შპს "საგზაო ტექნიკის" სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №380
2010 წლის 10 დეკემბ ე რი
ქ. თბილისი
შპს ,,საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული შპს ,,საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 201 2 წლის 1 დეკემბრ ის ჩათვლით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №96-ვებგვერდი,28.02.2011წ.
2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №138-ვებგვერდი,24.03.2011წ.
შპს ,,საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1 . შპს ,,საგზაო ტექნიკის “ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი ) შემუშავებულია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა .თ “ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს ,,საგზაო ტექნიკის “ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს . ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება , კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა .
2 . შპს ,,საგზაო ტექნიკის “ მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანება ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ “ დებულების დამტკიცების შესახებ “.
3 . შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის , გაერთიანებული ერების ორგანიზაციის , ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის , აზიის განვითარების ბანკის , სხვა დონორი (დამფინანსებელი ) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები , თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია . იმ შემთხვევაში , თუ სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი , მათი , აგრეთვე სხვა სუბიექტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე .
4 . საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად .
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :
ა ) შესყიდვა – შპს ,,საგზაო ტექნიკის “ მიერ ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ;
ბ ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს ,,საგზაო ტექნიკა “;
გ ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან /და მომსახურება ;
დ ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური , ასევე არაიდენტური , მაგრამ მსგავსი კომპონენტების , ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლის ) ან /და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები ;
ე ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა ) როგორც მყარ , ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში , აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება , თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას ;
ვ ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი , საქონლისა და სამუშაოს გარდა . ამასთან , ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი – მომსახურება მოიცავს იჯარას , ქირავნობასა და ლიზინგს ;
ზ ) პრეტენდენტი – შესყიდვის მონაწილე პირი , რომელიც წარადგენს პირობათა გამოკითხვის წინადადებას ;
თ ) მიმწოდებელი – პირი , რომელმაც შპს ,,საგზაო ტექნიკასთან “ დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ ;
ი ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება , რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან /და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას ;
კ ) პირობათა გამოკითხვა – გამარტივებული საშუალება საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის ;
ლ) კომისია _ შპს ,,საგზაო ტექნიკის“ დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №138-ვებგვერდი,24.03.2011წ.
მუხლი 3. შპს ,,საგზაო ტექნიკის“ უფლება-მოვალეობები
1 . შპს ,,საგზაო ტექნიკა “ უფლებამოსილია :
ა ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა შერჩევა ;
ბ ) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი ;
გ ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა , თუ აღნიშნული შესყიდვა შპს ,,საგზაო ტექნიკისათვის “ წამგებიანი აღმოჩნდება ;
დ ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა ;
ე ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას .
2 . შპს ,,საგზაო ტექნიკა “ ვალდებულია განახორციელოს შესყიდვის პროცედურები მის მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში , ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით .
მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები
1 . ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (შპს ,,საგზაო ტექნიკის “ თანამშრომელი , კონსულტანტი , ექსპერტი და სხვ .) ვალდებულია წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ .
2 . დაუშვებელია , რომ შპს ,,საგზაო ტექნიკამ “ შესყიდვის მომზადება , განხორციელება ან /და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად ) მოიწვიოს პირი , თუ იგი :
ა ) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის , თანამშრომლის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი ;
ბ ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შპს ,,საგზაო ტექნიკაში “;
გ ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან .
3 . დაუშვებელია , შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა , რომლებიც მონაწილეობდნენ შესყიდვის მოსამზადებელ სამუშაოებში .
4 . ამ მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე :
ა ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ ;
ბ ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმართ .
მუხლი 5. შესყიდვების დაგეგმვა
1 . შპს ,,საგზაო ტექნიკა “ შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად , რომელსაც ამტკიცებს შპს ,,საგზაო ტექნიკის “ დირექტორი .
2 . შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით , ერთი საბიუჯეტო (საფინანსო ) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად .
მუხლი 6. შესყიდვის საშუალებები
1 . შესყიდვა ხორციელდება პირობათა გამოკითხვის საშუალებით , თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული .
2 . შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით , თუ :
ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს;
ბ) კომისიამ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება;
გ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;
დ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;
ე) ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე საქონლით ჩანაცვლება.
3. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია.
4. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №138-ვებგვერდი,24.03.2011წ.
მუხლი 7. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. პირობათა გამოკითხვას ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შპს ,,საგზაო ტექნიკის “ დირექტორი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით.
2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შპს ,,საგზაო ტექნიკის“ თანამშრომლები.
3. კომისიას თავმჯდომარეობს შპს ,,საგზაო ტექნიკის“ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მქონე პირი ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 8. განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ
1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია შპს ,,საგზაო ტექნიკის“ სახელით პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას (შემდგომში – დოკუმენტაცია) უგზავნის მის მიერ შერჩეულ არანაკლებ სამ პირს. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა, ასეთ შემთხვევაში პირობათა გამოკითხვის შესახებ განცხადებას აქვეყნებს გაზეთ ,,24 საათში “ და/ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
2. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ უნდა იყოს:
ა ) შპს ,,საგზაო ტექნიკის “ რეკვიზიტები ;
ბ ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახეობა , რაოდენობა , ხარისხი და სავარაუდო ღირებულება . იმ შემთხვევაში , თუ შესყიდვის ობიექტის (ნავთობპროდუქცია და სხვა მსგავსი საქონელი ) ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასებზე , შესაძლებელია , შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენისას შპს ,,საგზაო ტექნიკამ “ გაითვალისწინოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მომენტისათვის კონკრეტულ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებელი . ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დასადგენად გამოიყენება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესი , მიწოდების ადგილი და ფორმა , შესრულების ადგილი , აგრეთვე სხვა მონაცემები , რომელთა მითითებას შპს ,,საგზაო ტექნიკა “ საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით ;
გ ) შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები ;
დ ) პირობათა გამოკითხვის შესახებ წინადადებების წარდგენის ვადა , ადგილი და ენა ;
ე ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები , ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში ;
ვ ) დოკუმენტაციის გატანის წესი , ვადა და ადგილი .
3 . პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს კომისია .
