საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.04.2000 ძალადაკარგული 01.11.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№136
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 31, 13/04/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №136

2000 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში არსებული ზოგიერთი დაწესებულების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და მათი საქმიანობის სრულყოფის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბდეს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციები მათ ბალანსზე არსებული ქონების ბაზაზე:

ა) (ამოღებულია);

ბ) (ამოღებულია);

გ) ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

დ) (ამოღებულია);

ე) ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის ცენტრი;

ვ) (ამოღებულია);

ზ) მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი;

თ) (ძალადაკარგულია);

ი) (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2003  წლის 21  თებერვლის №55 ბრძანებულება - სსმ III,  №14 24.02.2003 წ., მუხ.136

საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 9 სექტემბრის №376 ბრძანებულება - სსმ III,  №98 09.09.2004 წ., მუხ.837

საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 4 ნოემბრის №482 ბრძანებულება - სსმ III,  №126 05.11.2004 წ., მუხ.1106

საქართველოს პრეზიდენტის 2006  წლის 3 იანვრის №6 ბრძანებულება - სსმ III,  №2 09.01.2006 წ., მუხ.5

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანდართული დებულებები:

ა) (ამოღებულია);

ბ) (ამოღებულია);

გ) (ამოღებულია);

დ) (ამოღებულია);

ე) ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის ცენტრისა (დანართი №5);

ვ) (ამოღებულია);

ზ) მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმისა (დანართი №7);

თ) (ძალადაკარგულია);

ი) (ძალადაკარგულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2003  წლის 21  თებერვლის №55 ბრძანებულება - სსმ III,  №14 24.02.2003 წ., მუხ.136

საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 9 სექტემბრის №376 ბრძანებულება - სსმ III,  №98 09.09.2004 წ., მუხ.837

საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 9 სექტემბრის №378 ბრძანებულება - სსმ III,  №98 09.09.2004 წ., მუხ.839

საქართველოს პრეზიდენტის 2006  წლის 3 იანვრის №6 ბრძანებულება - სსმ III,  №2 09.01.2006 წ., მუხ.5

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განახორციელოს ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, გარდა „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა, საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი და უზრუნველყოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნა.

საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 21 ოქტომბრის №459 ბრძანებულება - სსმ III,  №119 22.10.2004 წ., მუხ.1028

საქართველოს პრეზიდენტის 2006  წლის 3 იანვრის №6 ბრძანებულება - სსმ III,  №2 09.01.2006 წ., მუხ.5

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) უზრუნველყოს ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

საქართველოს პრეზიდენტის 2006  წლის 3 იანვრის №6 ბრძანებულება - სსმ III,  №2 09.01.2006 წ., მუხ.5

ე. შევარდნაძე

შე ტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2003  წლის 21  თებერვლის №55 ბრძანებულება - სსმ III,  №14 24.02.2003 წ., მუხ.136

2. საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 9 სექტემბრის №376 ბრძანებულება - სსმ III,  №98 09.09.2004 წ., მუხ.837

3. საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 9 სექტემბრის №378 ბრძანებულება - სსმ III,  №98 09.09.2004 წ., მუხ.839

4. საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 21 ოქტომბრის №459 ბრძანებულება - სსმ III,  №119 22.10.2004 წ., მუხ.1028

5. საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 4 ნოემბრის №482 ბრძანებულება - სსმ III,  №126 05.11.2004 წ., მუხ.1106

6. საქართველოს პრეზიდენტის 2006  წლის 3 იანვრის №6 ბრძანებულება - სსმ III,  №2 09.01.2006 წ., მუხ.5

დანართი №1

ფარმაკოპეის კომიტეტი ს (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დებულება

ამოღებულია - საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 9 სექტემბრის №376 ბრძანებულება - სსმ III,  №98 09.09.2004 წ., მუხ.837

დანართი №2

აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის სამეცნიერო ცენტრი ს (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ამოღებულია - საქართველოს პრეზიდენტის 2006  წლის 3 იანვრის №6 ბრძანებულება - სსმ III,  №2 09.01.2006 წ., მუხ.5

დანართი №3

ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ს (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დებულება

ამოღებულია - საქართველოს პრეზიდენტის 2006  წლის 3 იანვრის №6 ბრძანებულება - სსმ III,  №2 09.01.2006 წ., მუხ.5

დანართი №4

შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ს (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დებულება

ამოღებულია - საქართველოს პრეზიდენტის 2006  წლის 3 იანვრის №6 ბრძანებულება - სსმ III,  №2 09.01.2006 წ., მუხ.5

დანართი №5

ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის ცენტრი ს (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დ ე ბ უ ლ ე ბ ა

I. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად არის სახელმწიფო მმართველობისაგან განცალკე ვ ებული ორგანიზაციული წარმონაქმნი. ცენტრი სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სამედიცინო, სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობას.

2. ცენტრის საქმიანობა სრულად უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობი ს მოთხოვნებს. იგი რეგულირდება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით, რომლებიც უშუალოდ ეხება მისი საქმიანობის სფეროს.

3. ცენტრი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

4. ცენტრი შეიმუშავებს და ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას პროფილის მიხედვით სამინისტროს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

5. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებანი:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;

ვ) მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6. ცენტრს აქვს მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და შტამპი საკუთარი დასახელებით, სხვა აუცილებელი რეკვიზიტები და ატრიბუტები.

II. მიზნები, ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

7. ცენტრის საქმიანობის მიზანია ქვეყანაში ტრადიციული მედიცინის აღორძინება, მისი მეცნიერულ საფუძველზე გადაყვანა და ზრუნვა მისი შემდგომი განვითარებისა და კლასიკურ მედიცინაში მისი ინტეგრაციისათვის.

8. ცენტრის ძირითადი ამოცანები და საქმიანობის მიმართულებებია:

ა) მონაწილეობა ტრადიციული მედიცინის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და შემდგომ სრულყოფაში;

ბ) ქვეყანაში ტრადიციული მედიცინის დარგების მდგომარეობის შესწავლა, ამ დარგებში მომუშავე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა აღრიცხვიანობის მოწესრიგებასა და სერტიფიცირებაში მონაწილეობის მიღება;

გ) ტრადიციული მედიცინის დარგებში მომუშავე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სამედიცინო ლიცენზირების პროცესში მონაწილეობის მიღება;

დ) ტრადიციული ფარმაციის განვითარებისათვის ხელის შეწყობის მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ე) ტრადიციული მედიცინის ახალ საშუალებათა ფარმაკოპეის შედგენაში მონაწილეობის მიღება;

ვ) ტრადიციული მედიცინის სფეროში სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის წარმართვა, ორგანიზაცია და კოორდინაცია, სამეცნიერო-კვლევით კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში მონაწილეობის მიღება და მათი გამართვა;

ზ) ტრადიციული მედიცინის სამკურნალო საშუალებებისა და სამკურნალო მცენარეების რეალიზაციის ნებართვის გაცემაში როგორც რესპუბლიკაში, ისე მის საზღვრებს გარეთ მონაწილეობის მიღება;

თ) ჰერბალური რესურსების სამრეწველო ფონდების დადგენაში მონაწილეობის მიღება;

ი) ტრადიციული მედიცინის სფეროში საინფორმაციო და მარკეტინგული საქმიანობის წარმართვა, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ფარგლებში ტრადიციული მედიცინის დარგების სპეციალისტთა კვალიფიციური კადრების მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, ტრადიციული მედიცინის აპრობირებული მეთოდებისა და საშუალებების პოპულარიზაცია, საგამომცემლო და საკონსულტაციო საქმიანობა;

კ) საერთაშორისო კავშირურთიერთობის დამყარება, ზრუნვა ტრადიციული მედიცინის დარგების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე აყვანისათვის, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

9. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს სათანადო წესით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. შესაბამისი ხელშეკრულებები იდება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან. კანონმდებლობით განსაზღვრულ ცალკეულ შემთხვევებში ცენტრის საქმიანობა ხორციელდება სათანადო ადმინისტრაციული აქტების შესასრულებლად.

