტრმა კონკრეტული რეგისტრაციის საკითხის განხილვისას კანონის ამ მოთხოვნათა დაცვით უნდა იხელმძღვანელოს.
- საქმე №ას-180-173-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2012
- საქმე №ას-1028-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №050310118002639225 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.08.2019
- საქმე №330310017001832350 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №050310017002089455 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2018
- საქმე №160310117001835299 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.06.2018
- საქმე №240310015001130945 · სენაკის რაიონული სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №120310017002204502 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 14.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო რეესტრის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 30/12/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება