„სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №43
2005 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესასრულებლად:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულების სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფები, დანართის თანახმად.
2. 2006 წლის 1 იანვრამდე კრიმინალისტიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ტარიფები შემცირდეს 50 პროცენტით.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება №181-სსმ III, №120, 19.10.2005წ; მუხ.1335
სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულების სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფები
| № | სასამართლო-საექსპერტო მომსახურების დასახელება | ზომის ერთეული | ტარიფები ლარობით (დღგ-ის გარეშე) |
| I. | კრიმინალისტიკური ექსპერტიზა |
|
|
| 1.1. | დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზა |
|
|
| 1.1.1. | ჩანაწერებში არსებული ცვლილებების დადგენა | 1 სიტყვა (ციფრი) | 20 |
| 1.1.2. | საბუთების ქიმიური დამუშავება და მისი ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 35 |
| 1.1.3. | ტექნიკური საშუალებებით გაყალბებული ხელმოწერის ექსპერტიზა | 1 ხელმოწერა | 40 |
| 1.1.4. | სურათების გადაწებების ფაქტის დადგენის ექსპერტიზა | 1 ფოტოსურათი | 30 |
| 1.1.5. | საბუთების, ბლანკების ექსპერტიზა | 1-დან 100 ცალამდე საბუთი (ბლანკი)
| 20
|
|
| 100-დან 1000 ცალამდე – | 10 | |
|
| 1000-დან 10000 ცალამდე – | 2 | |
|
| 10000-დან 100000 ცალამდე – | 0.5 | |
|
| 100000-დან 1000000 ცალამდე – | 0.01 | |
|
| 1000000-დან ზევით – | 0.006 | |
|
|
|
| |
| 1.1.6. | ბეჭდისა და შტამპის ანაბეჭდების ექსპერტიზა | 1 ბეჭედი (შტამპი) | 30 |
| 1.1.7. | ნაბეჭდი ტექსტის ექსპერტიზა | 1 გვერდი | 15 |
| 1.1.8. | პრინტერზე ამობეჭდილი ტექსტის ექსპერტიზა და იდენტიფიკაცია | 1 გვერდი | 100 |
| 1.1.9. | ელექტროფოტოგრაფიის წესით დამზადებული საბუთების ექსპერტიზა | 1 საბუთი | 25 |
| 1.1.10. | დახეული საბუთების ექსპერტიზა | 1 საბუთი | 40 |
| 1.1.11. | დამწვარი საბუთების ექსპერტიზა | 1 საბუთი | 50 |
| 1.1.12. | ფულადი ნიშნების ექსპერტიზა | 1 ნიშანი | 20 |
| 1.1.13. | პოლიგრაფიული წესის დაცვით დამზადებული საბუთების კვლევა | 1 ფურცელი | 30 |
| 1.1.14. | ჟურნალის გამოკვლევა მასში შეცვლილი ფურცლების დადგენის მიზნით | 1 ფურცელი | 30 |
| 1.1.15. | ქაღალდის შემადგენლობის დადგენა | 1 ფურცელი | 100 |
| 1.1.16. | საბუთის, ხელნაწერი ტექსტის იდენტიფიკაცია მის საწერ საშუალებასთან | 1 საბუთი, ხელნაწერი ტექსტის 1 გვერდი | 40 |
| 1.1.17. | საწერი საშუალებების, საღებავი ნივთიერებების დადგენა და იდენტიფიკაცია | 1 ობიექტი | 35 |
| 1.1.18. | საბუთების შედგენის ვადის დადგენა | 1 საბუთი | 35 |
| 1.1.19. | გადაშლილი ტექსტის დადგენა | 1 სიტყვა | 40 |
| 1.1.20. | სხვა სახის ტექნიკურ-კრიმინალისტიკური ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 30 |
| 1.2. | ხელნაწერისა და ხელმოწერის ექსპერტიზა |
|
|
| 1.2.1. | ხელნაწერი ტექსტების ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 25 |
| 1.2.2. | ხელმოწერების ექსპერტიზა | 1 ხელმოწერა | 30 |
| 1.2.3. | ციფრობრივი ჩანაწერების ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 35 |
| 1.2.4. | უჩვეულო პირობებში შესრულებული ხელმოწერების ექსპერტიზა | 1 ხელმოწერა | 100 |
| 1.3. | ბალისტიკური ექსპერტიზა |
|
|
| 1.3.1. | ობიექტზე არსებულ ცეცხლსასროლ დაზიანებათა განსაზღვრა | 1 ობიექტი | 30 |
| 1.3.2. | სხვადასხვა ობიექტზე არსებულ ცეცხლსასროლ დაზიანებათა შესაბამისობის განსაზღვრა | 1 ობიექტი | 20 |
| 1.3.3. | ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის მიმართულებისა და მანძილის განსაზღვრა | 1 გასროლის | 30 |
| 1.3.4. | დაზიანების მიხედვით ცეცხლსასროლი იარაღის კალიბრის განსაზღვრა | 1 ობიექტი | 20 |
| 1.3.5. | გასროლის რიგითობის განსაზღვრა | 1 გასროლა | 30 |
| 1.3.6. | ცეცხლსასროლი იარაღის ტექნიკური გამართულობის დადგენა | 1 იარაღი | 20 |
| 1.3.7. | ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ვარგისიანობის დადგენა | 1 იარაღი | 20 |
| 1.3.8. | ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების წესის განსაზღვრა | 1 იარაღი | 20 |
| 1.3.9. | ცეცხლსასროლი იარაღის ბოლო გაწმენდის შემდეგ გასროლის საკითხის დადგენა | 1 იარაღი | 20 |
| 1.3.10. | ცეცხლსასროლი იარაღის კალიბრის დადგენა | 1 იარაღი | 10 |
| 1.3.11. | ცეცხლსასროლი იარაღის მოდელის, ტიპის, დამზადებისა და გამოშვების თარიღის დადგენა | 1 იარაღი | 20 |
| 1.3.12. | ცეცხლსასროლი იარაღის სასხლეტის გამოწევის გარეშე გასროლის საკითხის განსაზღვრა | 1 იარაღი | 20 |
| 1.3.13. | ვაზნის სახეობის განსაზღვრა | 1 ვაზნა | 20 |
| 1.3.14. | ვაზნის დამზადების წესის განსაზღვრა | 1 ვაზნა | 20 |
| 1.3.15. | ვაზნის ვარგისიანობის საკითხის დადგენა | 1 ვაზნა | 15 |
| 1.3.16. | მასრის სახეობის დადგენა | 1 მასრა | 15 |
| 1.3.17. | მასრის გასროლის საკითხის დადგენა | 1 მასრა | 20 |
| 1.3.18. | მასრით იარაღის იდენტიფიკაცია | 1 მასრა | 20 |
| 1.3.19. | იარაღის (ვაზნის) მტყუნების კვალის გამოკვლევა | 1 იარაღი (ვაზნა) | 20 |
| 1.3.20. | ტყვიის ტიპისა და სახეობის დადგენა | 1 ტყვია | 20 |
| 1.3.21. | ტყვიით იარაღის იდენტიფიკაცია | 1 ტყვია | 40 |
| 1.3.22. | ტყვიის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა – რიკოშეტი | 1 ტყვია | 20 |
| 1.3.23. | მასრისა და ტყვიის იდენტიფიკაციისათვის ვარგისიანობის განსაზღვრა | 1 მასრა (ტყვია) | 15 |
| 1.3.24. | მასრისა და ტყვიის მთლიანობის დადგენა | 1 მასრა (ტყვია) | 15 |
| 1.3.25. | მასრისა და ტყვიის დამზადების წესის განსაზღვრა | 1 მასრა (ტყვია) | 15 |
| 1.3.26. | სანადირო იარაღის ვაზნის დამზადების მეთოდის განსაზღვრა | 1 ვაზნა | 15 |
| 1.3.27. | საფანტისა და ფინდიხის დამზადების წესის და ნომრის განსაზღვრა | 1 ექსპერტიზა | 70 |
| 1.3.28. | სხეულზე თვითდაზიანების მიყენების შესაძლებლობის საკითხის განსაზღვრა | 1 ობიექტი | 30 |
| 1.3.29. | ხელყუმბარის სახეობის დადგენა | 1 ხელყუმბარა | 15 |
| 1.3.30. | ხელყუმბარის ვარგისიანობის განსაზღვრა | 1 ხელყუმბარა | 40 |
| 1.3.31. | ხელყუმბარის აფეთქების შედეგად გამოწვეულ დაზიანებათა განსაზღვრა | 1 ობიექტი | 30 |
| 1.3.32. | სხვა სახის ბალისტიკური ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 30 |
| 1.4. | ტრასოლოგიური ექსპერტიზა |
|
|
| 1.4.1. | ტანსაცმელზე მექანიკურ დაზიანებათა კვალის დადგენა | 1 ობიექტი | 10 |
| 1.4.2. | კვალის წარმოშობის მექანიზმის განსაზღვრა | 1 ობიექტი | 15 |
| 1.4.3. | კვალის წარმომშობი ობიექტის განსაზღვრა | 1 ობიექტი | 20 |
| 1.4.4. | სხეულსა და ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებათა შესაბამისობის განსაზღვრა | 1 ობიექტი | 20 |
| 1.4.5. | ნაწილებისაგან მთელის დადგენის ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 40 |
| 1.4.6. | ტეხის მექანიზმის დადგენა | 1 ობიექტი | 25 |
| 1.4.7. | ტეხის იარაღთა განსაზღვრა და იდენტიფიკაცია | 1 ობიექტი | 20 |
| 1.4.8. | გასაღებებისა და საკეტი მექანიზმების კვლევა და საიდენტიფიკაციო ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 40 |
| 1.4.9. | გადაკეთებული ან წაშლილი ნომრის დადგენა | 1 ობიექტი | 30 |
| 1.4.10. | პლომბებისა და ლუქების გამოკვლევა | 1 პლომბი (ლუქი) | 30 |
| 1.4.11. | ობიექტის დამუშავება ხელის კვალის ამოცნობის მიზნით | 1 ობიექტი | 30 |
| 1.4.12. | კვალის ვარგისიანობის დადგენა | 1 კვალი | 15 |
| 1.4.13. | კვალის საიდენტიფიკაციო გამოკვლევა | 1 კვალი | 20 |
| 1.4.14. | მოცულობითი კვალის გამოკვლევა | 1 კვალი | 20 |
| 1.4.15. | მოცულობითი კვალის იდენტიფიკაცია | 1 კვალი | 30 |
| 1.4.16. | ტანსაცმელზე სატრანსპორტო საშუალებათა კვალის ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 20 |
| 1.4.17. | ტანსაცმელზე სატრანსპორტო საშუალებათა კვალის საიდენტიფიკაციო გამოკვლევა | 1 ობიექტი | 30 |
| 1.4.18. | ადამიანის კბილის კვალის დადგენა | 1 ობიექტი | 20 |
| 1.4.19. | ცხოველის ფეხის კვალის ექსპერტიზა (დადგენა) | 1 ობიექტი | 20 |
| 1.4.20. | მჩეხავ-მჭრელი, მჩხვლეტავ-მჭრელი იარაღის კვალთა ექსპერტიზა | 1 იარაღი | 20 |
| 1.4.21. | მჩეხავ-მჭრელი, მჩხვლეტავ-მჭრელი იარაღის იდენტიფიკაცია | 1 იარაღი | 30 |
| 1.4.22. | მოხუფვის ხერხის დადგენა | 1 ობიექტი | 20 |
| 1.4.23. | პორტრეტული ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 45 |
| 1.4.24. | კვანძის სახეობის დადგენა | 1 ობიექტი | 30 |
| 1.4.25. | სხვა ყველა სახის ტრასოლოგიური ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 20 |
| 1.4.26. | პიროვნების დაქტილოსკოპირება | 1 პირი | 10 |
| 1.4.27. | გვამის დაქტილოსკოპირება | 1 გვამი | 50 |
| 1.5. | ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზა |
|
|
| 1.5.1. | საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმის დადგენა შემთხვევის მონაწილე ავტომანქანების გამოკვლევით | 1 ავტომანქანა | 80 |
| 1.5.2. | სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზა (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ავტომანქანების გამოკვლევით) | 1 ავტომანქანა | 80 |
| 1.5.3. | მძღოლის მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების შესაძლებლობის განსაზღვრა | 1 შემთხვევა | 60 |
| 1.5.4. | სატრანსპორტო საშუალების დაზიანებული საბურავის გამოკვლევა | 1 საბურავი | 50 |
| 1.5.5. | ავტოსასაქონლო ექსპერტიზა | 1 ავტომანქანა | 50 |
| 1.5.6. | ა ვტოსატრანსპ ო რტო შემთხვევის შედეგად ავტომანქანისათვის მიყენებულ დაზიანებათა ღირებულების განსაზღვრა | 1 ავტომანქანა | 80 |
| 1.6. | კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო- და ფონოსკოპიური ექსპერტიზა |
|
|
| 1.6.1. | ვიდეო- და აუდიოფირებზე არსებული ფონოგრამების გაშიფვრა | 1 წუთი | 5 |
| 1.6.2. | დადგენილი ტექსტის აუდიტორული და ლინგვისტური ანალიზი | 1 ფონოგრამა | 40 |
| 1.6.3. | აუდიო- და ვიდეოჩანაწერების კომპიუტერული ანალიზი (მონტაჟის დადგენა) | 1 ობიექტი | 50 |
| 1.6.4. | ფოტოტექნიკური ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 20 |
| II. | ფინანსური, საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზა |
|
|
| 2.1. | ფინანსური და საბუღალტრო ექსპერტიზა |
|
|
| 2.1.1. | საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზა | 1 სამუშაო დღე | 50, მაგრამ არა უმეტეს 1500-ისა |
| 2.1.2. | რევიზია, ინვენტარიზაცია, საუწყებო შემოწმება | 1 სამუშაო დღე | 50, მაგრამ არა უმეტეს 1500-ისა |
| 2.2. | საინჟინრო და სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზა |
|
|
| 2.2.1. | საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექ-ტროაპარატურის, დანადგარის, ხელსაწყოსა და მოწყობილობის ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 25 |