III. ცენტრის ქონება

10. ცენტრს დასახული მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ფლობისა და სარგებლობის უფლებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით, გადაეცემა გარკვეული ქონება. ამ ქონების გადაცემა დადგენილი წესით აისახება მის საბუღალტრო ბალანსში, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.

11. ცენტრი მოვალეა უზრუნველყოს ქონების ნორმალური ექსპლუატაცია. იგი იყენებს ქონებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით.

IV. მართვა

12. ცენტრს უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს დირექტორი. იგი მოქმედებს დამოუკიდებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

13. ცენტრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. მასვე ეკისრება ცენტრის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. მას ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის ქონების და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვის გამო. იგი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.

14. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც ჯანმრთელობისა და სოცი ა ლური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.

15. პერსპექტიული და მიმდინარე პრობლემების განხილვის, დაგეგმარების, დარგში ერთიანი პოლიტიკის გატარების, რეკომენდაციებისა და მეთოდიკის შემუშავების მიზნით ცენტრში“ იქმნება მრჩეველთა (სამეცნიერო) საბჭო. საბჭოს წევრები შეიძლება იყვნენ როგორც ცენტრის თანამშრომლები, ასევე მოწვეული პირები.

V. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა

16. ცენტრის შემოსავლის ძირითადი წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსაგან მიღებული შემოსავალი;

დ) გრანტების საფუძველზე მიღებული შემოსავალი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

17. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება უშუალოდ ცენტრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

18. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად.

19. წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

VI. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია

20. ცენტრის საქმიანობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ცენტრი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;

ბ) დასახული მიზნის მიღწ ე ვის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში;

გ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო.

21. საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

22. ცენტრის ლიკვიდაციისათვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ნიშნავს ლიკვიდატორებს. შესაძლებელია ლიკვიდატორი იყოს ცენტრის ხელმძღვანელი. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მათი საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.

23. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

24. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.

დანართი №6

ფარმაკოლოგიის კომიტეტის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დებულება

ამოღებულია - საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 9 სექტემბრის №376 ბრძანებულება - სსმ III,  №98 09.09.2004 წ., მუხ.837

დანართი №7

მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი ს (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დებულება

I. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მიხელ შენგელიას სახელობის მედიცინის ისტორიის მუზეუმი (შემდგომში – მუზეუმი) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას.

2. მუზეუმის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით.

3. მუზეუმი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მისი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ახორციელებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს მუზეუმისაგან კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ყველა მასალა და ინფორმაცია.

4. მუზეუმმა სამინისტროს თანხმობით გათვალისწინებული წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით;

გ) თავდებობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება მუზეუმის ქონ ე ბასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. მუზეუმის ძირითადი საქმიანობაა:

ა) სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის ექსპოზიციების მოწყობა;

ბ) საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო და პროგრამული სასწავლო ბაზით უზრუნველყოფა;

გ) ქართული მედიცინის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი საარქივო მასალების მოძიება (შესყიდვა), შესწავლა და დაცვა;

დ) სამეცნიერო ფორუმებისა და ექსპედიციების მოწყობა;

ე) საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის, ბიბლიოთეკის, მთარგმნელობითი ცენტრის ორგანიზება;

ვ) საგამომცემლო საქმიანობა.

6. მუზეუმის ძირითადი ფუნქციაა მოემსახუროს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის ისტორიული და თანამედროვე სამეცნიერო-პრაქტიკული ინფორმაციის მიღებაში.

II. მუზეუმის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

7. მუზეუმის ფუნქციონირების მიზანია უზრუნველყოს სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის ისტორიული მასალისა და თანამედროვე ინფორმაციის მოპოვება, შესწავლა, დაცვა და ექსპონირება კულტურულ-საგანმანათლებლო მიზნით.

