„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.02.2010 ბოლო ცვლილება 29.12.2023
ნომერი
№10/01
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.014162
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 03/02/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

წინა ცვლილებები (11)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №10/01–№51

2010 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ თანდართული დებულება.

    მუხლი 2.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივლისის ერთობლივი ბრძანება №163/01-№451 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

    მუხლი 3.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქადაგიძე

კ. ბაინდურაშვილი

დებულება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური და საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების – სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების (შემდგომში – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები) გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის წესებს.

2. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით, არამატერიალიზებული ფორმით.

3. ერთი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებაა 1000 ლარი.

4. სახაზინო ვალდებულებების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და დაიფარება ნომინალური ღირებულებით.

5. სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ხდება 1-დან 10 წლამდე დაფარვის ვადით, კუპონის (გარდა მოკლე კუპონისა) 6 თვეში ერთხელ გადახდით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 6 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება  №177/04–№247 - ვებგვერდი, 07.10.2020წ.

 

მუხლი 2. დებულებაში გამოყენებული ტერმინები

ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახაზინო ვალდებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში „ფინანსთა სამინისტრო“) მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი (შემდგომში „სახაზინო ვალდებულება“);

ბ) სახაზინო ობლიგაცია – ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი (შემდგომში „სახაზინო ობლიგაცია“);

გ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი ბაზარი – ბაზარი, რომელზეც ხდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა მათი გამოშვებისას;

დ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი ბაზრის მონაწილეები – კომერციული ბანკები, პირველადი დილერები და მათი კლიენტები;

ე) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზარი – ბაზარი, რომელზეც ხდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა პირველად ბაზარზე განთავსების შემდეგ;

ვ) კომერციული ბანკი (შემდგომში „ბანკი“) – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;

ზ) ბანკის/პირველადი დილერის კლიენტები (შემდგომში „კლიენტები“) – რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირები;

თ) ნომინალური ღირებულება – თანხა, რომელსაც ემიტენტი (ფინანსთა სამინისტრო) უხდის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელს დაფარვის ვადის დადგომისას;

ი) შესყიდვის ფასი (ძირითადი თანხა) – თანხა, რომელსაც იხდის მყიდველი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენისას;

კ) დისკონტის თანხა – სხვაობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ნომინალურ ღირებულებასა და შესყიდვის ფასს შორის, რომელიც ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებია;

კ​1) პრემიის თანხა - სხვაობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ნომინალურ ღირებულებასა და შესყიდვის ფასს შორის, რომელიც ნომინალურ ღირებულებაზე მეტია;

ლ) კუპონი – სახაზინო ობლიგაციების ფიქსირებული სარგებელი, რომელსაც ღებულობს სახაზინო ობლიგაციის მფლობელი წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით;

ლ​​1) მოკლე კუპონი – კუპონი, რომელიც გადაიხდება სახაზინო ობლიგაციის გამოშვებიდან 6 თვეზე ნაკლები პერიოდის გასვლის შემდგომ;

მ) შეძენის დღე – აუქციონის ჩატარების დღე;

ნ) ანგარიშსწორების დღე – დღე, როდესაც ხდება აუქციონზე შეძენილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის ფასის ეკვივალენტი თანხის გადახდა მყიდველის მიერ;

ო) დაფარვამდე დღეების რაოდენობა – ანგარიშსწორების დღიდან დაფარვის დღემდე კალენდარული დღეების რაოდენობა;

პ) დაფარვის დღე – დღე, როდესაც უნდა მოხდეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განაღდება;

ჟ) აუქციონის განკვეთის დონე – ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომლის ზემოთაც აუქციონში მონაწილე განაცხადები არ დაკმაყოფილდება;

რ) მრავალი ფასის მეთოდი – აუქციონის ჩატარების მეთოდი, რომლის დროსაც აუქციონში გამარჯვებული მყიდველის თითოეული განაცხადი კმაყოფილდება განაცხადში მითითებული ფასით;

ს) კონკურენტული განაცხადი – განაცხადი, რომელიც მონაწილეობს აუქციონში და გამარჯვების შემთხვევაში კმაყოფილდება განაცხადში მითითებული ფასით;

ტ) არაკონკურენტული განაცხადი – განაცხადი, რომელიც არ მონაწილეობს აუქციონში და კმაყოფილდება აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით;

უ) საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი – აუქციონზე გამარჯვებული კონკურენტული განაცხადების მიხედვით გამოთვლილი საშუალო შეწონილი პროცენტი;

ფ) გამოცხადებული ემისია – აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობა; 

ქ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება (ემისია) – პირდაპირი განთავსებით ან აუქციონზე გაყიდული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობა;

ქ​1)  ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა – ფინანსთა სამინისტროს მიერ, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა დაფარვის თარიღამდე, მეორად ბაზარზე აუქციონის მეშვეობით ან  აუქციონის გარეშე, თუ გამოსყიდვის შესაძლებლობა წინასწარ განსაზღვრულია გამოსასყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობებში;

ღ) ემიტენტი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამომშვები, რომელიც ვალდებულია მოახდინოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განაღდება მათი დაფარვის დღეს, ნომინალური ღირებულებით;

ყ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს საკუთრების უფლება სახაზინო ვალდებულებაზე და სახაზინო ობლიგაციებზე;

შ) ნომინალური მფლობელი – ბაზრის შუამავალი, რომელსაც მფლობელი წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების თავის სახელზე აღრიცხვის და მათი განკარგვის უფლებას;

ჩ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყოველი გამოშვებისათვის (ემისიისათვის) მინიჭებული ISO-6166 სტანდარტის შესაბამისი საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი;

ც) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრი – ელექტრონული ჩანაწერები ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში, სადაც მითითებულია ინფორმაცია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათი მფლობელებისა და ნომინალური მფლობელების შესახებ;

ძ) სუბრეესტრი – რეესტრი, რომელსაც კომერციული ბანკი/პირველადი დილერი აწარმოებს საკუთარი კლიენტების ჭრილში;

წ) ელექტრონული სავაჭრო სისტემა – პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც ხდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა აუქციონზე და შესაძლებელია ვაჭრობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე;

