საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (11)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №55
2010 წლის 7 დეკემბერი
ქ. ბათუმი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სატყეო მეურნეობის მართვის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №32- ვებგვერდი, 04.01.2019წ.
1. 2011 წლის 1 იანვრიდან შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. დამტკიცდეს სააგენტოს თანდართული დებულება (დანართი №1).
3. დამტკიცდეს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულება (დანართი №2).
4. სააგენტოს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 168 საშტატო ერთეულით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 14.04.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 23 მაისის დადგენილება №13- ვებგვერდი, 25.05.2018წ.
5 . სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №32- ვებგვერდი, 04.01.2019წ.
6 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) სააგენტოს დაფინანსებისათვის საჭირო სახსრების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინება და 2011 წლის 1 იანვრიდან მისი შემდგომი დაფინანსება;
ბ) ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სააგენტოსათვის სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
8 . სააგენტო ჩაითვალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების უფლებამონაცვლედ.
9 . დადგენილება ამოქმედდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცლილებების შეტანის შესახებ კანონის ძალაში შესვლის დღიდან.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. აჭარის სატყეო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბლანკი და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
4. სააგენტოს აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომელთა ფორმებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №51.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №32- ვებგვერდი, 04.01.2019წ.
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები
1. სააგენტოს ძირითადი მიზნებია:
ა) ტყის დაცვა, მოვლა და აღდგენა;
ბ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება.
2. სააგენტოს ძირითადი ამოცანებია:
ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;
ბ) ტყის ფონდის მართვა;
გ) ტყითსარგებლობის რეგულირება;
დ) ტყის მოვლის და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ე) ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლი.
მუხლი 3. სააგენტოს უფლებამოსილებები
1. სააგენტოს საქმიანობის სფერო განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით და ამ დებულებით.
2. სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა.
3. სააგენტოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს:
ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და სამმართველოში წარდგენა;
ბ) ტყის ფონდის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზის შექმნა;
გ) ტყის ფონდის აღრიცხვა და დაგეგმვა;
დ) ტყის ფონდის დაყოფა სატყეო უბნად, სატყეოდ, კვარტალად, ლიტერად;
ე) ტყის ფონდის დაყოფა სამცველოებად;
ვ) ტყის მოვლა და აღდგენა და ამ მიზნით მოვლითი ჭრების განხორციელება;
ზ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
თ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში – მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისათვის. ენტომომავნებლებისა და ფიტოდაავადებებისაგან ტყის დაცვა;
ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ აქტის შედგენა, ტყის დაცვა უკანონო ჭრებისაგან;
კ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;
ლ) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;
მ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა;
ნ) სალიცენზიო ობიექტის მომზადება;
ო) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
პ) დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება;
ჟ) ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფა;
რ) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ გამოყოფილი ტყეკაფის შეთანხმება;
ს) მეთესლეობის საქმის ორგანიზაცია, სანერგეების მოწყობა, ტყის კულტურების გაშენება, სარგავი მასალის გამოყვანა და მათი რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ტყის ფონდის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობა, თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
უ) სატყეო დარგის შემდგომი განვითარებისათვის სამართლებრივი, ნორმატიულ-მეთოდური და ეკონომიკური ბაზის შექმნაში მონაწილეობა;
ფ) სატყეო დარგის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;
ქ) ტყის ფონდის მართვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 14.04.2014წ.
მუხლი 4 სააგენტოს ქონება
კანონმდებლობით და ამ დებულებით სააგენტოსთვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5. სააგენტოს დაფინანსება
სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) მიზნობრივი გრანტები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) სააგენტოს მიერ გამოყვანილი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;
ე) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების საფასური.
ვ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით მიღებული შემოსავალი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სააგენტომ სამმართველოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკი ს სამინისტროს თანხმობა.
3. სააგენტოს სამმართველოს თანხმობით უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადას ცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზან შეწონი ლობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამმართველო.
2. სამმართველო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართ ლ ზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 8. საბუღალტრო ანგარიშგება
1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამმართველოს.
2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამმართველოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9. სააგენტოს ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებულ საჯარო კონკურსის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
2. სააგენტოს უფროსი :
ა) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან , ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას ;
ბ) იყენებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის ;
გ) პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტ შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე ;
დ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ ;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს , სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციის დირექტორის წარდგინებით ტერიტორიული ადმინისტრაციის თანამშრომლებს (დებს შრომით ხელშეკრულებებს ), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს ;
ვ) სამმართველოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს , სააგენტოს ტერიტო რიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს ;
ზ) განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომლების დისციპლინური პასუხის მგებ ლობის და წახალისების ზომებს ;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრა ციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას ;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმია ნობის სფეროში შემავალ საკითხებზე ;
კ) კონტროლს უწევს სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობას ;
ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს და სამმართველოს უფროსს ყოველკვარტალურად, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს, ხოლო სამმართველოს უფროსს ყოველკვარტალურად წარუდგენს სააგენტოს ფინანსურ ანგარიშს;
მ) განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს ;
ნ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს , რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით .
3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამმართველოს უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
4. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №32- ვებგვერდი, 04.01.2019წ.
მუხლი 10. სააგენტოს აპარატის სტრუქტურა
1. სააგენტოს აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:
ა) ტყის მონიტორინგის სამსახური;
ბ) ტყის მართვის სამსახური;
გ) ეკონომიკური სამსახური;
დ) ადმინისტრაციული სამსახური;
ე) ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური.
2. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე და ანგარიშვალ დებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 14.04.2014წ.
მუხლი 11. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია და ხელმძღვანელობა
1. ტყის მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებაა:
ა) ტყის ფონდის მონიტორინგის ორგანიზება;
ბ) ტყის ფონდთან დაკავშირებული გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
გ) სააგენტოს უფროსის დავალებით ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ) ტყის ფონდში ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი და განზოგადოება;
ე) მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოება;
ვ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;
ზ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების კონტროლის ორგანიზება;
თ) ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.
2. ტყის მართვის სამსახური ძირითად ფუნქციებს ახორციელებს მასში შემავალი თანამშრომლების, ტყის აღრიცხვის განყოფილებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განყოფილების მეშვეობით.
3. ტყის მართვის სამსახურის უფლებამოსილებაა:
ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ან/და კორექტირების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად (სატაქსაციო უბნებად) დაყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
გ) ტყის ფონდის სამცველოებად დაყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) ტყის მართვის გეგმების შედგენის ორგანიზება;
ე) ტყითსარგებლობის დაგეგმვა;
ვ) მერქნული რესურსებით სარგებლობის ყოველწლიური მოცულობის განსაზღვრა;
ზ) სატყეო ადმინისტრაციის მიერ მონიშნული ტყეკაფების შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
თ) სალიცენზიო ობიექტისა და სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის მომზადება;
ი) ტყის ფონდის ტერიტორიის ტყითსარგებლობის წესით გაცემის მიზნით, დოკუმენტაციის მომზადება;
კ) ტყის რესურსით სარგებლობის ორგანიზება;
ლ) ტყის მოვლის ღონისძიებების შერჩევა;
მ) ტყის აღდგენა-გაშენების პროექტების შეთანხმება და დასამტკიცებლად მომზადება;
ნ) ტყის მოვლისა და აღდგენა-გაშენების განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა, სანერგეების მოწყობის, მეთესლეობის საქმის და ტყის კულტურების გაშენების ორგანიზაცია;
ო) სამმართველოსთან შეთანხმებით ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების მიზნით წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება;
პ) ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობის პროექტის მომზადება ან/და პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება, ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობა-მოწყობა, ასევე არსებული გზების შეკეთებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთების აღდგენისათვის საჭირო სამუშაოთა განხორციელება;
ჟ) დადგენილი წესით, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება;
რ) ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის ორგანიზება;
ს) ტყის ფონდთან დაკავშირებული გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება.
4. ეკონომიკური სამსახური ძირითად ფუნქციებს ახორციელებს მასში შემავალი თანამშრომლებისა და შესყიდვების განყოფილების მეშვეობით.
5. ეკონომიკური სამსახურის უფლებამოსილებებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა (საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანა) და განხორციელება;
ბ) სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა;
გ) სააგენტოსათვის საანგარიშგებო პერიოდში გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ცენტრალიზებული წესით განკარგვა;
დ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა და ინვენტარიზაციის ჩატარება;
ე) საკრედიტო და სახაზინო დაწესებულებებში ყველა სახის საკრედიტო და საფინანსო ოპერაციების წარმოება;
ვ) სააგენტოს კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა და მათი სამმართველოში წარდგენა დამტკიცებული ფორმებისა და ვადების შესაბამისად;
ზ) ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით კვარტალური განწერის მომზადება და სამმართველოსათვის წარდგენა;
თ) სააგანტოს ბიუჯეტის ფორმირებასა და დამტკიცებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება;
ი) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა, სააგენტოს მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;
კ) სააგენტოს მიერ წარმოებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების ფასების განსაზღვრა;
ლ) აუქციონის ჩატარება;
მ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სატენდერო პროცედურების წარმართვა, შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ნ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობაზე ანგარიშის წარდგენა და განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ინფორმაციის ანალიზი;
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
6. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილებაა:
ა) სატყეო დარგის შემდგომი განვითარებისათვის სამართლებრივი, ნორმატიულ-მეთოდური და ეკონომიკური ბაზის შექმნაში მონაწილეობა;
ბ) სააგენტოს საქმიანობის კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
გ) განცხადებებსა და საჩივრებზე რეაგირება;
დ) ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება;
ე) სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის) გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და სააგენტოს უფროსის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ვ) სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
ზ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, წარმომადგენლობა სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში;
თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სააგენტოს ურთიერთობის ხელშეწყობა;
ი) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად;
კ) სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხული მანქანა-მექანიზმების აღრიცხვა-მოვლის და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო საწვავ-საპოხი მასალებით უზრუნველყოფა, საწვავის ხარჯვის კონტროლი და აღრიცხვა. სააგენტოს მექანიზატორებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე პერიოდულად ტექნიკური უსაფრთხოების წესების გაცნობა;
ლ) სააგენტოს და ტერიტორიული ადმინისტრაციების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა.
61. (ამოღებულია - 23.05.2018, №13).
7. ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფლებამოსილებაა:
ა) ტყის ფონდში ფიტოსანიტარიული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული მონიტორინგის განხორციელება;
ბ) ტყის ფონდში მავნებელი დაავადებების გავრცელების არეალისა და ინტენსივობის დადგენა, GPS - კოორდინატებისა და ტყის ტაქსაციური მაჩვენებლების ჩვენებით;
გ) ტყის მცენარეულობის მავნებლების (მწერები, ტკიპები, ნემატოდები და სხვა) და დაავადებების გამომწვევი პათოგენების (სოკოები, ბაქტერიები, ვირუსები და სხვა) სახეობრივი შემადგენლობის დადგენა, მათი სიმპტომების აღწერა და ბიოლოგიის ძირითადი თავისებურებების შესწავლა საველე და ლაბორატორიულ პირობებში;
დ) ტყის მცენარეულობის განსაკუთრებით საშიში მავნებლების და დაავადებების კერების გამოვლენა, მათი მასობრივი გავრცელება-განვითარებისა და მოსალოდნელი ზიანის პროგნოზირება;
ე) ტყის მცენარეულობის განსაკუთრებით საშიში მავნებელი დაავადებების მასობრივი გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილება, ლოკალიზაცია და მათი კერების ლიკვიდაციის განხორციელება;
ვ) ტყის მცენარეულობის საშიში მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ეკოლოგიურად უსაფრთხო, მეცნიერულად დასაბუთებული პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
ზ) სამმართველოსთან შეთანხმებით ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, მავნებლებისა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების, წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
თ) ტყის დაცვის მიზნით განხორციელებულ შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;
ი) მავნებელი დაავადებებისაგან გამოწვეული გამხმარი კორომების გამოვლენა, რომელიც ხანძრის გაჩენის საფრთხეს წარმოადგენს;
კ) ხანძარსაშიში ტყის უბნების გამოვლენა;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 14.04.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 28.10.2015წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 2 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 23 მაისის დადგენილება №13- ვებგვერდი, 25.05.2018წ.
მუხლი 12. სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები
სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციებია:
ა) ქობულეთის სატყეო ადმინისტრაცია;
ბ) ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაცია;
გ) ქედის სატყეო ადმინისტრაცია;
დ) შუახევის სატყეო ადმინისტრაცია;
ე) ხულოს სატყეო ადმინისტრაცია.
მუხლი 13. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №2
აჭარის სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. აჭარის სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული ადმინისტრაცია.
2. ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე. ადმინისტრაციას აქვს ბლანკი და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება.
3. თავისი ამოცანების განხორციელებისას ადმინისტრაცია წარმოადგენს სააგენტოს.
4. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია სააგენტოს წინაშე.
5. ადმინისტრაციას აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომლების დიზაინსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საა გენტოს უფროსი.
6. ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №32- ვებგვერდი, 04.01.2019წ.