| 2.22. | სამრეწველო დანიშნულების ელექტროაპა-რატურის, დანადგარის, ხელსაწყოსა და მოწყობილობის ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 100 |
| 2.2.3. | ბინის შეფასება | 1 ობიექტის 1 კვ.მ. | 1 ლარი დამატებული მთლიან ობიექტზე 50 ლარი |
| 2.2.4. | სახლმფლობელობის შეფასება | 1 ობიექტის 1 კვ.მ. | 1 ლარი დამატებული მთლიან ობიექტზე 100 ლარი |
| 2.2.5. | არასაცხოვრებელი ფართობის ექსპერტიზა | 1 ობიექტის 1 კვ.მ. | 1 ლარი |
| 2.2.6. | ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა | 100000 ლარამდე | ღირებულების 1.5 % |
|
| 100000-დან 500000 ლარამდე | ღირებულების 1 % | |
|
| 500000-დან 1000000 ლარამდე | ღირებულების 0.75 % | |
|
| 1000000-დან ზევით | ღირებულების 0.50 % | |
| 2.2.7. | შესრულებული ან შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების დადგენა | 100000 ლარამდე | ღირებულების 2 % |
|
| 100000-დან 500000 ლარამდე | ღირებულების 1.5 % | |
|
| 500000-დან 1000000 ლარამდე | ღირებულების 1 % | |
|
| 1000000-დან ზევით | ღირებულების 0.5 % | |
| 2.2.8. | სხვა სახის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა | 1 სამუშაო დღე | 50 |
| 2.3. | სასაქონლო ექსპერტიზა |
|
|
| 2.3.1. | საქონლის რაოდენობრივი გამოკვლევა | 1 ერთეული | 1, მაგრამ არა უმეტეს 500-ისა |
| 2.3.2. | საქონლის ხარისხის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლის გამოკვლევა | 1 სახეობის ობიექტი | 25 |
| 2.3.3. | საქონლის ხარისხის კომპლექსური მაჩვენებლის გამოკვლევა | 1 სახეობის ობიექტი | 60 |
| 2.3.4. | საქონლის გამოკვლევა და შეფასება | 1 სახეობის ობიექტი | 50, მაგრამ ერთ ექსპერტიზაზე არა უმეტეს 10000-სა |
| III. | ქიმიური ექსპერტიზა |
|
|
| 3.1. | სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზა |
|
|
| 3.1.1. | ბოჩკოვანი მასალების და ნაკეთობების ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 40, მაგრამ ერთ ექსპერტიზაზე არა უმეტეს 300-ისა |
| 3.1.2. | ნებისმიერი მარკის ავტოტრანსპორტის რეკვიზიტების დადგენა ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით | 1 ავტომობილი | 30 |
| 3.1.3. | რადიაციული ექსპერტიზა | 1 ექსპერტიზა | 80 |
| 3.1.4. | ლაქ-საღებავების კვალის განსაზღვრა მიკროსკოპული გამოკვლევით და თვისებრივი ანალიზით | 1 ობიექტი | 50 |
| 3.1.5. | სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 100 |
| 3.1.6. | ფეთქებადნივთიერებათა ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 50 |
| 3.1.7. | არაორგანულ და ორგანულ ნაერთთა ქიმიური ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 50 |
| 3.1.8. | ნიადაგის ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 40 |
| 3.1.9. | ლითონებისა და მათი ნაერთების ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 60 |
| 3.1.10. | პოლიმერული მასალებისა და მათი ნაკეთობების ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 40 |
| 3.1.11. | მინებისა და მათი ნაკეთობების ექსპერტიზა | 1 ექსპერტიზა | 70 |
| 3.1.12. | სხვა სახის ქიმიური ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 40, მაგრამ ერთ ექსპერტიზაზე არა უმეტეს 300-ისა |
| 3.2. | ნარკოტიკული, მომწამვლელი ნივთიერებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზა |
|
|
| 3.2.1. | ნარკოტიკული ნივთიერებების ექსპერტიზა | 1 ობიექტზე ერთი კითხვა | 40 |
| 3.2.2. | მცენარეული წარმოშობის ობიექტების ექსპერტიზა | 1 ობიექტზე ერთი კითხვა |
20 |