ჭ) ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა – ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებადი ელექტრონული სისტემა, სადაც ხდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების და მათთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და ანგარიშსწორება;

ხ) ანგარიშსწორების ანგარიში – დროის რეალურ რეჟიმში ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში არსებული მონაწილის სისტემური ანგარიშსწორების ანგარიშისა და ქვეანგარიშების ერთობლიობა, რომელიც შეესაბამება კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშს ან სხვა მონაწილის ანგარიშს, რომელთა საშუალებითაც ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში ხორციელდება აღნიშნული სისტემის მონაწილის ფულადი სახსრების განკარგვა (ანგარიშსწორება). ანგარიშსწორების ანგარიშისა და ქვეანგარიშების ერთობლიობა გულისხმობს მათზე აღრიცხული თანხების არითმეტიკულ ჯამს;

ჯ) პირველადი დილერების სისტემა – სისტემა, რომლის ფარგლებშიც ფინანსურ ინსტიტუტებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე ემიტენტთან პირდაპირი ვაჭრობის უფლება აქვთ მინიჭებული;

ჯ​​1) პირველადი დილერების საპილოტე პროგრამა – პირველადი დილერების სისტემის საწყისი ეტაპი, რომელიც ვრცელდება სახელმწიფო ფასიან ქაღალდების ნაწილზე – შერჩეულ სახაზინო ობლიგაციებზე;

ჯ​​2) ფინანსური ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით;

ჯ​​3) პირველადი დილერი – ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეული პირველადი დილერების საპილოტე პროგრამაში და შემდეგში პირველადი დილერების სისტემაში მონაწილე ფინანსური  ინსტიტუტი;

ჰ) შერჩეული სახაზინო ობლიგაცია (ბენჩმარკ ბონდი) – პირველადი დილერების საპილოტე პროგრამისა და შემდეგში პირველადი დილერების სისტემის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეული სახაზინო ობლიგაცია, რომლის პირველადი ბაზრის აუქციონში მონაწილეობის უფლება გააჩნიათ მხოლოდ პირველად დილერებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 დეკემბრის  ერთობლივი ბრძანება №163/01-№931-სსმIII,№165.17.12.2010წ.,მუხ.2376

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 8 აპრილის ერთობლივი ბრძანება №41/04 - №102 - ვებგვერდი, 08.04.2015წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 18 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №223/04 - №350 - ვებგვერდი, 19.11.2019წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 6 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება  №177/04–№247 - ვებგვერდი, 07.10.2020წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 14 ივლისის ერთობლივი ბრძანება №176/04 - №268  - ვებგვერდი, 17.07.2023წ.

 

მუხლი 3. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების და გამოსყიდვის ოპერაციების ორგანიზება

1. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად ბაზარზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ხდება აუქციონის მეშვეობით.

1​1. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა ხდება აუქციონის მეშვეობით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე ან აუქციონის გარეშე, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობების შესაბამისად. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის ოპერაციებში მონაწილეობის უფლება გააჩნიათ მხოლოდ პირველად დილერებს. 

2. აუქციონები ტარდება ელექტრონული სავაჭრო სისტემის გამოყენებით.

3. აუქციონები ტარდება მრავალი ფასის მეთოდით.

4. აუქციონი ტარდება საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი).

5. გამოშვების აუქციონზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კომერციულ ბანკებს, გარდა ამ მუხლის 5​​1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5​​1. შერჩეული სახაზინო ობლიგაციების გამოშვების აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ პირველად დილერებს.    

5​​2. ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი უფლებამოსილნი არიან პირველად დილერებთან გააფორმონ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლითაც განისაზღვრება პირველადი დილერების საპილოტე პროგრამასა და შემდგომში პირველადი დილერების სისტემასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის პირველადი დილერების სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის წესი, მხარეთა უფლება-მოვალეობები და ინფორმაციის გაცვლისა და ანგარიშების წარდგენის საკითხები.

6. ფინანსთა სამინისტრო აუქციონის შედეგების შესახებ ინფორმაციას იღებს ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 18 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №223/04 - №350 - ვებგვერდი, 19.11.2019წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 6 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება  №177/04–№247 - ვებგვერდი, 07.10.2020წ.

 

მუხლი 4. აუქციონის გამოცხადება

1. არაუგვიანეს ყოველი კვარტალის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს გამოშვების კალენდარს სულ მცირე მომდევნო სამი თვისათვის. ანალოგიურად შეიძლება გამოქვეყნდეს გამოსყიდვის კალენდარი.

2. გამოშვების კალენდარი მოიცავს ინფორმაციას აუქციონების ჩატარების თარიღების, თითოეულ აუქციონზე გასაყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ვადიანობის და მოცულობის შესახებ.

2​1. გამოსყიდვის კალენდარი მოიცავს ინფორმაციას გამოსყიდვის აუქციონების ჩატარების თარიღების, თითოეულ აუქციონზე გამოსასყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის, ფასიანი ქაღალდის დაფარვამდე დარჩენილი დღეების რაოდენობის და საჭიროების შემთხვევაში ფასიანი ქაღალდის რაოდენობის შესახებ.

3. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებისა და გამოსყიდვის კალენდრების შედგენა და მასში ნებისმიერი ცვლილების განხორციელება ხდება ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, რისთვისაც იგი კალენდრების პროექტს გამოქვეყნებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე უგზავნის ეროვნულ ბანკს.

4. აუქციონამდე არანაკლებ ხუთი კალენდარული დღით ადრე ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ ბანკს უგზავნის აუქციონის ჩატარების შესახებ შეტყობინებას და იმავე დღეს აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და სამინისტროს ვებგვერდზე.

5. გამოშვების აუქციონის გამოცხადებისას ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს გამოშვების აუქციონის თარიღს, გასაყიდად გამოტანილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომერს და რაოდენობას, ანგარიშსწორებისა და დაფარვის თარიღებს, ასევე სახაზინო ობლიგაციებისათვის კუპონის გადახდის თარიღებს.