4 . კომისიას უფლება აქვს , შეცვალოს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ, ასევე მიეწოდოთ ინფორმაცია წერილობითი სახით იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ ან რომლებმაც გაიტანეს დოკუმენტაცია.
5. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს გონივრულ ვადებში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
მუხლი 9. საკვალიფიკაციო მონაცემები
შესყიდვის მონაწილეობის მსურველთათვის საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ მოთხოვნებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს კომისია.
მუხლი 10. პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია
1. კომისია დოკუმენტაციას ამტკიცებს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადების გაგზავნამდე ან მის გამოქვეყნებამდე.
2. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) განაცხადს პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობისათვის;
ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესყიდვის ობიექტის აღწერილობა);
გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;
დ) პირობათა გამოკითხვის წინადადებას;
ე) შეფასების კრიტერიუმებს.
მუხლი 11. პრეტენდენტთა პირობათა გამოკითხვის წინადადების წარდგენისა და განხილვის წესი
1 . პირობათა გამოკითხვის წინადადების (შემდგომში – წინადადება ) წარდგენა შესაძლებელია დახურული კონვერტით . შეთავაზებული წინადადებების შერჩევა ხდება პრეტენდენტთა თანდასწრებით .
2 . პრეტენდენტებს უფლება აქვთ , კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ წინადადება .
3 . შესული წინადადებების შერჩევა ხდება იმავე დღეს , წინადადების მიღების დამთავრებისთანავე , ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება შერჩევის დასრულებიდან 2 დღის ვადაში .
4 . კომისია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს იმ შემთხვევაში , თუ :
ა ) პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით ) ან /და ინფორმაცია , საჭიროების შემთხვევაში – ნიმუში ;
ბ ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას ;
გ ) შესყიდვის პროცედურების მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან /და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება .
5 . შემსყიდველი იტოვებს უფლებას , წარდგენილ დოკუმენტაციაში რაიმე სახის ეჭვის გამოვლენის შემთხვევაში მოსთხოვოს პრეტენდენტს აღნიშნული დოკუმენტის ხელახალი წარდგენა .
6 . წინადადების შერჩევის დროს უნდა შემოწმდეს , არის თუ არა მასში დაშვებული მექანიკური შეცდომები . შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში კომისიამ ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს შეცდომის გამოსწორება .
7 . კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები , რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე . ამასთან , ზეპირი ვაჭრობის დროს დასაშვებია მხოლოდ წინადადებით წარდგენილი ფასის შეცვლა .
8 . წინადადებები შეფასდება დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით .
9 . წინადადების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები :
ა ) წინადადების ღირებულება ;
ბ ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები ;
გ ) საქონლისა და მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები ;
დ ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები .
10 . შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით, ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. მათ შორის ფასთა გამოკითხვის კოეფიციენტი გათვალისწინებული იქნება არანაკლებ 0.4-ით.
11. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლის დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის წინადადების ჯამური შეფასება. კომისიის წევრის ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ერთ ხმად.
12. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის დასკვნა.
13. კომისიის გადაწყვეტილება პირობათა გამოკითხვის პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში აგრეთვე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებები.
მუხლი 12. პირობათა გამოკითხვისას ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები
1 . ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე .
2 . შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შერჩევის პროცედურის დასრულებისთანავე დაადგინოს დოკუმენტაციაში მითითებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს .
3 . კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები , რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე .
4 . ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან /და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას .
5 . ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ წინადადებ ებ ით წარდგენილ ფასებს ან /და ერთეულის ფასებს (მათი არსებობის შემთხვევაში ) (შემდგომში – ფასი ). აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს , სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით .
6 . ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით . წინადადების ფასის ცვლას იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი .
7 . ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან /და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში . ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს .
8 . ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა , მათ შორის , თითოეული მონაწილე პრეტენდენტის წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი დაფიქსირებული ფასი, უნდა აისახოს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის ყველა წევრი და მონაწილე პრეტენდენტები. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა მიიჩნევა, როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყველა შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მისი წინადადების პირვანდელი ფასი.
9. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შეფასება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 13. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
1. ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შპს ,,საგზაო ტექნიკას“ შორის იდება ხელშეკრულება.
2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისია მიმართავს პირობათა გამოკითხვის პროცედურის მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ტარდება ახალი პირობათა გამოკითხვა. თუ წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი წინადადებების ხელახალი განხილვა.
მუხლი 14. ჩაშლილი პირობათა გამოკითხვა
1. პირობათა გამოკითხვა ითვლება ჩაშლილად, თუ:
ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან წინადადება;
ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და წინადადება არ შეესაბამებოდა შპს ,,საგზაო ტექნიკის “ მოთხოვნებს;
გ) წარდგენილი წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შპს ,,საგზაო ტექნიკის“ ფინანსურ შესაძლებლობებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამავე წესის მე-15 მუხლის თანახმად, ცხადდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა.
მუხლი 15. ხელახალი პირობათა გამოკითხვა
1. პირობათა გამოკითხვის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ კომისიას შეაქვს საჭირო ცვლილებები ახალ დოკუმენტაციაში და ატარებს ხელახალ პირობათა გამოკითხვას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შპს ,,საგზაო ტექნიკის“დირექტორს უფლება აქვს, შეცვალოს კომისიის შემადგენლობა.
მუხლი 16. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი პირობები:
ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის და მთლიანი ღირებულება;
გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
დ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 200 000 ლარს;
ე) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ეტაპობრივი ვადები და ადგილი;
ვ) საქონლის, მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი;
ზ) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი და ადგილი;
თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ი) დავების გადაწყვეტის წესი;
კ) ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების პირობები.
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ, კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული აუცილებელი პირობები.
4. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ შესყიდვის ობიექტებია:
ა) კომუნალური მომსახურება (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი, დასუფთავება და სხვ.);
ბ) ფიქსირებული სატელეფონო ქსელის მომსახურება;
გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა;
დ) საქონელი ან მომსახურება, რომლის შესყიდვაც განხორციელდება დირექტორის გადაწყვეტილებით, თუ საქონლის ან მომსახურების შესყიდვა დასტურდება საბაჟო დეკლარაციით, ზედდებულით ან/და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით (საბანკო გადარიცხვა, ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიღება-ჩაბარების აქტი);
ე) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები, რომელთა ღირებულება ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში არ აღემატება 10 000 ლარს.
5. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, აგრეთვე საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №138-ვებგვერდი,24.03.2011წ.
მუხლი 17. ანგარიშის წარდგენა
1. შპს ,,საგზაო ტექნიკა“განხორციელებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არა უგვიანეს მომდევნო წლის 20 თებერვლისა.
2. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 18. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №96-ვებგვერდი,28.02.2011წ.
დანართი №1
| შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება |
| საოფისე და კომპიუტერული მანქანები, აქსესუარები, მოწყობილობები და მარაგი პროგრამების პაკეტის ჩათვლით |
| საკანცელარიო საქონელი |
| საოფისე ავეჯი |
| ავეჯი |
| ელგამათბობლები |
| მაცივრები |
| ტელევიზორები |
| ფოტოაპარატები |
| ტელეფონის აპარატები (მათ შორის, უკაბელო) |
| რაციები |
| კონდენციონერები |
| ჟურნალ-გაზეთები და სპეცლიტერატურა |
| ორგანიზაციის ბეჭდები, ბლანკები და ქვითრები |
| სასაქონლო ზედდებულები |
| საგზურის ფურცლები |
| სავიზიტო ბარათები |
| სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა |
| სამეურნეო საქონელი |
| სამუშაო იარაღები და ხელსაწყოები |
| სხვადასხვა მასალის მილები |
| ფურცლოვანი ლითონი |
| გასაჩარხი მასალა (მრგვალი რკინა) |
| სხვადასხვა მასალის სხმულები |
| ლაბორატორიული აღჭურვილობა |
| ქიმიური ხსნარები და რეაქტივები |
| დაზგა-დანადგარები |
| ავტომანქანები |
| სპეცსამშენებლო ტექნიკა |
| რეციკლირების მანქანის საჭრისები, საჭრისის ბუდეები, საჭრისის ბუდის ძირები და საჭრისის ბუდეების სამაგრები |
| გრეიდერის სათადარიგო ნაწილები |
| ,,ვირტგენ ინტერნაციონალის“ ჯგუფში შემავალი სპეცტექნიკის სათადარიგო ნაწილები |
| ,,კატერპილარის“ ჯგუფში შემავალი სპეცტექნიკის სათადარიგო ნაწილები |
| ავტომანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის სათადარიგო ნაწილები |
| ქვის სამსხვრევი საამქროს მალცვეთადი ნაწილები |
| ქვის სამსხვრევი საამქროს სათადარიგო ნაწილები |
| ქვის სამსხვრევის ელნაწილები და აგრეგატები |
| სამსხვრევის ყბები |
| ქვის სამსხვრევის ბადეები |
| ტრანსპორტიორის ლენტები |
| ბეტონის ქარხნის მალცვეთადი ნაწილები |
| ბეტონის ქარხნის სათადარიგო ნაწილები |
| ბეტონის ქარხნის ელნაწილები და აგრეგატები |
| ღორღი და სხვადასხვა ფრაქციის ქვიშა-ღორღოვანი მასალები |
| ბიტუმი, ბიტუმის ემულსია |
| ასფალტბეტონი |
| ცემენტი |
| სამშენებლო მასალები |
| ელგენერატორები |
| სპეცზეთები და საცხებ-საპოხი მასალები |
| დიზელის საწვავი |
| ბენზინი |
| საგზაო ნიშნები, ბოძკინტები, თვალამრიდები |
| გამაფრთხილებელი ნიშნები |
| არმირებული გრუნტის ელემენტები |
| სხვადასხვა ჭურჭელი-რეზერვუარი |
| ჟანგბადი, ჟანგბადის ბალონები |
| თხევადი გაზი |
| ბეტონის ქარხანა |
| მუშებისა და მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი ვაგონები |
| სასაწყობე ვაგონები |
| ელექტრონული აღრიცხვის სისტემები |
| სარქველები |
| ურდულები |
| კონსტრუქციული მასალები |
| არმატურა |
| ქვიშა-ხრეშის ნარევი |
| საბეტონე მასალა |
| ბეტონი |
| ყვითელი ქვიშა |
| პემზა |
| კიბეები |
| კიბის საფეხურები |
| ბეტონის ჭები |
| პოლიეთილენის ჭები |
| ლიუკებისა და ჭების ელემენტები |
| ლიუკებისა და ჭების სახურავები |
| საკეტიანი კაბინები და კარადები |
| სეიფები |
| საფოსტო ყუთები |
| ლამპიონები |
| გარე განათება |
| განათების სისტემები |
| ბეტონისა და ქვის ფილები |
| მოზაიკური ფილები |
| ბუნებრივი ქვის ფილები |
| კერამიკული ფილა (კედლის) |
| კერამიკული ფილა(იატაკის) |
| ლამინატისა და ხის პლინტუსები |
| ხის პარკეტი |
| ლამინირებული პარკეტი |
| ლინოლეუმი |
| კარ-ფანჯრების საკეტები და მოწყობილობები (ფურნიტურა) |
| ხის და მონათესავე მასალის კარ-ფანჯრები |
| მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები |
| მეტალის კარ-ფანჯრები |
| მინა |
| ქლორვინილის ქაფი |
| ხის კოჭები |
| გადასახური მასალები |
| მეტალკრამიტი |
| ფურცლოვანი თუნუქი |
| პოლიკარბონატი |
| წყალშემკრები ძაბრები |
| სანტექნიკური მასალები |
| პოლიმერული მასალის წყალსადენის მილები |
| პოლიეთილენის მუხლები |
| პოლიეთილენის სამკაპები |
| პოლიეთილენის რედუქტორები |
| პოლიეთილენის ადაპტორები |
| პოლიეთილენ-ფოლადის გადამყვანები |
| პოლიეთილენ-თუჯის გადამყვანები |
| პოლიეთილენის ე/შ ქუროები |
| პოლიეთილენის ე/შ უნაგირები |
| პოლიეთილენის ჯვარედინები |
| სახანძრო ჰიდრანტები (მიწისქვეშა) |
| თუჯის შიბერული ურდულები |
| ჭედადი თუჯის ურდულები |
| თუჯის სოლისებრი ურდულები |
| თუჯის დროსირებული ურდულები |
| თუჯის საჰაერო ურდულები |
| ვენტილები (ხრახნიანი) |
