,,ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.02.2005 ძალადაკარგული 20.07.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.10.003.000.163
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 25/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

შემდგომი ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №29

2005 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მწერლებს 2005 წლის 1 იანვრიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება  №89-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.636

1​1. ოლიმპიურ ჩემპიონებსა და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებს 2008 წლის 1 იანვრიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება  №89-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.636

2. 2005 და შემდგომ წლებში ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლების სტიპენდიისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა განხორციელდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება  №89-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.636

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ”“, №29, 24.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.10.003.000.163 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11290-1/