5​1. ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს მოახდინოს ადრე გამოშვებული ფასიანი ქაღალდების დამატებითი ემისია ერთ ან რამდენიმე აუქციონზე. ამასთან, ყველა ასეთ ფასიანი ქაღალდს ექნება ერთი და იგივე საიდენტიფიკაციო ნომერი, პირველად ემისიაზე დაფიქსირებული კუპონის განაკვეთი, კუპონების გადახდისა და ფასიანი ქაღალდის დაფარვის თარიღები.

5​2. გამოსყიდვის აუქციონის გამოცხადებისას ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს გამოსყიდვის აუქციონის თარიღს, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომერს, ანგარიშსწორების თარიღს და საჭიროების შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების საორიენტაციო ან ზუსტ რაოდენობას.

5​3. აუქციონის გარეშე გამოსყიდვის შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს გამოსასყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის საიდენტიფიკაციო ნომერს, გამოსყიდვის თარიღს, ანგარიშსწორების თარიღს და ანგარიშსწორების თანხას.

6. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს აუქციონის გამოცხადებას ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღეს.

7. აუქციონის გამოცხადებისას ეროვნული ბანკი მიუთითებს აუქციონის დაწყების დროს.

8. ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს გააუქმოს დანიშნული აუქციონი, რის შესახებაც ის აუქციონის ჩატარების თარიღამდე ერთი სამუშაო დღით ადრე ინფორმაციას უგზავნის ეროვნულ ბანკს და აღნიშნულ ინფორმაციას განათავსებს სამინისტროს ვებგვერდზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 1 წლის 30 დეკემბრის  ერთობლივი ბრძანება № 116 /0 4 -№ 642 - ვებგვერდი, 03 .01.2012

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 18 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №223/04 - №350 - ვებგვერდი, 19.11.2019წ.

 

მუხლი 4​1. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება (ემისია) ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის

1.გამოცხადებულ ემისიაზე დამატებით, ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით   უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისთვის, ფინანსთა სამინისტრო უშვებს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს.

2.ფინანსთა სამინისტრო, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, წინასწარ განსაზღვრავს ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების მაქსიმალურ მოცულობებს, ასევე თითოეული ბანკისათვის შესაძენი ფასიანი ქაღალდების დასაშვებ მაქსიმალურ მოცულობას საბანკო სექტორში ბანკის სააქციო კაპიტალის წილის შესაბამისად და სხვა დამატებით პირობებს, რის შესახებაც წინასწარ ეცნობებათ ბანკებს.

3.აუქციონის ჩატარების შეტყობინებაში ცალკე მიეთითება ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის   ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და მოცულობა.

4.ამ მუხლის შესაბამისად გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისია ხორციელდება აუქციონის მეშვეობით, ამავე აუქციონზე წარდგენილი კონკურენტული განაცხადების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით.

5.ამ მუხლის შესაბამისად გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესაძენად აუქციონის დაწყებამდე, აუქციონზე განაცხადების წარდგენის განსაზღვრული წესით ბანკი აგზავნის შესაბამის არაკონკურენტულ განაცხადს, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს ამ დებულების მე -5 მუხლის მე -7 პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტს.

6.(მოქმედების ვადა ამოწურულია).

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 7 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №17/04 - №39- ვებგვერდი, 07.02.2014წ.

 

მუხლი 4​2. სახელმწიფო    ფასიანი    ქაღალდების    გამოშვება    (ემისია)    ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის

1. გამოცხადებულ  ემისიაზე  დამატებით,  ეკონომიკის  გრძელვადიანი  რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის, ფინანსთა სამინისტრო უშვებს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს.

2. ფინანსთა სამინისტრო, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, წინასწარ განსაზღვრავს ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების მოცულობებს და ბანკებს შორის განაწილების პრინციპს, რის შესახებაც წინასწარ ეცნობებათ ბანკებს. ამ საკითხზე შესაძლებელია წინასწარი კონსულტაცია განხორციელდეს საბანკო სექტორთან.

3. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების შეტყობინებაში ცალკე მიეთითება ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომერი და რაოდენობა, გამოშვების მოცულობა, კუპონის განსაზღვრის წესი, ემისიის განთავსების ფორმა და ბანკებს შორის განაწილების პრინციპი და/ან ლიმიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4.საქართველოს მთავრობის და/ან ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ფორმიდან ერთ-ერთის მეშვეობით:

ა) აუქციონით, ამავე აუქციონზე წარდგენილი კონკურენტული განაცხადების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით;

ბ) პირდაპირი განთავსებით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებით ან იმავე ვადიანობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბოლო აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით.

5. ამ მუხლის შესაბამისად გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესაძენად აუქციონის დაწყებამდე, აუქციონზე განაცხადების წარდგენის განსაზღვრული წესით ბანკი აგზავნის შესაბამის არაკონკურენტულ განაცხადს, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტს.

6. თითოეული ბანკისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არსებული ლიმიტის ფარგლებში ავტომატურად კმაყოფილდება ამ მუხლის შესაბამისად გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის განაცხადები, რომელიც ამ დებულების მოთხოვნათა დაცვით არის წარდგენილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 26 იანვრის ერთობლივი ბრძანება №10/04 - №21 - ვებგვერდი, 26.01.2015წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 18 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №223/04 - №350 - ვებგვერდი, 19.11.2019წ.

 

მუხლი 5. განაცხადების წარდგენის წესი

1. განაცხადების მიღება იწყება აუქციონის დღეს, აუქციონის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და წყდება აუქციონის დაწყების მომენტში.

2.ბანკებს უფლება აქვთ აუქციონზე განაცხადი წარადგინონ საკუთარი სახელით (ბანკის პორტფელისთვის) და/ან კლიენტის დავალებით (კლიენტის პორტფელისთვის).

3. ბანკის კლიენტები აუქციონზე განაცხადებს წარადგენენ კომერციული ბანკების მეშვეობით.

4. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს გაუგზავნოს განაცხადების წარმომდგენი კლიენტების სია, შესაბამისი თანხების მითითებით.

5. განაცხადი შეიძლება იყოს კონკურენტული და არაკონკურენტული.

6. არაკონკურენტულ განაცხადებს (როგორც საკუთარს, ისე კლიენტისას) ბანკი წარმოადგენს ჯამურად, მთლიანი თანხის და განაცხადების რაოდენობის მითითებით.

