უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.12.2010 ბოლო ცვლილება 08.05.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№377
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016109
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 162, 13/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №377

2010 წლის 8 დეკემბ ე რი

ქ. თბილისი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ

    მუხლი 1

„უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის პირველი პუნქტის „დ “ ქვეპუნქტის , მე -11 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტის საფუძველზე :

1 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დაფუძნდეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია (შემდგომში – თავდაცვის აკადემია ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად .

1​1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიენიჭოს თავდაცვის აკადემიის ხარჯების ანაზღაურების უფლებამოსილება წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №382-სსმIII,№165, 17.12.2010წ.,მუხ.2369

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 19 ივლისის დადგენილება №281 - ვებგვერდი, 22.07.2011წ.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს თავდაცვის აკადემიის სახელმწიფო კონტროლი.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 19 ივლისის დადგენილება №281 - ვებგვერდი, 22.07.2011წ.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 19 ივლისის დადგენილება №281 - ვებგვერდი, 22.07.2011წ.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს თავდაცვის აკადემიისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 19 ივლისის დადგენილება №281 - ვებგვერდი, 22.07.2011წ.

5. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით, დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის აკადემიის რექტორის თავდაცვის აკადემიის წესდებით დადგენილი წესით არჩევამდე/ დანიშვნამდე.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 19 ივლისის დადგენილება №281 - ვებგვერდი, 22.07.2011წ.

6 . მართვის ორგანოების არჩევამდე თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი :

ა ) თავდაცვის აკადემიის უმაღლესი თანამდებობის პირია , რომელიც წარმართავს დაწესებულების საქმიანობას , ამზადებს მას ავტორიზაციის გასავლელად , წარმოადგენს დაწესებულებას სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს დაწესებულების სახელით ;

ბ ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას , სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შექმნას , უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობასა და მობილურ და ინტეგრირებულ სწავლებას ;

 გ ) ხელმძღვანელობს დაწესებულების ადმინისტრაციას ;

დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების სტრუქტურას;

 ე ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს დაწესებულების საშტატო ნუსხას ;

 ვ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მუშაკებს ;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

 თ ) განსაზღვრავს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას ;

ი) შეიმუშავებს და საქართველოს თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების ბიუჯეტს;

 კ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს დაწესებულების ფინანსებსა და ქონებას ;

 ლ ) უფლებამოსილია , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , დაწესებულების სახელით , დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს გარიგებები ;

 მ ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის , აგრეთვე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ;

 ნ ) ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის შეფასების წესს ;

ო ) ნიშნავს დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ;

 პ ) ამტკიცებს საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს ;

 ჟ ) „უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ადგენს საგანმანათლებლო პროგრამების საფასურის ოდენობის ჩამონათვალს ;

 რ ) ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს ;

 ს ) „უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ამტკიცებს პროფესორ -მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე აყვანის წესს ;

 ტ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს ;

 უ ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებისათვის ;

 ფ ) პასუხისმგებელია დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობისათვის ;

 ქ ) უფლებამოსილია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი უფლება -მოვალეობანი და საქმიანობის წესი ;

ღ) ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარების დებულებას და უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ყ ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 19 ივლისის დადგენილება №281 - ვებგვერდი, 22.07.2011წ.

    მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ -მინისტრი   ნ . გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №382-სსმIII,№165, 17.12.2010წ., მუხ.2369

2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 19 ივლისის დადგენილება №281 - ვებგვერდი, 22.07.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ“, №377, 08.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016109 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1131489-2/