ბრალდებულ არასრულწლოვანთა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №169
2010 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბრალდებულ არასრულწლოვანთა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების განხორციელების შესახებ
„პატიმრობის კოდექსის “ მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებმა კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყონ არასრულწლოვან ბრალდებულთა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების განხორციელება.
მუხლი 2
არასრულწლოვან ბრალდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სპორტუ ლ აქტივობებში კვირაში არანაკლებ 4 საათისა .
მუხლი 3
არასრულწლოვან ბრალდებულთა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების განხორციელების მიზნით, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა ადმინისტრაცი ებმა მიიღონ და გაატარონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . კალმახელიძე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულ არასრულწლოვანთა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის უფლების განხორციელების შესახებ“, №169, 07.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1129157-2/