7. აუქციონზე წარმოდგენილი ერთი არაკონკურენტული განაცხადის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

8. ერთი კლიენტის დავალებით ბანკს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი არაკონკურენტული განაცხადი.

9. საკუთარი სახელით ბანკს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი არაკონკურენტული განაცხადი.

10. ბანკის მიერ კლიენტების დავალებით აუქციონზე წარმოდგენილი არაკონკურენტული განაცხადების რაოდენობა არ იზღუდება.

11. ბანკის მიერ აუქციონზე წარსადგენი კონკურენტული განაცხადების რაოდენობა არ იზღუდება.

12.თითოეული ბანკის მიერ გამოშვების აუქციონზე წარდგენილი საკუთარი განაცხადების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული ემისიის მოცულობის 75%-ს.

12​1. ბანკის საკუთარ განაცხადად ჩაითვლება სხვა ბანკის და/ან კლიენტის განაცხადი, თუ ბანკი პირდაპირი და/ან არაპირდაპირი გზით ფლობს ასეთი ბანკის და/ან კლიენტის 10%-ს ან/და მეტი ოდენობის წილს.

12​2.  გამოშვების აუქციონზე თითოეული ბანკის მიერ წარდგენილი ერთი კლიენტის განაცხადების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული ემისიის მოცულობის 75%-ს.

12​3. ბანკის ყველა კლიენტის განაცხადების რაოდენობა და ჯამური მოცულობა შეზღუდული არ არის.

12​​4. ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს კონკრეტული აუქციონისთვის შეცვალოს ამ მუხლის მე-12 და 12​​2 პუნქტებით განსაზღვრული ლიმიტები. ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული ცვლილების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია უნდა შეიტანოს, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაკეთებულ აუქციონის ჩატარების შესახებ შეტყობინებაში.

13. ერთი კონკურენტული განაცხადის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს.

14. კომერციული ბანკები განაცხადებს წარადგენენ ელექტრონული ფორმით აუქციონის მომსახურე პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

15. ელექტრონული განაცხადის წარმოდგენით ბანკი აღიარებს წინამდებარე წესების მოთხოვნათა სავალდებულო შესრულებას.

16. აუქციონზე დაიშვება მხოლოდ სწორად შევსებული ელექტრონული განაცხადი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ ინფორმაციას:

ა) კონკურენტული განაცხადის შემთხვევაში: შესასყიდი/გასაყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რაოდენობას და საპროცენტო განაკვეთს (მეათასედის/მძიმის შემდეგ სამი ციფრის სიზუსტით). კლიენტის სახელით გაკეთებულ განაცხადში ბანკი გააკეთებს შესაბამის მითითებას;

ბ) არაკონკურენტული განაცხადის შემთხვევაში: შესასყიდი/გასაყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ჯამურ ოდენობას და საკუთარი და კლიენტებისაგან მიღებული განაცხადების რაოდენობას.

17. აუქციონის დაწყებამდე კომერციულ ბანკს უფლება აქვს ძველი განაცხადი გააუქმოს და/ან გაითხოვოს, ხოლო მის ნაცვლად წარადგინოს ახალი განაცხადი. დაუშვებელია აუქციონის დაწყების შემდეგ განაცხადის შეცვლა ან უკან გამოთხოვა.

18. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მხრიდან წარმოშობილი ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ხერხდება განაცხადების მიღება, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეცვალოს აუქციონის დაწყების დრო, რის შესახებაც იგი დაუყოვნებლივ აცნობებს ფინანსთა სამინისტროს და მონაწილე ბანკებს. ამ შემთხვევაში აუქციონის დაწყების ახალი დროის გამოცხადება უნდა მოხდეს აუქციონის დაწყებამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 დეკემბრის  ერთობლივი ბრძანება №163/01-№931-სსმIII,№165.17.12.2010წ.,მუხ.2376

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის  ერთობლივი ბრძანება №116/04-№642- ვებგვერდი, 03.01.2012

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 იანვრის ერთობლივი ბრძანება №8/04 - №17- ვებგვერდი, 21.01.2013წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 7 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №17/04 - №39- ვებგვერდი, 07.02.2014წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 18 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №223/04 - №350 - ვებგვერდი, 19.11.2019წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 6 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება  №177/04–№247 - ვებგვერდი, 07.10.2020წ.

 

მუხლი 5​​1. პირველადი დილერების მიერ განაცხადების წარდგენის წესი

პირველადი დილერების მიერ განაცხადების წარდგენა ხორციელდება ამ დებულების მე-5 მუხლით დადგენილი წესით. ამასთან, პირველად დილერებს, რომელთაც აუქციონში დაუკმაყოფილდებათ კონკურენტული განაცხადი (განაცხადები), აუქციონის დასრულებიდან  მომდევნო სამუშაო დღის 13:00 საათამდე, თბილისის დროით, უფლება აქვთ გამოცხადებულ ემისიაზე დამატებით საკუთარი სახელით წარადგინონ 1 არაკონკურენტული განაცხადი, მაქსიმუმ დაკმაყოფილებული კონკურენტული განაცხადის (განაცხადების) 10% - ისა. ამგვარი განაცხადები დაკმაყოფილდება ავტომატურად საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 6 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება  №177/04–№247 - ვებგვერდი, 07.10.2020წ.

    მუხლი 6. აუქციონის ჩატარების წესი

1. აუქციონი იწყება წარმოდგენილი არაკონკურენტული განაცხადების მოცულობის დაჯამებით.

2. გამოშვების აუქციონზე მიღებული განაცხადები ეგზავნება ფინანსთა სამინისტროს. იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა სამინისტრო მომდევნო ერთი საათის განმავლობაში ეროვნულ ბანკს არ გაუგზავნის შეტყობინებას აუქციონის განკვეთის დონის დადგენის შესახებ, მაშინ გამოშვების აუქციონი სრულდება:

ა) აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ფასიანი ქაღალდების სრულად განთავსებით, თუ აუქციონზე შემოსული განაცხადების მოცულობა უტოლდება ან აღემატება გამოცხადებული ემისიის მოცულობას;

ბ) შემოსული განაცხადების სრულად დაკმაყოფილებით, თუ აუქციონზე შემოსული განაცხადების მოცულობა ნაკლებია გასაყიდად გამოტანილი ფასიანი ქაღალდების მოცულობაზე.