| 3.2.3. | მომწამვლელი ნივთიერებების ექსპერტიზა | 1 ობიექტზე ერთი კითხვა | 40 |
| 3.2.4. | ფარმპრეპარატების ექსპერტიზა | 1 ობიექტზე ერთი კითხვა | 30 |
| 3.2.5. | ყველა სხვა სახის ექსპერტიზა | 1 ობიექტზე ერთი კითხვა | 20 |
| 3.3. | ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა |
|
|
| 3.3.1. | ერთი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ერთი ანალიზური ჯგუფის) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა იმუნოქიმიური ტესტირების მეთოდით | 1 ობიექტი | 15 |
| 3.3.2. | ორი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ერთი ანალიზური ჯგუფის) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა იმუნოქიმიური ტესტირების მეთოდით | 1 ობიექტი | 20 |
| 3.3.3. | სამი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ერთი ანალიზური ჯგუფის) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა იმუნოქიმიური ტესტირების მეთოდით | 1 ობიექტი | 25 |
| 3.3.4. | ოთხი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ერთი ანალიზური ჯგუფის) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა იმუნოქიმიური ტესტირების მეთოდით | 1 ობიექტი | 30 |
| 3.3.5. | ხუთი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ერთი ანალიზური ჯგუფის) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა იმუნოქიმიური ტესტირების მეთოდით | 1 ობიექტი | 35 |
| 3.3.6. | ექვსი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ერთი ანალიზური ჯგუფის) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა იმუნოქიმიური ტესტირების მეთოდით | 1 ობიექტი | 40 |
| .33.7. | შვიდი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ერთი ანალიზური ჯგუფის) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა იმუნოქიმიური ტესტირების მეთოდით | 1 ობიექტი | 45 |
| 3.3.8. | ობიექტის ჰიდროლიზი | 1 ობიექტი | 10 |
| 3.3.9. | მშრალი ნაშთის მისაღებად ობიექტის გამოწვლილვა (ექსტრაქცია) | 1 ობიექტი | 15 |
| 3.3.10. | ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ჯგუფის) აღმოსაჩენი ერთი ანალიზური რეაქციის ჩატარება | 1 ობიექტი | 5 |
| 3.3.11. | ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ანალიზური ჯგუფის) გამოკვლევა თხელფენოვანი ქრომატოგრაფიის მეთოდით ერთ სისტემაში | 1 ობიექტი | 15 |
| 3.3.12. | ამონასუნთქ აირში ალკოჰოლის ტესტირება | 1 ობიექტი | 5 |
| 3.3.13. | ბიომასალაში ალკოჰოლის თვისებრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა აირ-თხევადი ქრომატოგრაფიის მეთოდით | 1 ობიექტი | 40 |
| 3.3.14. | ობიექტში ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების (ან ანალიზური ჯგუფის) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა Toxi-Lab და სხვა სკრინინგ სისტემით | 1 ობიექტი | 50 |
| 3.3.15. | ობიექტში ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების სრული სკრინინგი Toxi-Lab ან სხვა სკრინინგ სისტემით | 1 ობიექტი | 120 |
| 3.3.16. | ობიექტში ერთი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერების აღმოჩენა ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით | 1 ობიექტი | 120 |
| 3.3.17. | ობიექტში ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერებების თვისობრივ-რაოდენობრივი განსაზღვრა ან სკრინინგი ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით | 1 ობიექტი | 180 |
| 3.3.18. | დასკვნა ერთ მარტივ თეორიულ კითხვაზე | 1 ობიექტი | 10 |
| 3.4. | კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, აგრეთვე ნავთობპროდუქტების ექსპერტიზა |
|
|