| რკინის ფლანეცები |
| შესადუღებელი აპარატები |
| ელექტროდები |
| ფოლადის დემონტირებადი ქუროები |
| ფოლადის მილები |
| ლითონის კვადრატული მილები |
| ლითონის კუთხოვანა |
| შველერები |
| სავენტილაციო სისტემის მასალები |
| კანალიზაციისა და ვენტილაციის პლასტმასის მილები |
| კანალიზაციის მასალები |
| თბოიზოლაციის მასალები |
| ჰიდროსაიზოლაციო მასალები |
| ელექტრო-, გაზისა და წყლის მრიცხველები |
| წყალსადენის მასალები |
| უნიტაზები |
| პირსაბანი ნიჟარები |
| საშხაპის ქვესადგამები |
| ონკანები |
| სანათები, ნათურები, ჭაღები |
| ელექტროფურნიტურა |
| ელექტროკაბელები |
| სამონტაჟო მასალები |
| ელექტროსამონტაჟო მასალები |
| ელექტროგამანაწილებელი ფარები |
| წყალემულსიის საღებავები |
| ზეთოვანი საღებავები |
| ფასადის საღებავები |
| საფითხნი მასალა (,,შპაკლი“) |
| თაბაშირ-მუყაოს ფილები |
| შპალერი და სხვა საფარი |
| პლასტიკატის შეკიდული ჭერის მასალები |
| სამსხმელო ყალიბები/ფორმები |
| ხარაჩოები |
| ხისა და მონათესავე პროდუქტის საყალიბე მასალა |
| ხის მასალა |
| ლურსმნები |
| გაზქურები, გაზის გამათბობლები |
| წყლის გამაცხელებლები |
| მყარი საწვავი |
| ქიმიური პროდუქტები |
| ქუჩების, ბაღების გასაფორმებელი სეზონური მცენარეები, ბალახი, ბალახის თესლი |
| წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები და ნერგები |
| მუშებისა და მომსახურე პერსონალის საკვები |
| საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭელი |
| თეთრეული, ლეიბები, ბალიშები, საბნები, პირსახოცები |
| არმატურა დ=6მმ |
| არმატურა დ=8მმ |
| არმატურა დ=10მმ |
| არმატურა დ=12მმ |
| არმატურა დ=14მმ |
| არმატურა დ=18მმ |
| არმატურა დ=20მმ |
| არმატურა დ=22მმ |
| არმატურა დ=25მმ |
| არმატურა დ=28მმ |
| არმატურა დ=32მმ |
| არმატურა დ=36მმ |
| არმატურა დ=40მმ |
| არმატურის საჭრელები და საღუნები |
| შესაკრავი მავთული |
| შედუღების მავთული |
| გლინულა დ=2-3მმ |
| გლინულა დ=6.5-8მმ |
| ორტესებრი ძელები №10-18 |
| ორტესებრი ძელები №20-36 |
| შველერები №6,5-14 |
| შველერები №16-24 |
| კუთხოვანა 20X20X2,5-დან 45X45X5-მდე |
| კუთხოვანა 50X50X3-დან 100X100X10-მდე |
| კვადრატი 6X6-დან 16X16-მდე |
| კვადრატი 18X18-დან 32X32-მდე |
| შიფერი თუნუქის მოთუთიებული |
| მეტალპროფილი |
| მეტალპროფილი გალვანიზებული |
| მეტალკრამიტი კეხი |
| მეტალფურცელი |
| პარაგრიტები |
| ტერამიშები |
| გაბიონები |
| ბიომატერია |
| გეოტექსტილი |
| რენოს მატრასები |
| სპილენძის რგოლები, სტეპლერები |
| ფურცლოვანი თუნუქი 0,5მმ-დან 0,8მმ-დე |
| ფურცლოვანი თუნუქი 1,0მმ-დან 1,4მმ-მდე |
| ზოლოვანა 18X3-დან 50X3-მდე |
| ზოლოვანა 50X4-დან 100X10-მდე |
| შავი ლითონის კონსტრუქციები |
| ბადეები წყობის, უჯრედის |
| მოაჯირის ბადეები |
| მოაჯირის ელემენტები |
| ბადეები, ეკალმავთული |
| თოკები, ტროსები, საჭიმები |
| სხვადასხვა ფორმის გისოსები |
| ლითონის ვიტრაჟები |
| ავტოფარეხის კარებები |
| გოფრირებული კარებები |
| ფარდა-ჟალუზები |
| რიგელების კონსტრუქციები |
| ფერმის კონსტრუქციები |
| სვეტების კონსტრუქციები |
| განათების რადიორელეური ანძები |
| ჯაჭვები, ბაგირები, გვარლები |
| ფოლადის მილები დ=15მმ |
| ფოლადის მილები დ=20მმ |
| ფოლადის მილები დ=25მმ |
| ფოლადის მილები დ=32მმ |
| ფოლადის მილები დ=40მმ |
| ფოლადის მილები დ=50მმ |
| ფოლადის მილები დ=57მმ |
| ფოლადის მილები დ=65მმ |
| ფოლადის მილები დ=80მმ |
| ფოლადის მილები დ=90მმ |
| ფოლადის მილები დ=100მმ |
| ფოლადის ელექტროშედუღებადი მილები |
| მაგისტრალური ნავთობსადენის მილები |
| თუჯის მილები |
| კერამიკული მილები |
| პოლივინილპლასტის მილები |
| კანალიზაციის გოფრირებული მილები |
| გოფრირებული მილები |
| ფერადი ლითონის ნაკეთობები |
| ფერადი ლითონები |
| ძვირფასი ლითონის ნაკეთობები |
| ძვირფასი ლითონები |
| აგური თიხის, კერამიკული |
| აგური თიხის, კერამიკული ორმაგი |
| აგური თიხის, მოსაპირკეთებელი |
| აგური თიხის, ფასადის |
| თიხის სატიხრე კერამიკული ბლოკი |
| სილიკატური აგური |
| ბეტონის ბლოკი წერტილოვანი საფუძვლის |
| ბეტონის ბლოკი საძირკვლის |
| ბეტონის ბლოკი ზეძირკვლის |
| ბლოკი მცირე ზომის |
| ტიხრის ბლოკი |
| ბეტონის სასარტყლე ბლოკი |
| ფასადის მოსაპირკეთებელი ბლოკი |
| ბეტონის წყლის სანიაღვრე ფილა |
| რკინაბეტონის მილები |
| რკინაბეტონის ნაკეთობები |
| რკინაბეტონის ხიმინჯები L=6,5-9m-მდე |
| რკინაბეტონის ხიმინჯები L=9m-მეტი |
| რკინაბეტონის ზღუდარი |
| რკინაბეტონის გადახურვის ფილები |
| სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-50, მ-75 (B-7) |
| სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-100, (B-7,5) |
| სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-150, (B-11) |
| სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-200, (B-15) |
| სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-250, (B-18,5) |
| სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-270, (B-20) |
| სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-300, (B-22,5) |
| სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-327, (B-25) |
| სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-400, (B-30) |
| სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-460, (B-35) |
| სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-521, (B-40) |
| სასაქონლო ბეტონი მძიმე (ხრეშოვანი) მომზადებისათვის მ-50, მ-75 |
| სასაქონლო ბეტონი მძიმე (ხრეშოვანი) მომზადებისათვის მ-100 |
| სასაქონლო ბეტონი მძიმე (ხრეშოვანი) მომზადებისათვის მ-200 |
| სასაქონლო მსუბუქი ბეტონი მ-50 |
| სასაქონლო მსუბუქი ბეტონი მ-75 |
| სასაქონლო მსუბუქი ბეტონი მ-100 |
| სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-100 (B-7,5) |
| სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-150 (B-11) |
| სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-200 (B-15) |
| სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-270 (B-20) |
| სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-300 (B-22,5) |
| სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-320 (B -25) |
| ცემენტი მ-300 |
| ცემენტი მ-400 |
| დცემენტი მ-500 |
| ცემენტი მ-300 (ნაყარი) |
| ცემენტი მ-400 (ნაყარი) |
| ცემენტი მ-500 (ნაყარი) |
| ევროცემენტი მ-400 |
| ჰაიდელბერგცემენტი მ-400 |
| ჰაიდელბერგცემენტი მ-300 |
| დეკორატიული ცემენტი |
| ცემენტის მზანარევი ჭიმის მოსაწყობად |
| ცარცი |
| ბეტონის ანტიფრიზი |
| ჰიდროსაიზოლაციო ცემენტი |
| საბურულე მასალები |
| ტოლი |
| პერგამინი |
| რუბეროიდი |
| ბრიზოლი |
| კილიტარუბეროიდი (ფოლგორუბეროიდი) |
| ლინიკრომი |
| ბიკროსტი |
| ბიტულინი |
| კილიტაიზოილი |
| ჰიდროიზოლი |
| ფუნდალინი |
| ფუნდალინის დამაგრების დუბელი |
| შინგლი სხვადასხვა ზედაპირით |
| ხსნარი წყობის |
| ხსნარი მოსაპირკეთებელი |
| ასფალტბეტონი მსხვილმარცვლოვანი |
| ასფალტბეტონი საშუალომარცვლოვანი |
| ასფალტბეტონი წვრილმარცვლოვანი |
| ფილერი |
| სამშენებლო ქიმია |
| სენდვიჩპანელები |
| სენდვიჩგადახურვა |
| რადიატორები |
| გათბობის ქვაბები |
| სანთურები |
| კოლექტორები |
| სამაცივრო დანადგარები |
| ლიფტები |
| ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები |
| ავტობიტუმმზიდები |
| ავტოცემენტმზიდები |
| შასი თვითმავალი |
| კოშკურა ამწეები |
| ჯოჯგინა ამწეები |
| ამწეები საავტომობილო სვლაზე |
| ამწეები მუხლუხა სვლაზე |
| ჯალამბარები |
| სასწორები |
| კონვეიერი ლენტური |
| გრეიდერები მცირე სიმძლავრის |
| გრეიდერები საშუალო სიმძლავრის |
| გრეიდერები მაღალი სიმძლავრის |
| კომპრესორი მოძრავი |
| კომპრესორი თვითმოძრავი |
| ექსკავატორი ერთციცხვიანი 0,25-0,80 კუბ.მ |
| ექსკავატორი ერთციცხვიანი 1-1,25 კუბ.მ |
| ექსკავატორი კოდალა |
| ქან-მგრევი მექანიზმები |
| მუხლუხა ექსკავატორი |
| პნევმატურთვლებიანი ექსკავატორი |
| ბულდოზერები 37-79 კვტ |
| ბულდოზერები 96-228 კვტ |
| ბულდოზერ-გამფხვიერებლები |
| ორმოსმთხრელი მანქანები |
| ბეტონმრევები |
| ბეტონის ტუმბოები |
| ავტოგუდრონატორები |
| სატკეპნი ვიბრაციული |
| სატკეპნი გლუვი |
| სატკეპნი თვითმავალი პნევმოსვლაზე |
| ქვაბი ბიტუმის მოძრავი |
| მოსარწყავ-მოსარეცხი მანქანა |
| ასფალტბეტონის დამგები |
| ხიმინჯის აგრეგატები |
| საბურღი აგრეგატები |
| საველე მილშესადუღებელი ბაზა |
| ბიტუმსადნობი აგრეგატები |
| ანკერების ჩასახრახნი მანქანა |
| დასაწნეხი აგრეგატები |
| ავტობეტონმრევი |
| ავტოთვითმცლელები 12-27ტ |
| ავტოთვითმცლელები 40-180ტ |
| სანგრევი ჩაქუჩები |
| ავტომობილები ბორტიანი |
| ავტოთვითსაცლელი |
| საწევარი _ ტრაილერები |
| ელექტრომოწყობილობები ძრავებისა და სატრანსპორტო საშუალებებისათვის |
| განათების არმატურა |
| განათების სისტემები |
| ელექტრომოწყობილობები და აპარატურა |
| წყლის ტუმბოები |
| საშინაო მოხმარების ხელსაწყოები |
| მოწყობილობები სანიტარიული მომსახურებებისათვის |
| ბლოკის საჭრელი დანადგარები |
| მსუბუქი ავტომობილები |
| მაღალი გამავლობის ავტომობილები |
| რაფის ტიპის ავტომობილები |
|
|
| კომპიუტერული მომსახურება |
| პროგრამული უზრუნველყოფა |
| საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურება |
| ნებართვებისა და სპეცფორმების აღება |
| რუკების ბეჭდვა |
| საფოსტო მომსახურება |