2​1. თუ გამოსყდვის აუქციონის შეტყობინებაში მითითებულია გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების ზუსტი რაოდენობა და ფინანსთა სამინისტრო განაცხადების მიღებიდან მომდევნო ერთი საათის განმავლობაში არ აცნობებს ეროვნულ ბანკს აუქციონის განკვეთის დონეს, გამოსყიდვის აუქციონი სრულდება:

ა) ფასიანი ქაღალდების სრული გამოსყიდვით, თუ გამოსყიდვის აუქციონზე შემოსული განაცხადების მოცულობა უტოლდება ან აღემატება გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების წინასწარ გაცხადებულ მოცულობას;

ბ) შემოსული განაცხადების სრულად დაკმაყოფილებით, თუ აუქციონზე შემოსული განაცხადების მოცულობა ნაკლებია გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების წინასწარ გაცხადებულ მოცულობაზე.

2​2. თუ გამოსყიდვის აუქციონის შეტყობინებაში არ არის მითითებული გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების ზუსტი რაოდენობა, ფინანსთა სამინისტრო მომდევნო ერთი საათის განმავლობაში ეროვნულ ბანკს აცნობებს აუქციონის განკვეთის დონეს და გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას.

3. არაკონკურენტული განაცხადების ჯამური თანხა, გარდა ამ დებულების 5​​1 მუხლით განსაზღვრული განაცხადების თანხებისა, მაგრამ არაუმეტეს მთლიანი გამოცხადებული ემისიის/გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების მოცულობის 25%–ისა, აკლდება ემისიის/გამოსასყიდ მოცულობას და დარჩენილი ნაწილით განისაზღვრება კონკურენტული განაცხადების აუქციონის მოცულობა.

4. იმ შემთხვევაში თუ მონაწილეების მიერ წარმოდგენილი არაკონკურენტული განაცხადების საერთო თანხა, გარდა ამ დებულების 5​​1 მუხლით განსაზღვრული განაცხადების თანხებისა, გამოცხადებული ემისიის/გამოსასყიდი მოცულობის 25%–ზე მეტია, არაკონკურენტული განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციული განაწილების პრინციპით.

4​​1. ამ დებულების 5​​1 მუხლით განსაზღვრული განაცხადების დაკმაყოფილება ხორციელდება ფასიანი ქაღალდების წინასწარ გამოცხადებულ მოცულობაზე ამგვარი განაცხადების ჯამური მოცულობის დამატებით.

5. გამოშვების აუქციონზე დაშვებული ყველა კონკურენტული განაცხადი დალაგდება განაცხადში მითითებული საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით.

5​1. გამოსყიდვის აუქციონზე დაშვებული ყველა კონკურენტული განაცხადი დალაგდება განაცხადში მითითებული საპროცენტო განაკვეთების კლების მიხედვით.

6.  გამოშვების აუქციონზე პირველ რიგში დაკმაყოფილდება ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე კონკურენტული განაცხადი, ხოლო შემდგომ ყოველი მომდევნო მაღალი განაკვეთის მქონე კონკურენტული განაცხადი და აუქციონი სრულდება მაშინ, როდესაც დაკმაყოფილებული კონკურენტული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება კონკურენტული განაცხადების აუქციონის მოცულობას ან საპროცენტო განაკვეთი მიაღწევს აუქციონის განკვეთის დონეს.

6​1. გამოსყიდვის აუქციონზე პირველ რიგში დაკმაყოფილდება ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის (ყველაზე დაბალი ფასის) მქონე კონკურენტული განაცხადი, ხოლო შემდგომ ყოველი მომდევნო დაბალი განაკვეთის მქონე კონკურენტული განაცხადი, სანამ სრულად არ იქნება გამოსყიდული ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსყიდვის აუქციონის შეტყობინებაში მითითებული ან აუქციონის მიმდინარეობისას, განკვეთის დონის საფუძველზე განსაზღვრული გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების რაოდენობა.

7. იმ შემთხვევაში, თუ გამოშვების აუქციონის დასრულებისას ყველაზე მაღალი და გამოსყიდვის აუქციონის დასრულებისას ყველაზე დაბალ ერთი და იგივე საპროცენტო განაკვეთის მქონე რამდენიმე კონკურენტული განაცხადის თანხა აღემატება ჯერ კიდევ გაუნაწილებელი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობას, ეს განაცხადები დაკმაყოფილდებიან პროპორციულად.

8. საჭიროების შემთხვევაში, პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, გასაყიდად/გამოსასყიდად გაცხადებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა გაიზრდება ან შემცირდება აუქციონის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

9.სახაზინო ობლიგაციის კუპონის განაკვეთი დგინდება გამოშვების აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ერთი მერვედის ჯერადამდე დამრგვალებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №26/04 - №68 - ვებგვერდი, 04.03.2014წ.

9​1. ფინანსთა სამინისტროს მიერ ადრე გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების დამატებითი ემისიის შემთხვევაში, კუპონის განაკვეთად აიღება ასეთი სახაზინო ობლიგაციის პირველ აუქციონზე დადგენილი კუპონის განაკვეთი და წინასწარ ცხადდება ფინანსთა სამინისტროს მიერ აუქციონის შეტყობინებაში.

9​2. (მოქმედების ვადა ამოწურულია ).

9​3.ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმის ფარგლებში გამოსაშვებ სახელმწიფო ფასიან ქაღალდზე კუპონის განაკვეთი ფინანსთა სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს ერთ-ერთი შემდეგი წესით:

ა) ამავე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის პირველად აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი მძიმის შემდეგ სამი ციფრის სიზუსტით, აუქციონის მეშვეობით განთავსების შემთხვევაში;

ბ) ამავე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის პირველად აუქციონზე დაფიქსირებული კუპონის განაკვეთი, პირდაპირი განთავსების შემთხვევაში.

10. ეროვნული ბანკი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 1 საათის განმავლობაში სავაჭრო პროგრამის მეშვეობით აუქციონში მონაწილე ბანკებს მიაწოდოს აუქციონში მათი მონაწილეობის შედეგების ამსახველი ინფორმაცია.