მუხლი 2. სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები
სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციებია:
ა) ქობულეთის სატყეო ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი – ქ. ქობულეთი, ლესელიძის ქ.№4);
ბ) ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი – დ. ხელვაჩაური, სოფ. ანგისა);
გ) ქედის სატყეო ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი – დ. ქედა, ვაჟა ფშაველას ქ. №1);
დ) შუახევის სატყეო ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი – დ. შუახევი, რუსთაველის ქ.№3);
ე) ხულოს სატყეო ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი – დ. ხულო, მემედ აბაშიძის ქ. №1).
მუხლი 3. სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიები:
1. ქობულეთის სატყეო ადმინისტრაცია:
ა) ჩაქვის სატყეო;
ბ) ქობულეთის სატყეო;
გ) აჭი-გოგიეთის სატყეო;
დ) თიკერის სატყეო.
2. ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაცია:
ა) თხილნარის სატყეო;
ბ) (ამოღებულია - 10.03.2015, №4);
გ) ერგე-ორთაბათუმის სატყეო;
დ) კირნათის სატყეო.
3. ქედის სატყეო ადმინისტრაცია:
ა) მერისის სატყეო;
ბ) მახუნცეთის სატყეო;
გ) ცხმორისის სატყეო.
4. შუახევის სატყეო ადმინისტრაცია:
ა) ჭვანის სატყეო;
ბ) შუახევის სატყეო;
გ) ოლადაურის სატყეო.
5. ხულოს სატყეო ადმინისტრაცია:
ა) ხიხაძირის სატყეო;
ბ) ხულო-ღორჯომის სატყეო;
გ) ზეგანის სატყეო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 03.08.2011წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 10 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
მუხლი 4. ადმინისტრაციების ფუნქციები
თავისი კომპეტენციის და განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ტყის ფონდის დაცვა;
ბ) ცხოველთა და მცენარეთა განადგურების, მიტაცებისა და დაზიანების აღკვეთა;
გ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლი;
გ) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
დ ) ტყის ფონდის სამცველოებად დაყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება და სააგენტოში წარდგენა ;
ე ) ტყის ფონდის ტერიტორიებზე , თავისი კომპეტენციის ფარგლებში , ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა , უკანონო ჭრების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა , ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ აქტის შედგენა და გადაცემა შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის ;
ე 1 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყეკაფების მონიშვნამდე ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტის შედგენა ;
ვ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა , ტყეკაფის აღრიცხვის უწყისის შედგენა და სააგენტოში წარდგენა შესათანხმებლად ;
ვ 1 ) ტყეკაფის აღრცხვის უწყისის სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ ტყეკაფის პასპორტის შედგენა და მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვა ;
ზ) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;
თ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;
ი) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა;
კ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება;
ლ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
მ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში – მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისთვის;
ნ) კვარტალში ერთხელ ან სააგენტოს უფროსის მოთხოვნით ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
ნ1) ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო-სამეურნეო გზების მშენებლობის, ასევე არსებული და დაზიანებული გზების შესახებ სააგენტოში ინფორმაციის წარმოდგენა;
ნ2) ახალი გაყვანილი გზების დასრულებული სამუშაოების საექსპლუატაციოდ მიღება.
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 2 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.
მუხლი 5. ადმინისტრაციის მართვა
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი , რომელსაც სამმართველოს უფროსის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი .
2. ადმინისტრაციის დირექტორი პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციის საქმიანობასა და სააგენტოს მიერ ადმინისტრაციისთვის გადაცემულ ქონებაზე, ასევე, ადმინისტრაციაზე მიმაგრებული ტექნიკის მოვლის, დაცვისა და შენახვის პირობების უზრუნველყოფაზე.
3. დირექტორი უფლებამოსილია :
ა ) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციაზე მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ;
ბ ) იმოქმედოს ადმინისტრაციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში (მათ შორის , სასამართლოში );
გ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები და კონტროლი გაუწიოს მათი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას ;
დ ) სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მომავალი წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არაუგვიანეს სამი თვისა ;
ე ) დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ;
ვ ) წარუდგინოს სააგენტოს უფროსს ადმინისტრაციაში დასანიშნ პირთა კანდიდატურები ;
ზ ) შუამდგომლობს სააგენტოს უფროსთან ადმინისტრაციის თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომების განსაზღვრის მიზნით ;
თ ) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა .
4. ადმინისტრაციის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მთავარი მეტყევე ), რომელსაც ადმინისტრაციის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი .
5. ადმინისტრაციის დირექტორის მიერ თავისი უფლებემოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, მისი ადგილზე არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტისას, ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე (მთავარი მეტყევე).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 03.08.2011წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 2 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.
მუხლი 6. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართ ველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართ ველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №55 2010 წლის 7 დეკემბერი ქ. ბათუმი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სატყეო მეურნეობის მართვის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუველზე,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სატყეო მეურნეობის მართვის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. 2011 წლის 1 იანვრიდან შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. დამტკიცდეს სააგენტოს თანდართული დებულება (დანართი №1).3. დამტკიცდეს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულება (დანართი №2).
4. სააგენტოს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 168 საშტატო ერთეულით.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 2 8 ივნისის დადგენილება №1 7 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 4 წლის 11 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 14.04.2014წ.
5 . სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ.
5 . სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ.
6 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) სააგენტოს დაფინანსებისათვის საჭირო სახსრების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინება და 2011 წლის 1 იანვრიდან მისი შემდგომი დაფინანსება;
ბ) ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სააგენტოსათვის სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
8 . სააგენტო ჩაითვალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების უფლებამონაცვლედ.
9 . დადგენილება ამოქმედდეს,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცლილებების შეტანის შესახებ კანონის ძალაში შესვლის დღიდან.
9 . დადგენილება ამოქმედდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცლილებების შეტანის შესახებ კანონის ძალაში შესვლის დღიდან.
1. აჭარის სატყეო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს (შემდეგომში – სამმართველო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
1. აჭარის სატყეო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბლანკი და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
4. სააგენტოს აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომელთა ფორმებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №51. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.ბ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება.
2. სააგენტოს ძირითადი ამოცანებია: ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა; ბ) ტყის ფონდის მართვა; გ) ტყითსარგებლობის რეგულირება; დ) ტყის მოვლის და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება; ე) ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლი. მუხლი 3. სააგენტოს უფლებამოსილებები1. სააგენტოს საქმიანობის სფერო განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით და ამ დებულებით.
2. სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა.
3. სააგენტოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს:ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და სამმართველოში წარდგენა;
ბ) ტყის ფონდის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზის შექმნა;
გ) ტყის ფონდის აღრიცხვა და დაგეგმვა; დ) ტყის ფონდის დაყოფა სატყეო უბნად, სატყეოდ, კვარტალად, ლიტერად; ე) ტყის ფონდის დაყოფა სამცველოებად; ვ) ტყის მოვლა და აღდგენა და ამ მიზნით მოვლითი ჭრების განხორციელება;ზ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
თ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში – მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისათვის. ენტომომავნებლებისა და ფიტოდაავადებებისაგან ტყის დაცვა;
ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ აქტის შედგენა, ტყის დაცვა უკანონო ჭრებისაგან; კ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა; ლ) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა; მ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა; ნ) სალიცენზიო ობიექტის მომზადება; ო) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; პ) დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება; ჟ) ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფა;რ) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ გამოყოფილი ტყეკაფის შეთანხმება;
ს) მეთესლეობის საქმის ორგანიზაცია, სანერგეების მოწყობა, ტყის კულტურების გაშენება, სარგავი მასალის გამოყვანა და მათი რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ტყის ფონდის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობა, თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
უ) სატყეო დარგის შემდგომი განვითარებისათვის სამართლებრივი, ნორმატიულ-მეთოდური და ეკონომიკური ბაზის შექმნაში მონაწილეობა;
ფ) სატყეო დარგის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;ქ) ტყის ფონდის მართვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 2 8 ივნისის დადგენილება №1 7 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 4 წლის 11 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 14.04.2014წ.
კანონმდებლობით და ამ დებულებით სააგენტოსთვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5. სააგენტოს დაფინანსება სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:ა) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) მიზნობრივი გრანტები;გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) სააგენტოს მიერ გამოყვანილი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;
ე) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების საფასური. ვ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით მიღებული შემოსავალი.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 2 8 ივნისის დადგენილება №1 7 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.
3. სააგენტოს სამმართველოს თანხმობით უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადას ცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზან შეწონი ლობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამმართველო.
2. სამმართველო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართ ლ ზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 8. საბუღალტრო ანგარიშგება 1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამმართველოს. 2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამმართველოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 9. სააგენტოს ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი , რომელსაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით , მთავრობის უფლებამოსილების ვადით , თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა , ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სამმართველოს უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით .
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებულ საჯარო კონკურსის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
2. სააგენტოს უფროსი :
ა) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან , ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას ;
ბ) იყენებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის ;
გ) პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტ შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე ;
დ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ ;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს , სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციის დირექტორის წარდგინებით ტერიტორიული ადმინისტრაციის თანამშრომლებს (დებს შრომით ხელშეკრულებებს ), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს ;
ვ) სამმართველოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს , სააგენტოს ტერიტო რიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს ;
ზ) განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს ;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას ;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმია ნობის სფეროში შემავალ საკითხებზე ;
კ) კონტროლს უწევს სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობას ;
კ) კონტროლს უწევს სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობას ;
ლ) კვარტალში ერთხელ წარუდგენს სამმართველოს უფროსს ფინანსურ ანგარიშს ;
ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს და სამმართველოს უფროსს ყოველკვარტალურად, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს, ხოლო სამმართველოს უფროსს ყოველკვარტალურად წარუდგენს სააგენტოს ფინანსურ ანგარიშს;
მ) განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს ;
ნ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს , რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით .
3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე , რომელთაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით , სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების ვადით , თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე . ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სამმართველოს უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით .
3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამმართველოს უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 2 8 ივნისის დადგენილება №1 7 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
2. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე და ანგარიშვალ დებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 4 წლის 11 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 14.04.2014წ.
დ) ტყის ფონდში ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი და განზოგადოება;
ე) მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოება;ვ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;
ზ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების კონტროლის ორგანიზება; თ) ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება. 2. ტყის მართვის სამსახური ძირითად ფუნქციებს ახორციელებს მასში შემავალი თანამშრომლების, ტყის აღრიცხვის განყოფილებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განყოფილების მეშვეობით. 3. ტყის მართვის სამსახურის უფლებამოსილებაა: ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ან/და კორექტირების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად (სატაქსაციო უბნებად) დაყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;გ) ტყის ფონდის სამცველოებად დაყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) ტყის მართვის გეგმების შედგენის ორგანიზება; ე) ტყითსარგებლობის დაგეგმვა;ვ) მერქნული რესურსებით სარგებლობის ყოველწლიური მოცულობის განსაზღვრა;
ზ) სატყეო ადმინისტრაციის მიერ მონიშნული ტყეკაფების შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება; თ) სალიცენზიო ობიექტისა და სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის მომზადება; ი) ტყის ფონდის ტერიტორიის ტყითსარგებლობის წესით გაცემის მიზნით, დოკუმენტაციის მომზადება; კ) ტყის რესურსით სარგებლობის ორგანიზება; ლ) ტყის მოვლის ღონისძიებების შერჩევა;მ) ტყის აღდგენა-გაშენების პროექტების შეთანხმება და დასამტკიცებლად მომზადება;
ნ) ტყის მოვლისა და აღდგენა-გაშენების განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა, სანერგეების მოწყობის, მეთესლეობის საქმის და ტყის კულტურების გაშენების ორგანიზაცია;ო) სამმართველოსთან შეთანხმებით ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების მიზნით წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება;
პ) ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობის პროექტის მომზადება ან/და პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება, ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობა-მოწყობა, ასევე არსებული გზების შეკეთებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთების აღდგენისათვის საჭირო სამუშაოთა განხორციელება;
ჟ) დადგენილი წესით, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება; რ) ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის ორგანიზება;ს) ტყის ფონდთან დაკავშირებული გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება.
4. ეკონომიკური სამსახური ძირითად ფუნქციებს ახორციელებს მასში შემავალი თანამშრომლებისა და შესყიდვების განყოფილების მეშვეობით.