| 3.4.1. | უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზა | 1 მაჩვენებელი | 5 |
| 3.4.2. | ალკოჰოლიანი სასმელების ექსპერტიზა | 1 მაჩვენებელი | 10 |
| 3.4.3. | საკონდიტრო ნაწარმის ექსპერტიზა | 1 მაჩვენებელი | 8 |
| 3.4.4. | ფქვილისა და პურსახცობი ნაწარმის ექსპერტიზა | 1 მაჩვენებელი | 8 |
| 3.4.5. | ხილ-ბოსტნეულის წვენების ექსპერტიზა | 1 მაჩვენებელი | 6 |
| 3.4.6. | საკონსერვო მრეწველობის ნაწარმის ექსპერტიზა | 1 მაჩვენებელი | 10 |
| 3.4.7. | ხორცისა და ხორცის ნაწარმის ექსპერტიზა | 1 მაჩვენებელი | 7 |
| 3.4.8. | თევზისა და თევზეულის ექსპერტიზა | 1 მაჩვენებელი | 10 |
| 3.4.9. | რძე და რძის პროდუქტების ექსპერტიზა | 1 მაჩვენებელი | 7 |
| 3.4.10. | ცხოველური წარმოშობის საკვები ცხიმების ექსპერტიზა | 1 მაჩვენებელი | 8 |
| 3.4.11. | მცენარეული წარმოშობის საკვები ცხიმების ექსპერტიზა | 1 მაჩვენებელი | 10 |
| 3.4.12. | მინერალური წყლების ექსპერტიზა | 1 მაჩვენებელი | 15 |
| 3.4.1.3. | სანელებლებისა და სხვა გემოვანი პროდუქტების ექსპერტიზა | 1 მაჩვენებელი | 6 |
| 3.4.14. | ჩაისა და ყავის ექსპერტიზა | 1 მაჩვენებელი | 8 |
| 3.4.15. | თამბაქოს ნაწარმის ექსპერტიზა | 1 მაჩვენებელი | 10 |
| 3.4.16. | მარცვლეულისა და სხვა ბურღულეულის ექსპერტიზა | 1 მაჩვენებელი | 7 |
| 3.4.17. | მიკრობიოლოგიური გამოკვლევა | 1 მაჩვენებელი | 20 |
| 3.4.18. | ნიმუშის (სინჯის) აღება საანალიზოდ | 1 მაჩვენებელი | 30 |
| 3.4.19. | ნავთობპროდუქტების ექსპერტიზა | 1 მაჩვენებელი | 50 |
| IV. | სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა |
|
|
| 4.1. | ცოცხალ პირთა ექსპერტიზა |
|
|
| 4.1.1. | ცოცხალ პირზე დაზიანების არსებობის, მისი ხარისხის, წარმოშობის მექანიზმისა და ხანდაზმულობის დადგენა ვიზუალურად და/ან სამედიცინო დოკუმენტაციით | 1 ფიზიკური პირი | 35 |
| 4.1.2. | ასაკისა და/ან სქესობრივი სიმწიფის დადგენა კომისიური წესით | 1 ფიზიკური პირი | 150 დამატებული 75 თითო მოწვეულ სპეციალისტზე |
| 4.1.3. | კომისიური ექსპერტიზის მასალებით | 1 ფიზიკური პირი | 150 |
| 4.1.4. | კომისიური ექსპერტიზა საქმის მასალებით მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით | 1 ფიზიკური პირი | 200 დამატებული 75 თითო მოწვეულ სპეციალისტზე |
| 4.1.5. | საქალწულე აპკის მთლიანობისა და შეუღლების ფაქტის დადგენა | 1 ფიზიკური პირი | 150 |
| 4.1.6. | მამაკაცის შეუღლებისა და ჩასახვის უნარის დადგენა კომისიური წესით | 1 ფიზიკური პირი | 100 დამატებული 75 თითო მოწვეულ სპეციალისტზე |
| 4.1.7. | ორსულობის ფაქტის დადგენა კომისიური წესით | 1 ფიზიკური პირი | 100 დამატებული 75 თითო მოწვეულ სპეციალისტზე |
| 4.1.8. | მამათმავლობის ფაქტის დადგენა | 1 ფიზიკური პირი | 80 |
| 4.1.9. | საეჭვო სქესობრივი მდგომარეობის დადგენა კომისიური წესით |
| 100 დამატებული 75 თითო მოწვეულ სპეციალისტზე |
| 4.2. | გვამების ექსპერტიზა |
|
|
| 4.2.1. | გვამის გამოკვლევა | 1 გვამი | 300 |
| 4.2.2. | შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერება | 1 შემთხვევის ადგი-ლი | 70 |
| 4.2.3. | ექსჰუმირებული გვამის გამოკვლევა | 1 გვამი | 400 |
| 4.2.4. | გვამის გარეგნული გამოკვლევა | 1 გვამი | 70 |
| 4.2.5. | გვამის კომისიური ექსპერტიზა საქმის მასალებით | 1 გვამი | 150 |
| 4.2.6. | გვამის კომისიური ექსპერტიზა მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით | 1 გვამი | 150 დამატებული 75 თითო მოწვეულ სპეციალისტზე |
| 4.3. | ჰისტოლოგიური ექსპერტიზა |
|
|
| 4.3.1. | ჰისტოლოგიური მასალის დამზადება და გამოკვლევა | 1 ობიექტი | 7 |