11. ტექნიკური პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის შედეგების გამოქვეყნება.

12. აუქციონის შედეგები ქვეყნდება ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ვებგვერდებზე არა უგვიანეს აუქციონის ჩატარების დღისა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის  ერთობლივი ბრძანება № 116 /0 4 -№ 642 - ვებგვერდი, 03 .01.2012

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის ერთობლივი ბრძანება №74/04 - №235- ვებგვერდი, 15.07.2013წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №26/04 - №68 - ვებგვერდი, 04.03.2014წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 26 იანვრის ერთობლივი ბრძანება №10/04 - №21 - ვებგვერდი, 26.01.2015წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 18 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №223/04 - №350 - ვებგვერდი, 19.11.2019წ.

    მუხლი 7. სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე შესყიდვის ფასის და კუპონის გაანგარიშება

1. ერთი სახაზინო ვალდებულების შესყიდვის ფასი გამოიანგარიშება შემდეგნაირად:

                      ნომინალური ღირებულება

შესყიდვის ფასი = ---------------------------------------------------------

             საპროცენტო განაკვეთი დაფარვამდე დღეების რაოდენობა

 1+ (----------------------------- * --------------------------------------------)

                        100                                                   365

2. ერთი სახაზინო ობლიგაციის შესყიდვის ფასი გამოიანგარიშება შემდეგნაირად:

 

 

 

 

 

 

 

 

სადაც:

P _ შესყიდვის ფასი;

F _ სახაზინო ობლიგაციის ნომინალური ღირებულება;

i _ აუქციონის მონაწილის მიერ შემოთავაზებული წლიური საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე;

n _ კუპონის გადახდების რაოდენობა წლის განმავლობაში;

W _ სახაზინო ობლიგაციის შესყიდვის თარიღსა და კუპონის გადახდის მომდევნო თარიღს შორის დღეების რაოდენობა შეფარდებული კუპონების გადახდებს შორის დღეების რაოდენობასთან;

R _ წლიური კუპონური შემოსავლის საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე;

N _ დარჩენილი, ჯერ კიდევ გადაუხდელი კუპონების რაოდენობა სახაზინო ობლიგაციის დაფარვამდე.

3. არაკონკურენტული განაცხადები დაკმაყოფილდება საშუალო შეწონილი პროცენტით, რომელიც გამოიანგარიშება შემდეგნაირად:

              E (N * P)

C = ——————————

               E (N )

სადაც:

C – საშუალო შეწონილი პროცენტი;

E – ჯამი;

N – აუქციონზე დაკმაყოფილებული კონკურენტული განაცხადების ნომინალური ღირებულება;

P – დაკმაყოფილებული განაცხადების საპროცენტო განაკვეთები.

4. გადასახდელი კუპონი გაიანგარიშება შემდეგნაირად:

Q = N *(P/2)

სადაც:

Q – კუპონის ფასი;

P– კუპონური განაკვეთი;

N – სახაზინო ობლიგაციის ნომინალური ღირებულება.

5. პირველი მოკლე კუპონის მქონე სახაზინო ობლიგაციის შესყიდვის ფასის გაანგარიშება:

 

სადაც:

P – შესყიდვის ფასი;

F – სახაზინო ობლიგაციის ნომინალური ღირებულება;

i – აუქციონის მონაწილის მიერ შემოთავაზებული წლიური საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე;

            R- წლიური კუპონური შემოსავლის საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე;

DFC – სახაზინო ობლიგაციის გამოშვების თარიღიდან  კუპონის მომდევნო გადახდის თარიღამდე დღეების რაოდენობა;

DSC - სახაზინო ობლიგაციის ანგარიშსწორებიდან კუპონის მომდევნო გადახდის თარიღამდე დღეების რაოდენობა;

            n – კუპონის გადახდის რაოდენობა წლის განმავლობაში;

E – მოკლე კუპონის სრული ჰიპოთეტური პერიოდის დაწყების თარიღიდან კუპონის პირველ გადახდის თარიღამდე დღეების რაოდენობა. ჰიპოთეტური პერიოდის დაწყების თარიღი გაინგარიშება კუპონის პირველი გადახდის თარიღისა და კუპონის სრულ პერიოდში არსებული დღეების რაოდენობის სხვაობით;

N – დარჩენილი, ჯერ კიდევ გადაუხდელი კუპონების რაოდენობა სახაზინო ობლიგაციის დაფარვამდე.

6. თუ მოკლე კუპონის გადახდის თარიღი გასულია, სახაზინო ობლიგაციის ფასი დაითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული  ფორმულით.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სახაზინო ობლიგაციაზე გადასახდელი მოკლე კუპონი გაიანგარიშება შემდეგნაირად:

R – წლიური კუპონური შემოსავლის საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე;

n – კუპონის გადახდის რაოდენობა წლის განმავლობაში;

DFC – სახაზინო ობლიგაციის გამოშვების თარიღიდან  კუპონის მომდევნო გადახდის თარიღამდე დღეების რაოდენობა;

E – მოკლე კუპონის სრული ჰიპოთეტური პერიოდის დაწყების თარიღიდან კუპონის პირველ გადახდის თარიღამდე დღეების რაოდენობა. ჰიპოთეტური პერიოდის დაწყების თარიღი გაინგარიშება კუპონის პირველი გადახდის თარიღისა და კუპონის სრულ პერიოდში არსებული დღეების რაოდენობის სხვაობით.

8. სახაზინო ობლიგაციის შესყიდვის ფასი, რომლისთვისაც დარჩენილია, ჯერ კიდევ გადაუხდელია ერთი კუპონი,  გაიანგარიშება შემდეგნაირად:

სადაც:

 

P – შესყიდვის ფასი;

F – სახაზინო ობლიგაციის ნომინალური ღირებულება;

i – აუქციონის მონაწილის მიერ შემოთავაზებული წლიური საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე;

            R- წლიური კუპონური შემოსავლის საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე;

DSC – სახაზინო ობლიგაციის ანგარიშსწორებიდან  კუპონის მომდევნო გადახდის თარიღამდე დღეების რაოდენობა;

            n – კუპონის გადახდის რაოდენობა წლის განმავლობაში;

            E – დღეების რაოდენობა  კუპონის მომდევნო და წინა გადახდის თარიღებს შორის.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 6 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება  №177/04–№247 - ვებგვერდი, 07.10.2020წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 14 ივლისის ერთობლივი ბრძანება №176/04 - №268  - ვებგვერდი, 17.07.2023წ.