8. მუზეუმის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო სტანდარტების დონეზე სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის ისტორიული რარიტეტების, თანამედროვე ინფორმაციის ანალიზი და გადაცემა ვიზუალური და სხვა საშუალებებით;

ბ) შესაბამისი პროფილის სამუზეუმო-საისტორიო ექსპოზიციის მოწყობა;

გ) სამედიცინო-ისტორიული რარიტეტების მოძიება (შესყიდვა);

დ) საექსპოზიციო და საარქივო მასალის დაცვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

ე) მედიცინის თანამედროვე მიღწევების ექსპოზიციის მოწყობა;

ვ) საქართველოს თანამედროვე სამედიცინო-სამეცნიერო პოტენციალისა და ბუნებრივი რესურსების ექსპოზიციის მოწყობა;

ზ) ბიბლიოთეკის მოწყობა შესაბამისი წესისა და პირობების დაცვით;

თ) სამეცნიერო სემინარების, კონფერენციებისა და კონგრესების ორგანიზება;

ი) სამეცნიერო-პრაქტიკული ექსპედიციების მოწყობა;

კ) სამეცნიერო და საინფორმაციო-ანალიზური საქმიანობის წარმართვა;

ლ) მთარგმნელობითი საქმიანობის ორგანიზება;

მ) საგამომცემლო საქმიანობის წარმართვა.

9. მუზეუმი თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში და მათ გარეთ, სათანადო წესით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მუზეუმი უფლებამოსილია ხელშეკრულება გააფორმოს როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან. ცალკეულ, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, მუზეუმმა სათანადო ადმინისტრაციული აქტის შესასრულებლად შეიძლება განახორციელოს ერთჯერადი საქმიანობა.

III. მუზეუმის ქონება

10. მუზეუმს დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ფლობისა და სარგებლობის უფლებით, კანონით დადგენილი წესით, გადაეცემა ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის ქონება, რომელიც დადგენილი წესით აისახება მის საბუღალტრო ბალანსში და მტკიცდება სამინისტროს მიერ.

11. მუზეუმის ქონების განკარგვა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით.

IV. მუზეუმის მართვა

12. მუზეუმს უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს დირექტორი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.

13. მუზეუმის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება მუზეუმის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. მას ეკისრება პასუხისმგებლობა მუზეუმის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვის გამო. იგი ანგარიშვალდებულია სამინისტროსა და შესაბამისი მაკონტროლებელი უწყებების წინაშე.

14. დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.

15. პერსპექტიული და მიმდინარე პრობლემების განხილვის, დაგეგმვის, ერთიანი პოლიტიკის გატარების, სამამულო და უცხოური მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავების მიზნით მუზეუმში იქმნება მეთოდური საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან დირექტორი, მოადგილეები, განყოფილებებისა და ქვეგანყოფილებების გამგეები და მუზეუმის წამყვანი სპეციალისტები.

V. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა

16. მუზეუმის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსაგან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართვლოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

17. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მათი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

18. მუზეუმი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად.

19. წლიური ბალანსი უნდა შეამოწმოს სამინისტროს მიერ დანიშნულმა დამოუკიდებელმა აუდიტორმა.

VI. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია

20. მუზეუმის საქმიანობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) მუზეუმი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;

ბ) დასახული მიზნის მიღწევის შეუძლებლობის გამო;

გ) დაფუძნების აქტში განსაზღვრული ვადის გასვლის გამო.

21. საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.

22. მუზეუმის ლიკვიდაციის დროს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ნიშნავს ლიკვიდატორებს. შესაძლებელია ლიკვიდატორი იყოს მუზეუმის ხელმძღვანელი. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

23. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

24. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.

დანართი №8

ადამიანის განვითარების პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ს (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დებულება

ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2003  წლის 21  თებერვლის №55 ბრძანებულება - სსმ III,  №14 24.02.2003 წ., მუხ.136

დანართი №9

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრი ს (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დებულება

ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 9 სექტემბრის №378 ბრძანებულება - სსმ III,  №98 09.09.2004 წ., მუხ.839

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“, №136, 08.04.2000, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 03.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/113758-6/