| 4.3.2 | პლანქტონის გამოკვლევა შინაგან ორგანოში | 1 ობიექტი | 40 |
| 4.3.3 | პლანქტონის გამოკვლევა ძვლის ტვინში | 1 ობიექტი | 45 |
| 4.3.4. | წყლის სინჯების გამოკვლევა პლანქტონის არსებობაზე | 1 ობიექტი | 20 |
| 4.4. | ბიოლოგიური ექსპერტიზა |
|
|
| 4.4.1. | ბიოლოგიური ობიექტის არსებობის დადგენა | 1 ანალიზი | 15 |
| 4.4.2. | ბიოლოგიური ობიექტის სახეობის დადგენა |
| 20 |
| 4.4.3. | ბიოლოგიური ობიექტის ჯგუფის დადგენა |
| 25 |
| 4.4.4. | თმის ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 20, მაგრამ არა უმეტეს 200-სა |
| 4.4.5. | თმის მორფოლოგიური ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 25, მაგრამ არა უმეტეს 250-სა |
| 4.4.6. | თმის იდენტიფიკაცია | 1 ობიექტი | 30, მაგრამ არა უმეტეს 300-სა |
| 4.4.7. | განავლოვანი მასების არსებობის დადგენა | 1 ექსპერტიზა | 20 |
| 4.4.8. | კარბოქსიჰემოგლობინის გამოკვლევა | 1 ექსპერტიზა | 20 |
| 4.4.9. | სხვა სახის ბიოლოგიური ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 25 |
| 4.5. | სამედიცინო-ქიმიური ექსპერტიზა |
|
|
| 4.5.1. | სისხლში, შარდში ან სხვა ობიექტში ალკოჰოლის თვისებრივი და რაოდენობრივი გამოკვლევა გაზოქრომატოგრაფიის მეთოდით | 1 ობიექტი | 15 |
| 4.5.2. | კუნთში, ტვინში ან სხვა ობიექტში ალკოჰოლის გამოკვლევა გადადენის მეთოდით | 1 ობიექტი | 20 |
| 4.5.3. | შინაგან ორგანოებში, სისხლში, შარდში ან სხვა ობიექტში მქროლავი შხამების გამოკვლევა გადადენის მეთოდით | 1 ობიექტი | 25 |
| 4.5.4. | შინაგან ორგანოებში, სისხლში, შარდში ან სხვა ობიექტში ნარკოტიკული ნივთიერების გამოკვლევა გამოწვლილვის მეთოდით | 1 ობიექტი | 45 |
| 4.5.5. | შარდში ერთი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან საძილე ნივთიერების (ნივთიერებათა ჯგუფის) გამოკვლევა იმუნოქრომატოგრაფიული მეთოდით – „სტრიქსით“ | 1 ობიექტი | 15 |
| 4.5.6. | შარდში ორი ან მეტი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან საძილე ნივთიერების (ნივთიერებათა ჯგუფის) გამოკვლევა იმუნოქრომატოგრაფიული მეთოდით – „სტრიქსით“ | 1 ობიექტი | 20 |
| 4.5.7. | შინაგან ორგანოებში ან სხვა ობიექტში ფოსფორორგანული შენაერთების ან სხვა შხამქიმიკატის გამოკვლევა გამოწვლილვის მეთოდით | 1 ობიექტი | 35 |
| 4.5.8. | შინაგან ორგანოებში ან სხვა ობიექტში ფოსფორორგანული შენაერთების ან სხვა შხამქიმიკატის გამოკვლევა თხელფენოვანი ქრომატოგრაფიის მეთოდით | 1 ობიექტი | 20 |
| 4.5.9. | შინაგან ორგანოებში ან სხვა ობიექტში მძიმე მეტალების გამოკვლევა კონცენტრირებული მჟავებით | 1 ობიექტი | 80 |
| 4.5.10. | შინაგან ორგანოებში ან სხვა ობიექტში დარიშხანისა და სინდიყის გამოკვლევა „რეინიშის“ სინჯით | 1 ობიექტი | 15 |
| 4.5.11. | ზოგიერთი ნივთიერების გამოკვლევა დიალიზის მეთოდით | 1 ობიექტი | 20 |
| 4.5.12. | ზოგიერთი ნივთიერების გამოკვლევა დანაცრიანების მეთოდით | 1 ობიექტი | 40 |
| 4.5.13. | მარტივი ნივთიერების შემადგენლობის დადგენა | 1 ობიექტი | 20 |
| 4.5.14. | რთული ნივთიერების შემადგენლობის დადგენა | 1 ობიექტი | 40 |
| 4.5.15. | ნივთიერებაში დარიშხანის ან ფოსფიდის შემცველობის დადგენა “გუტცეიტის” მეთოდით | 1 ობიექტი | 10 |
| 4.5.16. | ნარკოტიკული და სხვა ძლიერმოქმედი აზოტშემცველი ნივთიერებების განსაზღვრა სკრინინგ მეთოდით | 1 ობიექტი | 100 |
| 4.5.17. | ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სედატიური ნივ-თიერებების განსაზღვრა სპექტროფოტოკოლორიული მეთოდით ან სხვა ინსტრუმენტული მეთოდით | 1 ობიექტი | 150 |
| 4.6. | სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზა |
|
|