5. ეკონომიკური სამსახურის უფლებამოსილებებია:ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა (საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანა) და განხორციელება;
ბ) სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა; გ) სააგენტოსათვის საანგარიშგებო პერიოდში გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ცენტრალიზებული წესით განკარგვა; დ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა და ინვენტარიზაციის ჩატარება; ე) საკრედიტო და სახაზინო დაწესებულებებში ყველა სახის საკრედიტო და საფინანსო ოპერაციების წარმოება; ვ) სააგენტოს კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა და მათი სამმართველოში წარდგენა დამტკიცებული ფორმებისა და ვადების შესაბამისად; ზ) ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით კვარტალური განწერის მომზადება და სამმართველოსათვის წარდგენა; თ) სააგანტოს ბიუჯეტის ფორმირებასა და დამტკიცებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება; ი) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა, სააგენტოს მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება; კ) სააგენტოს მიერ წარმოებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების ფასების განსაზღვრა; ლ) აუქციონის ჩატარება;მ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სატენდერო პროცედურების წარმართვა, შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ნ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობაზე ანგარიშის წარდგენა და განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ინფორმაციის ანალიზი;
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 6. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილებაა:ა) სატყეო დარგის შემდგომი განვითარებისათვის სამართლებრივი, ნორმატიულ-მეთოდური და ეკონომიკური ბაზის შექმნაში მონაწილეობა;
ბ) სააგენტოს საქმიანობის კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
გ) განცხადებებსა და საჩივრებზე რეაგირება;
დ) ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება;
ე) სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის) გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და სააგენტოს უფროსის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ვ) სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
ზ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, წარმომადგენლობა სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში;
თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სააგენტოს ურთიერთობის ხელშეწყობა;
ი) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად;
კ) სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხული მანქანა-მექანიზმების აღრიცხვა-მოვლის და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო საწვავ-საპოხი მასალებით უზრუნველყოფა, საწვავის ხარჯვის კონტროლი და აღრიცხვა. სააგენტოს მექანიზატორებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე პერიოდულად ტექნიკური უსაფრთხოების წესების გაცნობა;
ლ) სააგენტოს და ტერიტორიული ადმინისტრაციების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა.
61. (ამოღებულია - 23.05.2018, №13).
7. ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფლებამოსილებაა:ა) ტყის ფონდში ფიტოსანიტარიული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული მონიტორინგის განხორციელება;
ბ) ტყის ფონდში მავნებელი დაავადებების გავრცელების არეალისა და ინტენსივობის დადგენა, GPS - კოორდინატებისა და ტყის ტაქსაციური მაჩვენებლების ჩვენებით;
გ) ტყის მცენარეულობის მავნებლების (მწერები, ტკიპები, ნემატოდები და სხვა) და დაავადებების გამომწვევი პათოგენების (სოკოები, ბაქტერიები, ვირუსები და სხვა) სახეობრივი შემადგენლობის დადგენა, მათი სიმპტომების აღწერა და ბიოლოგიის ძირითადი თავისებურებების შესწავლა საველე და ლაბორატორიულ პირობებში;დ) ტყის მცენარეულობის განსაკუთრებით საშიში მავნებლების და დაავადებების კერების გამოვლენა, მათი მასობრივი გავრცელება-განვითარებისა და მოსალოდნელი ზიანის პროგნოზირება;
ე) ტყის მცენარეულობის განსაკუთრებით საშიში მავნებელი დაავადებების მასობრივი გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილება, ლოკალიზაცია და მათი კერების ლიკვიდაციის განხორციელება;
ვ) ტყის მცენარეულობის საშიში მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ეკოლოგიურად უსაფრთხო, მეცნიერულად დასაბუთებული პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა; ზ) სამმართველოსთან შეთანხმებით ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, მავნებლებისა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების, წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა; თ) ტყის დაცვის მიზნით განხორციელებულ შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;ი) მავნებელი დაავადებებისაგან გამოწვეული გამხმარი კორომების გამოვლენა, რომელიც ხანძრის გაჩენის საფრთხეს წარმოადგენს;
კ) ხანძარსაშიში ტყის უბნების გამოვლენა;ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 2 8 ივნისის დადგენილება №1 7 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 4 წლის 11 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 14.04.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება № 18 - ვებგვერდი, 28 . 10 . 2015წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 2 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი , 09.02.2016წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. აჭარის სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუ წყებო დაწესებულების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართ ველოს (შემდგომში – სამმართველო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამარ თლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული ადმინისტრაცია.
1. აჭარის სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული ადმინისტრაცია.
5. ადმინისტრაციას აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომლების დიზაინსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საა გენტოს უფროსი.
6. ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.მუხლი 3. სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიები:🔗
1. ქობულეთის სატყეო ადმინისტრაცია: ა) ჩაქვის სატყეო; ბ) ქობულეთის სატყეო; გ) აჭი-გოგიეთის სატყეო; დ) თიკერის სატყეო. 2. ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაცია: ა) თხილნარის სატყეო; ბ) (ამოღებულია - 10.03.2015, №4); გ) ერგე-ორთაბათუმის სატყეო; დ) კირნათის სატყეო. 3. ქედის სატყეო ადმინისტრაცია: ა) მერისის სატყეო; ბ) მახუნცეთის სატყეო; გ) ცხმორისის სატყეო. 4. შუახევის სატყეო ადმინისტრაცია: ა) ჭვანის სატყეო; ბ) შუახევის სატყეო; გ) ოლადაურის სატყეო. 5. ხულოს სატყეო ადმინისტრაცია: ა) ხიხაძირის სატყეო; ბ) ხულო-ღორჯომის სატყეო; გ) ზეგანის სატყეო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 03.08.2011წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 10 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 18.03.2015წ. მუხლი 4. ადმინისტრაციების ფუნქციები თავისი კომპეტენციის და განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში ადმინისტრაციის ფუნქციებია: ა) სახელმწიფო ტყის ფონდის დაცვა; ბ) ცხოველთა და მცენარეთა განადგურების, მიტაცებისა და დაზიანების აღკვეთა; გ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლი; გ) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;დ ) ტყის ფონდის სამცველოებად დაყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება და სააგენტოში წარდგენა ;
ე ) ტყის ფონდის ტერიტორიებზე , თავისი კომპეტენციის ფარგლებში , ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა , უკანონო ჭრების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა , ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ აქტის შედგენა და გადაცემა შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის ;
ე1 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყეკაფების მონიშვნამდე ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტის შედგენა ;
ვ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა , ტყეკაფის აღრიცხვის უწყისის შედგენა და სააგენტოში წარდგენა შესათანხმებლად ;
ვ1 ) ტყეკაფის აღრცხვის უწყისის სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ ტყეკაფის პასპორტის შედგენა და მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვა ;
ზ) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა; თ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა; ი) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა; კ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება; ლ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; მ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში – მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისთვის; ნ) კვარტალში ერთხელ ან სააგენტოს უფროსის მოთხოვნით ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;ნ1) ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო-სამეურნეო გზების მშენებლობის, ასევე არსებული და დაზიანებული გზების შესახებ სააგენტოში ინფორმაციის წარმოდგენა;
ნ2) ახალი გაყვანილი გზების დასრულებული სამუშაოების საექსპლუატაციოდ მიღება.
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 2 8 ივნისის დადგენილება №1 7 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 2 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი , 09.02.2016წ.
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი , რომელსაც სამმართველოს უფროსის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი .
2. ადმინისტრაციის დირექტორი პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციის საქმიანობასა და სააგენტოს მიერ ადმინისტრაციისთვის გადაცემულ ქონებაზე, ასევე, ადმინისტრაციაზე მიმაგრებული ტექნიკის მოვლის, დაცვისა და შენახვის პირობების უზრუნველყოფაზე.3. დირექტორი უფლებამოსილია :
ა ) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციაზე მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ;
ბ ) იმოქმედოს ადმინისტრაციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში (მათ შორის , სასამართლოში );
გ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები და კონტროლი გაუწიოს მათი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას ;
დ ) სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მომავალი წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არაუგვიანეს სამი თვისა ;
ე ) დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ;
ვ ) წარუდგინოს სააგენტოს უფროსს ადმინისტრაციაში დასანიშნ პირთა კანდიდატურები ;
ზ ) შუამდგომლობს სააგენტოს უფროსთან ადმინისტრაციის თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომების განსაზღვრის მიზნით ;
თ ) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა .
4. ადმინისტრაციის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მთავარი მეტყევე ), რომელსაც ადმინისტრაციის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი .
5. ადმინისტრაციის დირექტორის მიერ თავისი უფლებემოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, მისი ადგილზე არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტისას, ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე (მთავარი მეტყევე). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 03.08.2011წ.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 2 8 ივნისის დადგენილება №1 7 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 2 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი , 09.02.2016წ.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართ ველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაციაადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართ ველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №55
2010 წლის 7 დეკემბერი
ქ. ბათუმი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სატყეო მეურნეობის მართვის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №32- ვებგვერდი, 04.01.2019წ.
1. 2011 წლის 1 იანვრიდან შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. დამტკიცდეს სააგენტოს თანდართული დებულება (დანართი №1).
3. დამტკიცდეს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულება (დანართი №2).
4. სააგენტოს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 170 (ას სამოცდაათი) საშტატო ერთეულით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 14.04.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 23 მაისის დადგენილება №13- ვებგვერდი, 25.05.2018წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №17- ვებგვერდი, 07.12.2023წ.
5 . სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №32- ვებგვერდი, 04.01.2019წ.
6 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) სააგენტოს დაფინანსებისათვის საჭირო სახსრების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინება და 2011 წლის 1 იანვრიდან მისი შემდგომი დაფინანსება;
ბ) ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სააგენტოსათვის სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
8 . სააგენტო ჩაითვალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების უფლებამონაცვლედ.
9 . დადგენილება ამოქმედდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცლილებების შეტანის შესახებ კანონის ძალაში შესვლის დღიდან.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. აჭარის სატყეო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბლანკი და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
4. სააგენტოს აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომელთა ფორმებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №51.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №32- ვებგვერდი, 04.01.2019წ.
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები🔗
1. სააგენტოს ძირითადი მიზნებია:
ა) ტყის დაცვა, მოვლა და აღდგენა;
ბ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება.
2. სააგენტოს ძირითადი ამოცანებია:
ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;
ბ) ტყის ფონდის მართვა;
გ) ტყითსარგებლობის რეგულირება;
დ) ტყის მოვლის და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ე) ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლი.
მუხლი 3. სააგენტოს უფლებამოსილებები🔗
1. სააგენტოს საქმიანობის სფერო განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით და ამ დებულებით.
2. სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა.
3. სააგენტოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს:
ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და სამმართველოში წარდგენა;
ბ) ტყის ფონდის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზის შექმნა;
გ) ტყის ფონდის აღრიცხვა და დაგეგმვა;
დ) ტყის ფონდის დაყოფა სატყეო უბნად, სატყეოდ, კვარტალად, ლიტერად;
ე) ტყის ფონდის დაყოფა სამცველოებად;
ვ) ტყის მოვლა და აღდგენა და ამ მიზნით მოვლითი ჭრების განხორციელება;
ზ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
თ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში – მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისათვის. ენტომომავნებლებისა და ფიტოდაავადებებისაგან ტყის დაცვა;
ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ აქტის შედგენა, ტყის დაცვა უკანონო ჭრებისაგან;
კ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;
ლ) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;
მ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა;
ნ) სალიცენზიო ობიექტის მომზადება;
ო) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
პ) დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება;
ჟ) ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფა;
რ) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ გამოყოფილი ტყეკაფის შეთანხმება;
ს) მეთესლეობის საქმის ორგანიზაცია, სანერგეების მოწყობა, ტყის კულტურების გაშენება, სარგავი მასალის გამოყვანა და მათი რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ტყის ფონდის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობა, თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
უ) სატყეო დარგის შემდგომი განვითარებისათვის სამართლებრივი, ნორმატიულ-მეთოდური და ეკონომიკური ბაზის შექმნაში მონაწილეობა;
ფ) სატყეო დარგის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;
ქ) ტყის ფონდის მართვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 14.04.2014წ.
მუხლი 4 სააგენტოს ქონება🔗
კანონმდებლობით და ამ დებულებით სააგენტოსთვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5. სააგენტოს დაფინანსება🔗
სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) მიზნობრივი გრანტები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) სააგენტოს მიერ გამოყვანილი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;
ე) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების საფასური.
ვ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით მიღებული შემოსავალი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას🔗
1. სააგენტომ სამმართველოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.
3. სააგენტოს სამმართველოს თანხმობით უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადას ცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი🔗
1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზან შეწონი ლობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამმართველო.
2. სამმართველო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართ ლ ზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 8. საბუღალტრო ანგარიშგება🔗
1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამმართველოს.
2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამმართველოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9. სააგენტოს ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები🔗
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებულ საჯარო კონკურსის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
2. სააგენტოს უფროსი :
ა) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან , ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას ;
ბ) იყენებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის ;
გ) პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტ შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე ;
დ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ ;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს , სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციის დირექტორის წარდგინებით ტერიტორიული ადმინისტრაციის თანამშრომლებს (დებს შრომით ხელშეკრულებებს ), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს ;
ვ) სამმართველოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს , სააგენტოს ტერიტო რიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს ;
ზ) განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს ;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას ;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმია ნობის სფეროში შემავალ საკითხებზე ;
კ) კონტროლს უწევს სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობას ;
ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს და სამმართველოს უფროსს ყოველკვარტალურად, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს, ხოლო სამმართველოს უფროსს ყოველკვარტალურად წარუდგენს სააგენტოს ფინანსურ ანგარიშს;
მ) განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს ;
ნ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს , რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით .
3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამმართველოს უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
4. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №32- ვებგვერდი, 04.01.2019წ.
მუხლი 10. სააგენტოს აპარატის სტრუქტურა🔗
1. სააგენტოს აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:
ა) ტყის მონიტორინგის სამსახური;
ბ) ტყის მართვის სამსახური;
გ) ეკონომიკური სამსახური;
დ) ადმინისტრაციული სამსახური;
ე) ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური.
2. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე და ანგარიშვალ დებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 14.04.2014წ.
მუხლი 11. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია და ხელმძღვანელობა🔗
1. ტყის მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებაა:
ა) ტყის ფონდის მონიტორინგის ორგანიზება;
ბ) ტყის ფონდთან დაკავშირებული გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
გ) სააგენტოს უფროსის დავალებით ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ) ტყის ფონდში ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი და განზოგადოება;
ე) მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოება;
ვ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;
ზ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების კონტროლის ორგანიზება;
თ) ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.
2. ტყის მართვის სამსახური ძირითად ფუნქციებს ახორციელებს მასში შემავალი თანამშრომლების, ტყის აღრიცხვის განყოფილებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განყოფილების მეშვეობით.
3. ტყის მართვის სამსახურის უფლებამოსილებაა:
ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ან/და კორექტირების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად (სატაქსაციო უბნებად) დაყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
გ) ტყის ფონდის სამცველოებად დაყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) ტყის მართვის გეგმების შედგენის ორგანიზება;
ე) ტყითსარგებლობის დაგეგმვა;
ვ) მერქნული რესურსებით სარგებლობის ყოველწლიური მოცულობის განსაზღვრა;
ზ) სატყეო ადმინისტრაციის მიერ მონიშნული ტყეკაფების შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
თ) სალიცენზიო ობიექტისა და სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის მომზადება;
ი) ტყის ფონდის ტერიტორიის ტყითსარგებლობის წესით გაცემის მიზნით, დოკუმენტაციის მომზადება;
კ) ტყის რესურსით სარგებლობის ორგანიზება;
ლ) ტყის მოვლის ღონისძიებების შერჩევა;
მ) ტყის აღდგენა-გაშენების პროექტების შეთანხმება და დასამტკიცებლად მომზადება;
ნ) ტყის მოვლისა და აღდგენა-გაშენების განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა, სანერგეების მოწყობის, მეთესლეობის საქმის და ტყის კულტურების გაშენების ორგანიზაცია;
ო) სამმართველოსთან შეთანხმებით ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების მიზნით წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება;
პ) ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობის პროექტის მომზადება ან/და პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება, ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობა-მოწყობა, ასევე არსებული გზების შეკეთებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთების აღდგენისათვის საჭირო სამუშაოთა განხორციელება;
ჟ) დადგენილი წესით, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება;
რ) ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის ორგანიზება;
ს) ტყის ფონდთან დაკავშირებული გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება.
4. ეკონომიკური სამსახური ძირითად ფუნქციებს ახორციელებს მასში შემავალი თანამშრომლებისა და შესყიდვების განყოფილების მეშვეობით.
4. (ამოღებულია - 04.12.2023, №17).
5. ეკონომიკური სამსახურის უფლებამოსილებებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა (საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანა) და განხორციელება;
ა) (ამოღებულია - 04.12.2023, №17);
ბ) სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა;
გ) სააგენტოსათვის საანგარიშგებო პერიოდში გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ცენტრალიზებული წესით განკარგვა;
დ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა და ინვენტარიზაციის ჩატარება;
ე) საკრედიტო და სახაზინო დაწესებულებებში ყველა სახის საკრედიტო და საფინანსო ოპერაციების წარმოება;
ვ) სააგენტოს კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა და მათი სამმართველოში წარდგენა დამტკიცებული ფორმებისა და ვადების შესაბამისად;
ზ) ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით კვარტალური განწერის მომზადება და სამმართველოსათვის წარდგენა;
თ) სააგანტოს ბიუჯეტის ფორმირებასა და დამტკიცებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება;
ი) (ამოღებულია - 04.12.2023, №17);
კ) სააგენტოს მიერ წარმოებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების ფასების განსაზღვრა;
ლ) (ამოღებულია - 04.12.2023, №17);
მ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სატენდერო პროცედურების წარმართვა, შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
მ) (ამოღებულია - 04.12.2023, №17);
ნ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობაზე ანგარიშის წარდგენა და განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ინფორმაციის ანალიზი;
ნ) (ამოღებულია - 04.12.2023, №17);
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
51. ადმინისტრაციული სამსახური ძირითად ფუნქციებს ახორციელებს მასში შემავალი სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრირების განყოფილებისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მეშვეობით.
6. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილებაა:
ა) სატყეო დარგის შემდგომი განვითარებისათვის სამართლებრივი, ნორმატიულ-მეთოდური და ეკონომიკური ბაზის შექმნაში მონაწილეობა;
ბ) სააგენტოს საქმიანობის კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
გ) განცხადებებსა და საჩივრებზე რეაგირება;
დ) ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება;
ე) სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის) გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და სააგენტოს უფროსის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ვ) სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
ზ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, წარმომადგენლობა სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში;
ზ1) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა (საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანა) და განხორციელება;
ზ2) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა, სააგენტოს მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;
ზ3) აუქციონის ჩატარება;
ზ4) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სატენდერო პროცედურების წარმართვა, შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ზ5) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობაზე ანგარიშის წარდგენა და განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ინფორმაციის ანალიზი;
თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სააგენტოს ურთიერთობის ხელშეწყობა;
ი) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად;
კ) სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხული მანქანა-მექანიზმების აღრიცხვა-მოვლის და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო საწვავ-საპოხი მასალებით უზრუნველყოფა, საწვავის ხარჯვის კონტროლი და აღრიცხვა. სააგენტოს მექანიზატორებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე პერიოდულად ტექნიკური უსაფრთხოების წესების გაცნობა;
ლ) სააგენტოს და ტერიტორიული ადმინისტრაციების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა.
61. (ამოღებულია - 23.05.2018, №13).
7. ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფლებამოსილებაა:
ა) ტყის ფონდში ფიტოსანიტარიული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული მონიტორინგის განხორციელება;
ბ) ტყის ფონდში მავნებელი დაავადებების გავრცელების არეალისა და ინტენსივობის დადგენა, GPS - კოორდინატებისა და ტყის ტაქსაციური მაჩვენებლების ჩვენებით;
გ) ტყის მცენარეულობის მავნებლების (მწერები, ტკიპები, ნემატოდები და სხვა) და დაავადებების გამომწვევი პათოგენების (სოკოები, ბაქტერიები, ვირუსები და სხვა) სახეობრივი შემადგენლობის დადგენა, მათი სიმპტომების აღწერა და ბიოლოგიის ძირითადი თავისებურებების შესწავლა საველე და ლაბორატორიულ პირობებში;
დ) ტყის მცენარეულობის განსაკუთრებით საშიში მავნებლების და დაავადებების კერების გამოვლენა, მათი მასობრივი გავრცელება-განვითარებისა და მოსალოდნელი ზიანის პროგნოზირება;
ე) ტყის მცენარეულობის განსაკუთრებით საშიში მავნებელი დაავადებების მასობრივი გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილება, ლოკალიზაცია და მათი კერების ლიკვიდაციის განხორციელება;
ვ) ტყის მცენარეულობის საშიში მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ეკოლოგიურად უსაფრთხო, მეცნიერულად დასაბუთებული პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
ზ) სამმართველოსთან შეთანხმებით ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, მავნებლებისა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების, წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
თ) ტყის დაცვის მიზნით განხორციელებულ შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;
ი) მავნებელი დაავადებებისაგან გამოწვეული გამხმარი კორომების გამოვლენა, რომელიც ხანძრის გაჩენის საფრთხეს წარმოადგენს;
კ) ხანძარსაშიში ტყის უბნების გამოვლენა;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 14.04.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 28.10.2015წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 2 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 23 მაისის დადგენილება №13- ვებგვერდი, 25.05.2018წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №17- ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 12. სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები🔗
სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციებია:
ა) ქობულეთის სატყეო ადმინისტრაცია;
ბ) ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაცია;
გ) ქედის სატყეო ადმინისტრაცია;
დ) შუახევის სატყეო ადმინისტრაცია;
ე) ხულოს სატყეო ადმინისტრაცია.
მუხლი 13. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა🔗
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №2
აჭარის სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. აჭარის სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული ადმინისტრაცია.
2. ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე. ადმინისტრაციას აქვს ბლანკი და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება.
3. თავისი ამოცანების განხორციელებისას ადმინისტრაცია წარმოადგენს სააგენტოს.
4. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია სააგენტოს წინაშე.
5. ადმინისტრაციას აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომლების დიზაინსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საა გენტოს უფროსი.
6. ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №32- ვებგვერდი, 04.01.2019წ.
მუხლი 2. სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები🔗
სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციებია:
ა) ქობულეთის სატყეო ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი – ქ. ქობულეთი, ლესელიძის ქ.№4);
ბ) ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი – დ. ხელვაჩაური, სოფ. ანგისა);
გ) ქედის სატყეო ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი – დ. ქედა, ვაჟა ფშაველას ქ. №1);
დ) შუახევის სატყეო ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი – დ. შუახევი, რუსთაველის ქ.№3);
ე) ხულოს სატყეო ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი – დ. ხულო, მემედ აბაშიძის ქ. №1).
მუხლი 3. სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიები:🔗
1. ქობულეთის სატყეო ადმინისტრაცია:
ა) ჩაქვის სატყეო;
ბ) ქობულეთის სატყეო;
გ) აჭი-გოგიეთის სატყეო;
დ) თიკერის სატყეო.
2. ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაცია:
ა) თხილნარის სატყეო;
ბ) (ამოღებულია - 10.03.2015, №4);
გ) ერგე-ორთაბათუმის სატყეო;
დ) კირნათის სატყეო.
3. ქედის სატყეო ადმინისტრაცია:
ა) მერისის სატყეო;
ბ) მახუნცეთის სატყეო;
გ) ცხმორისის სატყეო.
4. შუახევის სატყეო ადმინისტრაცია:
ა) ჭვანის სატყეო;
ბ) შუახევის სატყეო;
გ) ოლადაურის სატყეო.
5. ხულოს სატყეო ადმინისტრაცია:
ა) ხიხაძირის სატყეო;
ბ) ხულო-ღორჯომის სატყეო;
გ) ზეგანის სატყეო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 03.08.2011წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 10 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
მუხლი 4. ადმინისტრაციების ფუნქციები🔗
თავისი კომპეტენციის და განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ტყის ფონდის დაცვა;
ბ) ცხოველთა და მცენარეთა განადგურების, მიტაცებისა და დაზიანების აღკვეთა;
გ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლი;
გ) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
დ ) ტყის ფონდის სამცველოებად დაყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება და სააგენტოში წარდგენა ;
ე ) ტყის ფონდის ტერიტორიებზე , თავისი კომპეტენციის ფარგლებში , ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა , უკანონო ჭრების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა , ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ აქტის შედგენა და გადაცემა შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის ;
ე1 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყეკაფების მონიშვნამდე ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტის შედგენა ;
ვ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა , ტყეკაფის აღრიცხვის უწყისის შედგენა და სააგენტოში წარდგენა შესათანხმებლად ;
ვ1 ) ტყეკაფის აღრცხვის უწყისის სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ ტყეკაფის პასპორტის შედგენა და მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვა ;
ზ) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;
თ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;
ი) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა;
კ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება;
ლ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
მ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში – მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისთვის;
ნ) კვარტალში ერთხელ ან სააგენტოს უფროსის მოთხოვნით ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
ნ1) ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო-სამეურნეო გზების მშენებლობის, ასევე არსებული და დაზიანებული გზების შესახებ სააგენტოში ინფორმაციის წარმოდგენა;
ნ2) ახალი გაყვანილი გზების დასრულებული სამუშაოების საექსპლუატაციოდ მიღება.
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 2 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.
მუხლი 5. ადმინისტრაციის მართვა🔗
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი , რომელსაც სამმართველოს უფროსის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი .
2. ადმინისტრაციის დირექტორი პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციის საქმიანობასა და სააგენტოს მიერ ადმინისტრაციისთვის გადაცემულ ქონებაზე, ასევე, ადმინისტრაციაზე მიმაგრებული ტექნიკის მოვლის, დაცვისა და შენახვის პირობების უზრუნველყოფაზე.
3. დირექტორი უფლებამოსილია :
ა ) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციაზე მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ;
ბ ) იმოქმედოს ადმინისტრაციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში (მათ შორის , სასამართლოში );
გ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები და კონტროლი გაუწიოს მათი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას ;
დ ) სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მომავალი წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არაუგვიანეს სამი თვისა ;
ე ) დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ;
ვ ) წარუდგინოს სააგენტოს უფროსს ადმინისტრაციაში დასანიშნ პირთა კანდიდატურები ;
ზ ) შუამდგომლობს სააგენტოს უფროსთან ადმინისტრაციის თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომების განსაზღვრის მიზნით ;
თ ) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა .
4. ადმინისტრაციის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მთავარი მეტყევე ), რომელსაც ადმინისტრაციის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი .
5. ადმინისტრაციის დირექტორის მიერ თავისი უფლებემოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, მისი ადგილზე არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტისას, ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე (მთავარი მეტყევე).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 03.08.2011წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 04.07.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 2 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.
მუხლი 6. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა🔗
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართ ველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართ ველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“, №55, 07.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1135454-9/