     მუხლი 8. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეგისტრაცია

1. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეგისტრაციასთან, გასხვისებასთან, დაგირავებასთან და ნომინალურ მფლობელობაში გადაცემასთან დაკავშირებული ოპერაციები აღირიცხება ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში, ამავე სისტემის წესების შესაბამისად.

2. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელს უფლება აქვს გაასხვისოს, დააგირავოს ან ნომინალურ მფლობელობაში გადასცეს ისინი სხვა პირებს.

3. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების თითოეულ ემისიას ფინანსთა სამინისტრო ანიჭებს ISO-6166 სტანდარტის შესაბამისი ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელსაც ეროვნული ბანკი არეგისტრირებს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში.

4. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი იქმნება შემდეგი 12 სიმბოლოსაგან:

ა) პირველი და მეორე სიმბოლო არის ქვეყნის საერთაშორისო კოდი GE;

ბ) მესამე სიმბოლო არის ემიტენტის, ფინანსთა სამინისტროს აღმნიშვნელი T;

გ) მეოთხე სიმბოლო არის ფასიანი ქაღალდის ტიპის აღმნიშვნელი:

გ.ა) დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში D;

გ.ბ) კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში C;

დ) მეხუთე და მეექვსე სიმბოლო არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დაფარვის წლის აღმნიშვნელი: დაფარვის წლის ბოლო ორი რიცხვი;

ე) მეშვიდე სიმბოლო არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დაფარვის თვის აღმნიშვნელი: 1-დან 9-ის ჩათვლით არის თვეები იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, A არის ოქტომბერი, B არის ნოემბერი, C არის დეკემბერი;

ვ) მერვე და მეცხრე სიმბოლო არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დაფარვის დღის აღმნიშვნელი კალენდარული დღის რიცხვი;

ზ) მეათე და მეთერთმეტე სიმბოლო არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ემისიის რიგითობის აღმნიშვნელი;

თ) მეთორმეტე სიმბოლო არის საკონტროლო ციფრი (გასაღები), რომელიც გამოითვლება წინა თერთმეტი მონაცემების გათვალისწინებით სტანდარიტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO-6166 სტანდარტის შესაბამისად.

5. დაუშვებელია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელის ცვლილება ან დაგირავება აუქციონზე მათი შეძენის და/ან დაფარვის დღეს.

6. საქართველოში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მოქმედი ბანკები და პირველადი დილერები ვალდებული არიან:

ა) აწარმოონ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელობის სუბრეესტრები კლიენტების ჭრილში.

ბ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების შესაბამისი ანგარიშები გაუხსნან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში, ამავე სისტემის წესების შესაბამისად.

7. სუბრეესტრში უნდა აისახებოდეს ცალკეული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მიხედვით: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი, ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, მფლობელის ან ნომინალური მფლობელის ვინაობა, მისი ანგარიშის ნომერი. კლიენტის სახელზე შენახული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გასხვისებისას, დაგირავებისას, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემისას ან კლიენტის მიერ მომსახურე ბანკის შეცვლისას, ბანკი, პირველადი დილერი ვალდებულია სუბრეესტრში მოახდინოს სათანადო ჩანაწერები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 დეკემბრის  ე რთობლივი ბრძანება №163/01-№931-სსმIII,№165.17.12.2010წ.,მუხ.2376

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 1 წლის 30 დეკემბრის  ერთობლივი ბრძანება № 116 /04 - №642 - ვებგვერდი, 03 .01.2012

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 6 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება  №177/04–№247 - ვებგვერდი, 07.10.2020წ.

 

მუხლი 9. ანგარიშსწორების წესები

1. აუქციონის შედეგების შესაბამისი ანგარიშსწორება ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს შეტყობინებაში მითითებულ თარიღზე.

2. გამოშვების აუქციონის ანგარიშსწორების დღეს, არაუგვიანეს საოპერაციო საათის დასრულებამდე, ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებად საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით ხდება აუქციონში გამარჯვებული ბანკების, პირველადი დილერების ანგარიშსწორების ანგარიშებიდან შესაბამისი თანხების ჩარიცხვა სახაზინო სამსახურის ხაზინის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

2​​1. გამოსყიდვის აუქციონის ანგარიშსწორების დღეს, არა უგვიანეს საოპერაციო საათის დასრულებამდე, ეროვნული  ბანკის მიერ ოპერირებად საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით ხდება გამოსყიდული ფასიანი ქაღალდების შესაბამისი თანხის ჩამოჭრა სახაზინო სამსახურის ხაზინის ანგარიშსწორების ანგარიშიდან და მათი ჩარიცხვა აუქციონში გამარჯვებული პირველადი დილერების ანგარიშსწორების ანგარიშებზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული პირობის შესასრულებლად, საოპერაციო საათების დასრულებამდე, ბანკი, პირველადი დილერი ვერ უზრუნველყოფს აუქციონით დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამისი თანხების მობილიზებას თავის ანგარიშსწორების ანგარიშზე, რაც აუცილებელია ანგარიშსწორების განსახორციელებლად, უქმდება ბანკის, პირველადი დილერის ყველა განაცხადი.

4.სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსება ითვლება დასრულებულად ანგარიშსწორების დღეს საოპერაციო საათის დასრულებისთანავე, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც განხორციელდა აუქციონზე დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამისი თანხების სახაზინო სამსახურის ხაზინის ანგარიშწორების ანგარიშზე ჩარიცხვა და შესაბამისი მოცულობის ფასიანი ქაღალდების რეგისტრაცია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში.

5. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფარვის დღეს, აგრეთვე სახაზინო ობლიგაციების კუპონის გადახდის დღეს, ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებადი საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით, სახაზინო ვალდებულებების შესყიდვის ფასისა და დისკონტის შესაბამის თანხებს, აგრეთვე სახაზინო ობლიგაციების ნომინალის ღირებულებისა და კუპონის შესაბამის თანხებს ეროვნული ბანკი ჩამოჭრის სახაზინო სამსახურის ხაზინის ანგარიშსწორების ანგარიშიდან, რის შესახებაც აცნობებს სახაზინო სამსახურს. ეროვნული ბანკი ბანკების, პირველადი დილერების ანგარიშსწორების ანგარიშებზე შესაბამისი თანხების ჩარიცხვას განახორციელებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით.

6. ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ვალდებულებების ძირითადი თანხის დაფარვას ახორციელებს ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამისი სახაზინო კოდის შემცირების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის ფარგლებში. ხოლო დისკონტის თანხის გადახდას ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან.

7. ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვას ახორციელებს ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამისი სახაზინო კოდის შემცირების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის ფარგლებში. ხოლო, დისკონტის და კუპონის გადახდას ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან.

7​1. სახაზინო ობლიგაციების პრემიის ამორტიზაცია ხდება ეტაპობრივად თანაბარი ოდენობებით, კუპონის გადახდასთან ერთად, ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამისი სახაზინო კოდისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ერთდროულად შემცირების გზით.

8. ბანკი, პირველადი დილერი ვალდებულია თანხის მიღებისთანავე, დაფარვის დღეს ჩაურიცხოს თანხები საკუთარ კლიენტებს.

9. დაფარვის დღის არასამუშაო დღეზე დამთხვევისას, თანხების ჩარიცხვა განხორციელდება მომდევნო სამუშაო-საბანკო დღეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 დეკემბრის  ერთობლივი ბრძანება №163/01-№931-სსმIII,№165.17.12.2010წ.,მუხ.2376

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 1 წლის 30 დეკემბრის  ერთობლივი ბრძანება № 116 /0 4 -№ 642 - ვებგვერდი, 03 .01.2012

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 8 აპრილის ერთობლივი ბრძანება №41/04 - №102 - ვებგვერდი, 08.04.2015წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 18 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №223/04 - №350 - ვებგვერდი, 19.11.2019წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 6 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება  №177/04–№247 - ვებგვერდი, 07.10.2020წ.

    მუხლი 10. მხარეთა პასუხისმგებლობა

1. აუქციონის მონაწილეები ვალდებულნი არიან განუხრელად დაიცვან ამ დებულების მოთხოვნები.

2. ბანკი, პირველადი დილერი პასუხისმგებელია როგორც თავის საკუთარ, ასევე მისი კლიენტების განაცხადებზე.

3. ბანკი, პირველადი დილერი ვალდებულია შეიმუშაოს და გამოაქვეყნოს თავისი კლიენტებისათვის სახაზინო ვალდებულებებითა და სახაზინო ობლიგაციებით ოპერაციების (ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა) განხორციელების პროცედურები, მათ შორის, მომსახურების ტარიფები, განაცხადების ფორმები და სტანდარტული ხელშეკრულებები.

4. ბანკის, პირველადი დილერის მხრიდან ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ბანკს, პირველად დილერს შეიძლება გარკვეული ვადით აეკრძალოს აუქციონებში მონაწილეობის მიღება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 6 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება  №177/04–№247 - ვებგვერდი, 07.10.2020წ.

 

მუხლი 11. აკრძალული ქმედებები და ბანკების, პირველადი დილერების ვალდებულებები

1. ბანკს, პირველად დილერს ეკრძალება ისეთი გარიგებები და ქმედებები, რომელთა შედეგადაც იგი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად აღმოჩნდება დომინირებულ მდგომარეობაში ფულად, საფინანსო ან საკრედიტო ბაზარზე, აგრეთვე ყოველგვარი მანიპულაცია, რომელიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს მას ან მესამე პირებს, შექმნის საბანკო საქმიანობის კონკურენციის შეზღუდვის, საპროცენტო განაკვეთებისა და საკომისიო გასამრჯელოს ფიქსაციის შესაძლებლობას ან საშიშროებას.

2. ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებში მონაწილეობისას და ამ მონაწილეობასთან დაკავშირებით, ბანკებს, პირველად დილერებს ეკრძალებათ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) ერთმანეთთან წინასწარ შეთანხმდნენ კონკრეტული აუქციონისთვის საკუთარი განაცხადების თაობაზე;

ბ) აუქციონის დამთავრებამდე ერთმანეთს აცნობონ ინფორმაცია საკუთარი განაცხადების შესახებ;

გ) კონკურენტი ბანკების, პირველადი დილერების ინსაიდერული ინფორმაციის ან მათგან მიღებული სხვა ინფორმაციის გამოყენებით განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომელიც აუქციონზე მათ ჩააყენებს დაუმსახურებელ უპირატეს მდგომარეობაში სხვა მონაწილეებთან და/ან მესამე პირებთან შედარებით;

დ) აუქციონზე გააკეთონ განაცხადები ერთმანეთის ნაცვლად და/ან ერთმანეთის სასარგებლოდ;

ე) თავიანთი კლიენტების განაცხადების ინფორმაცია გამოიყენონ აუქციონზე ბანკის, პირველადი დილერის საკუთარი განაცხადის გაკეთების პროცესში. ბანკმა, პირველადმა დილერმა შიდა პროცედურებით უნდა უზრუნველყოს თავისი კლიენტების განაცხადების დამუშავება ისე, რომ ეს ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული ბანკის, პირველადი დილერის მიერ აუქციონზე საკუთარი სახელით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვაზე გადაწყვეტილებების მიღებისას.

3. ბანკებს, პირველად დილერებს ეკრძალებათ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ჩაერთონ მეორად ბაზარზე ისეთ სავაჭრო გარიგებებში, რომლებიც მიმართულია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფასებისა და საპროცენტო განაკვეთების მანიპულირებისაკენ.

4. ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების აღმოჩენის ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, თავის შეხედულებისამებრ ბანკი, პირველადი დილერი გარკვეული დროით აღარ დაუშვას სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე.

ს აქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2 011 წლის 30 დეკემბრის  ერთობლივი ბრძანება № 116 /04 - №642 - ვებგვერდი, 03 .01.2012

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 6 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება  №177/04–№247 - ვებგვერდი, 07.10.2020წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე", №10/01, 01.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.014162 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1135100-11/