| 4.6.1. | კანის პრეპარატის ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 30 |
| 4.6.2. | ძვლის პრეპარატის ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 50 |
| 4.6.3. | ძვლის პრეპარატის ექსპერტიზა ასაკის განსაზღვრის მიზნით | 1 ობიექტი | 40 |
| 4.6.4. | ასაკის დადგენა კბილების ცვეთის მიხედვით | 1 ფიზიკური პირი (გვამი) | 20 |
| 4.6.5. | სიმაღლის განსაზღვრა ძვლების მიხედვით | 1 ობიექტი | 20 |
| 4.6.6. | სქესის განსაზღვრა ძვლების მიხედვით | 1 ობიექტი | 30 |
| 4.6.7. | ტანსაცმლის გამოკვლევა | 1 ობიექტი | 50 |
| 4.6.8. | მატრავმირებელი საგნის ექსპერტიზა | 1 ობიექტი | 20 |
| 4.6.9. | ჩონჩხის ძვლების ანატომიურ-მორფოლოგიური სტრუქტურის დადგენა | 1 ექსპერტიზა | 150 |
| 4.6.10. | დამარხვის ხანდაზმულობის დადგენა ძვლოვანი ნარჩენების მიხედვით | 1 ექსპერტიზა | 150 |
| 4.6.11. | პიროვნების იდენტიფიკაცია ფოტო- და რენტგენოშე-თავსების გზით | 1 ფიზიკური პირი | 200 |
| 4.6.12. | პიროვნების იდენტიფიკაცია საიდენტიფიკაციო ნიშნების მიხედვით | 1 ფიზიკური პირი | 300 |
| 4.6.13. | სისხლის კვალის (შხეფი, წვეთი და ა.შ.) განვითა-რების მექანიზმის დადგენა | 1 ობიექტი | 10 |
| 4.6.14. | დაზიანებათა შესაბამისობის დადგენა | 1 ობიექტი | 20 |
| 4.6.15. | სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზა სამედიცინო დოკუმენტაციით | 1 ექსპერტიზა | 100 |
| V. | სასამართლო ფსიქიატრიულ-ნარკოლოგიური ექსპერტიზა |
|
|
| 5.1. | სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა |
|
|
| 5.1.1. | ამბულატორიული ფსიქიატრიული გამოკვლევა | 1 ფიზიკური პირი | 180 |
| 5.1.2. | სტაციონარული ფსიქიატრიული გამოკვლევა | 1 ფიზიკური პირი 1 დღე | 45 |
| 5.1.3. | ფსიქოლოგიური გამოკვლევა | 1 ფიზიკური პირი | 120 |
| 5.1.4. | სტაციონარული კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქო-ლოგიური გამოკვლევა | 1 ფიზიკური პირი 1 დღე | 50 |
| 5.2. | სასამართლო ნარკოლოგიური ექსპერტიზა |
|
|
| 5.1. | ალკოჰოლური თრობის კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევა ამონასუნთქ ჰაერში | 1 ანალიზი | 10 |
| 5.2. | ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებათა ზემოქმედების ფაქტის დადგენა კლინიკური გამოკვლევით | 1 ექსპერტიზა | 20 |
| 5.3. | ამბულატორიული ნარკოლოგიური გამოკვლევა | 1 გამოკვლევა | 150 |
| 5.4. | სტაციონარული ნარკოლოგიური გამოკვლევა | 1 ფიზიკური პირი 1 დღე | 40 |
| VI. | სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულების სხვა მომსახურება |
|
|
| 6.1. | დაწესებულების ექსპერტის მიწვევა სპეციალისტის სახით | 1 სამუშაო დღე | 60 დამატებული სამივლინებო ხარჯები |
| 6.2. | პირის ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობის გაცემა | 1 ცნობა | 5 |
| 6.3. | პიროვნების ხელის ანაბეჭდების აღება და სათანადო ცნობის გაცემა | 1 სრული ანაბეჭდი ---------------------------- 1 ცნობა | 10 -------------------- 5 |
| 6.4. | მესამე პირების მიერ დაწესებულების პროზექტურაში სამეცნიერო ან/და სასწავლო მიზნით გვამის კვლევა | 1 სამუშაო დღე | 30 |
საჯარო მოხელეებისათვის 6.3. პუნქტით განსაზღვრული ტარიფი შემცირდეს 50 პროცენტით.
საქართველოს მთავრობის 200 5 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება № 181 -სსმ III, № 120 , 19 . 10 .20 05 წ; მუხ. 1335
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ”, №43, 11.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.10.003.000.177 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.10.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11362-1/