| წარმომადგენლობითი ხარჯები |
| საპროექტო მომსახურება |
| ,,ვირტგენ ინტერნაციონალის“ ჯგუფში შემავალი სპეცტექნიკის რემონტი |
| ,,კატერპილარის“ ჯგუფში შემავალი სპეცტექნიკის რემონტი |
| ქვის სამსხვრევი საამქროს რემონტი |
| ბეტონის ქარხნის კვანძების რემონტი |
| ა/მანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება |
| ა/მანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის რემონტი |
| მძიმეგაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება |
| ა/მანქანებისა და სპეცტექნიკის ტექდათვალიერება |
| დაზგა-დანადგარებისა და ელგენერატორების რემონტი |
| სანოტარო მომსახურება |
| თარგმნა |
| იურიდიული მომსახურება |
| სადაზღვევო მომსახურება |
| აუდიტური, საკონსულტაციო მომსახურება |
| პერსონალის გადამზადება, ტრენინგსემინარები |
| ექსპერტიზის მომსახურება |
| საბროკერო მომსახურება |
| საშუამავლო მომსახურება |
| ლაბორატორიული მომსახურება |
| დაცვა |
| დასუფთავება |
| სატრანსპორტო მომსახურება |
| სპეცტექნიკით მომსახურება |
| ა/მანქანებისა და სპეცტექნიკის იჯარა |
| მუშებისა და მომსახურე პერსონალის კვება |
| ასფალტის ქარხნის კვანძების რემონტი |
| სამრეცხაო მომსახურება |
| ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები |
| სამხერხაო მომსახურება |
| სატყეო მომსახურებასთან დაკავშირებული მომსახურებები |
| სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები |
| გრეიდერების იჯარა |
| გრეიდერებით მომსახურება |
| ექსკავატორების იჯარა |
| ექსკავატორებით მომსახურება |
| ავტოდამტვირთავების იჯარა |
| ავტოდამტვირთავებით მომსახურება |
| ბულდოზერების იჯარა |
| ბულდოზერებით მომსახურება |
| სატკეპნების იჯარა |
| სატკეპნებით მომსახურება |
| ვიბროსატკეპნის იჯარა |
| ვიბროსატკეპნით მომსახურება |
| რესაიკლერის იჯარა |
| რესაიკლერით მომსახურება |
| საბურღი აგრეგატების იჯარა |
| საბურღი აგრეგატებით მომსახურება |
| ფრეზის იჯარა |
| ფრეზით მომსახურება |
| მაღალი ტევადობის თვითმცლელების იჯარა |
| მაღალი ტევადობის თვითმცლელებით მომსახურება |
| ავტოთვითმცლელების იჯარა |
| ავტოთვითმცლელებით მომსახურება |
| ასფალტის დამგების იჯარა |
| ასფალტის დამგებით მომსახურება |
| ემულსიამზიდის იჯარა |
| ემულსიამზიდით მომსახურება |
| ემულსიის მოსასხმელი მანქანის იჯარა |
| ემულსიის მოსასხმელი მანქანით მომსახურება |
| წყლის მზიდი მანქანების იჯარა |
| წყლის მზიდი მანქანებით მომსახურება |
| დასასუფთავებელი მანქანების იჯარა |
| დასასუფთავებელი მანქანებით მომსახურება |
| ავტოამწეების იჯარა |
| ავტოამწეებით მომსახურება |
| ბეტონმზიდი მანქანების იჯარა |
| ბეტონმზიდი მანქანებით მომსახურება |
| ტრაილერების იჯარა |
| ტრაილერებით მომსახურება |
| ქანმნგრევი მექანიზმების იჯარა |
| ქანმნგრევი მექანიზმებით მომსახურება |
| ბეტონის დამგების იჯარა |
| ბეტონის დამგებით მომსახურება |
| გრუნტის ტრანსპორტირების მომსახურება |
| ბალასტის ტრანსპორტირების მომსახურება |
| სატვირთო მანქანების დაქირავება მძღოლებთან ერთად |
| ავტომობილების დაქირავება მძღოლებთან ერთად |
| ქვიშა-ხრეშის ტრანსპორტირების მომსახურება |
| ბიტუმის ტრანსპორტირების მომსახურება |
| არმატურის ტრანსპორტირების მომსახურება |
| ხე-ტყის ტრანსპორტირების მომსახურება |
| სამშენებლო ბლოკის ტრანსპორტირების მომსახურება |
| შეფუთული ცემენტის ტრანსპორტირების მომსახურება |
| ნაყარი ცემენტის ტრანსპორტირების მომსახურება |
| ქვიშის ტრანსპორტირების მომსახურება |
| გაჯის ტრანსპორტირების მომსახურება |
| კარ-ფანჯრების მონტაჟისა და რეგულირების მომსახურება |
| საკეტების მონტაჟისა და რეგულირების მომსახურება |
| ტუმბოების იჯარა |
| ტუმბოების შეკეთება და მომსახურება |
| სარქველების შეკეთება და მომსახურება |
| ონკანების შეკეთება და მომსახურება |
| ძრავების, ტრანსფორმატორებისა და გენერატორების მონტაჟი |
| ელექტროგამანაწილებელის და საკონტროლო მოწყობილობების მონტაჟი |
| ელექტრო- და მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი |
| სტუმრების დახვედრისა და მიღების ორგანიზების მომსახურება |
| საკონფერენციო დარბაზის იჯარა, საკონფერენციო მომსახურება |
| საინჟინრო მომსახურება |
| ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურება |
| მონიტორინგი და კონტროლი |
| კვლევასთან და დამუშავებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები |
| კვლევისა და დამუშავების დაპროექტება და განხორციელება |
| საყალიბე მასალის იჯარა |
| კონსტრუქციული მასალების იჯარა |
| დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება. |
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №138-ვებგვერდი,24.03.2011წ.
დანართი №2
|
№ | შესყიდვის საშუალება ( ერთ პირთან მოლაპარაკება, პირობათა გამოკითხვა) | შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება |
მიმწოდე ბელი მხარის დასახელება | შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა |
შესყიდვის საერთო ღირებულება | შესყიდვისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №380
2010 წლის 10 დეკემბე რი
ქ. თბილისი
შპს ,,საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული შპს ,,საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 201 2 წლის 1 დეკემბრ ის ჩათვლით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №96-ვებგვერდი,28.02.2011წ.
2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №138-ვებგვერდი,24.03.2011წ.
3. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №309 -ვებგვერდი, 12.08.2011წ.
შპს ,,საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1 . შპს ,,საგზაო ტექნიკის “ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი ) შემუშავებულია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა .თ “ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს ,,საგზაო ტექნიკის “ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს . ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება , კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა .
2 . შპს ,,საგზაო ტექნიკის “ მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანება ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ “ დებულების დამტკიცების შესახებ “.
3 . შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის , გაერთიანებული ერების ორგანიზაციის , ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის , აზიის განვითარების ბანკის , სხვა დონორი (დამფინანსებელი ) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები , თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია . იმ შემთხვევაში , თუ სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი , მათი , აგრეთვე სხვა სუბიექტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე .
4 . საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად .
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :
ა ) შესყიდვა – შპს ,,საგზაო ტექნიკის “ მიერ ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ;
ბ ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს ,,საგზაო ტექნიკა “;
გ ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან /და მომსახურება ;
დ ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური , ასევე არაიდენტური , მაგრამ მსგავსი კომპონენტების , ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლის ) ან /და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები ;
ე ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა ) როგორც მყარ , ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში , აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება , თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას ;
ვ ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი , საქონლისა და სამუშაოს გარდა . ამასთან , ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი – მომსახურება მოიცავს იჯარას , ქირავნობასა და ლიზინგს ;
ზ ) პრეტენდენტი – შესყიდვის მონაწილე პირი , რომელიც წარადგენს პირობათა გამოკითხვის წინადადებას ;
თ ) მიმწოდებელი – პირი , რომელმაც შპს ,,საგზაო ტექნიკასთან “ დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ ;
ი ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება , რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან /და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას ;
კ ) პირობათა გამოკითხვა – გამარტივებული საშუალება საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის ;
ლ) კომისია _ შპს ,,საგზაო ტექნიკის“ დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №138-ვებგვერდი,24.03.2011წ.
მუხლი 3. შპს ,,საგზაო ტექნიკის“ უფლება-მოვალეობები🔗
1 . შპს ,,საგზაო ტექნიკა “ უფლებამოსილია :
ა ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა შერჩევა ;
ბ ) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი ;
გ ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა , თუ აღნიშნული შესყიდვა შპს ,,საგზაო ტექნიკისათვის “ წამგებიანი აღმოჩნდება ;
დ ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა ;
ე ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას .
2 . შპს ,,საგზაო ტექნიკა “ ვალდებულია განახორციელოს შესყიდვის პროცედურები მის მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში , ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით .
მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები🔗
1 . ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (შპს ,,საგზაო ტექნიკის “ თანამშრომელი , კონსულტანტი , ექსპერტი და სხვ .) ვალდებულია წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ .
2 . დაუშვებელია , რომ შპს ,,საგზაო ტექნიკამ “ შესყიდვის მომზადება , განხორციელება ან /და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად ) მოიწვიოს პირი , თუ იგი :
ა ) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის , თანამშრომლის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი ;
ბ ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შპს ,,საგზაო ტექნიკაში “;
გ ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან .
3 . დაუშვებელია , შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა , რომლებიც მონაწილეობდნენ შესყიდვის მოსამზადებელ სამუშაოებში .
4 . ამ მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე :
ა ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ ;
ბ ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმართ .
მუხლი 5. შესყიდვების დაგეგმვა🔗
1 . შპს ,,საგზაო ტექნიკა “ შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად , რომელსაც ამტკიცებს შპს ,,საგზაო ტექნიკის “ დირექტორი .
2 . შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით , ერთი საბიუჯეტო (საფინანსო ) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად .
მუხლი 6. შესყიდვის საშუალებები🔗
1 . შესყიდვა ხორციელდება პირობათა გამოკითხვის საშუალებით , თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული .
2 . შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით , თუ :
ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს;
ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 1 000 000 ლარს;
ბ) კომისიამ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება;
გ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;
დ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;
ე) ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე საქონლით ჩანაცვლება.
3. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია.
4. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №138-ვებგვერდი,24.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №309 -ვებგვერდი, 12.08.2011წ.
მუხლი 7. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი🔗
1. პირობათა გამოკითხვას ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შპს ,,საგზაო ტექნიკის “ დირექტორი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით.
2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შპს ,,საგზაო ტექნიკის“ თანამშრომლები.
3. კომისიას თავმჯდომარეობს შპს ,,საგზაო ტექნიკის“ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მქონე პირი ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 8. განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ🔗
1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია შპს ,,საგზაო ტექნიკის“ სახელით პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას (შემდგომში – დოკუმენტაცია) უგზავნის მის მიერ შერჩეულ არანაკლებ სამ პირს. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა, ასეთ შემთხვევაში პირობათა გამოკითხვის შესახებ განცხადებას აქვეყნებს გაზეთ ,,24 საათში “ და/ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
2. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ უნდა იყოს:
ა ) შპს ,,საგზაო ტექნიკის “ რეკვიზიტები ;
ბ ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახეობა , რაოდენობა , ხარისხი და სავარაუდო ღირებულება . იმ შემთხვევაში , თუ შესყიდვის ობიექტის (ნავთობპროდუქცია და სხვა მსგავსი საქონელი ) ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასებზე , შესაძლებელია , შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენისას შპს ,,საგზაო ტექნიკამ “ გაითვალისწინოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მომენტისათვის კონკრეტულ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებელი . ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დასადგენად გამოიყენება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესი , მიწოდების ადგილი და ფორმა , შესრულების ადგილი , აგრეთვე სხვა მონაცემები , რომელთა მითითებას შპს ,,საგზაო ტექნიკა “ საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით ;
გ ) შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები ;
დ ) პირობათა გამოკითხვის შესახებ წინადადებების წარდგენის ვადა , ადგილი და ენა ;
ე ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები , ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში ;
ვ ) დოკუმენტაციის გატანის წესი , ვადა და ადგილი .
3 . პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს კომისია .
4 . კომისიას უფლება აქვს , შეცვალოს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ, ასევე მიეწოდოთ ინფორმაცია წერილობითი სახით იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ ან რომლებმაც გაიტანეს დოკუმენტაცია.
5. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს გონივრულ ვადებში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
მუხლი 9. საკვალიფიკაციო მონაცემები🔗
შესყიდვის მონაწილეობის მსურველთათვის საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ მოთხოვნებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს კომისია.
მუხლი 10. პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია🔗
1. კომისია დოკუმენტაციას ამტკიცებს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადების გაგზავნამდე ან მის გამოქვეყნებამდე.
2. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) განაცხადს პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობისათვის;
ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესყიდვის ობიექტის აღწერილობა);
გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;
დ) პირობათა გამოკითხვის წინადადებას;
ე) შეფასების კრიტერიუმებს.
მუხლი 11. პრეტენდენტთა პირობათა გამოკითხვის წინადადების წარდგენისა და განხილვის წესი🔗
1 . პირობათა გამოკითხვის წინადადების (შემდგომში – წინადადება ) წარდგენა შესაძლებელია დახურული კონვერტით . შეთავაზებული წინადადებების შერჩევა ხდება პრეტენდენტთა თანდასწრებით .
2 . პრეტენდენტებს უფლება აქვთ , კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ წინადადება .
3 . შესული წინადადებების შერჩევა ხდება იმავე დღეს , წინადადების მიღების დამთავრებისთანავე , ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება შერჩევის დასრულებიდან 2 დღის ვადაში .
4 . კომისია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს იმ შემთხვევაში , თუ :
ა ) პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით ) ან /და ინფორმაცია , საჭიროების შემთხვევაში – ნიმუში ;
ბ ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას ;
გ ) შესყიდვის პროცედურების მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან /და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება .
5 . შემსყიდველი იტოვებს უფლებას , წარდგენილ დოკუმენტაციაში რაიმე სახის ეჭვის გამოვლენის შემთხვევაში მოსთხოვოს პრეტენდენტს აღნიშნული დოკუმენტის ხელახალი წარდგენა .
6 . წინადადების შერჩევის დროს უნდა შემოწმდეს , არის თუ არა მასში დაშვებული მექანიკური შეცდომები . შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში კომისიამ ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს შეცდომის გამოსწორება .
7 . კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები , რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე . ამასთან , ზეპირი ვაჭრობის დროს დასაშვებია მხოლოდ წინადადებით წარდგენილი ფასის შეცვლა .
8 . წინადადებები შეფასდება დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით .
9 . წინადადების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები :
ა ) წინადადების ღირებულება ;
ბ ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები ;
გ ) საქონლისა და მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები ;
დ ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები .
10 . შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით, ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. მათ შორის ფასთა გამოკითხვის კოეფიციენტი გათვალისწინებული იქნება არანაკლებ 0.4-ით.
11. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლის დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის წინადადების ჯამური შეფასება. კომისიის წევრის ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ერთ ხმად.
12. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის დასკვნა.
13. კომისიის გადაწყვეტილება პირობათა გამოკითხვის პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში აგრეთვე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებები.
მუხლი 12. პირობათა გამოკითხვისას ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები🔗
1 . ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე .
2 . შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შერჩევის პროცედურის დასრულებისთანავე დაადგინოს დოკუმენტაციაში მითითებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს .
3 . კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები , რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე .
4 . ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან /და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას .
5 . ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ წინადადებ ებით წარდგენილ ფასებს ან /და ერთეულის ფასებს (მათი არსებობის შემთხვევაში ) (შემდგომში – ფასი ). აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს , სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით .
6 . ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით . წინადადების ფასის ცვლას იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი .
7 . ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან /და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში . ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს .
8 . ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა , მათ შორის , თითოეული მონაწილე პრეტენდენტის წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი დაფიქსირებული ფასი, უნდა აისახოს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის ყველა წევრი და მონაწილე პრეტენდენტები. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა მიიჩნევა, როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყველა შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მისი წინადადების პირვანდელი ფასი.
9. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შეფასება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 13. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება🔗
1. ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შპს ,,საგზაო ტექნიკას“ შორის იდება ხელშეკრულება.
2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისია მიმართავს პირობათა გამოკითხვის პროცედურის მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ტარდება ახალი პირობათა გამოკითხვა. თუ წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი წინადადებების ხელახალი განხილვა.
მუხლი 14. ჩაშლილი პირობათა გამოკითხვა🔗
1. პირობათა გამოკითხვა ითვლება ჩაშლილად, თუ:
ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან წინადადება;
ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და წინადადება არ შეესაბამებოდა შპს ,,საგზაო ტექნიკის “ მოთხოვნებს;
გ) წარდგენილი წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შპს ,,საგზაო ტექნიკის“ ფინანსურ შესაძლებლობებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამავე წესის მე-15 მუხლის თანახმად, ცხადდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა.
მუხლი 15. ხელახალი პირობათა გამოკითხვა🔗
1. პირობათა გამოკითხვის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ კომისიას შეაქვს საჭირო ცვლილებები ახალ დოკუმენტაციაში და ატარებს ხელახალ პირობათა გამოკითხვას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შპს ,,საგზაო ტექნიკის“ დირექტორს უფლება აქვს, შეცვალოს კომისიის შემადგენლობა.
მუხლი 16. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი🔗
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი პირობები:
ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის და მთლიანი ღირებულება;
გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
დ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 200 000 ლარს;
ე) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ეტაპობრივი ვადები და ადგილი;
ვ) საქონლის, მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი;
ზ) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი და ადგილი;
თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ი) დავების გადაწყვეტის წესი;
კ) ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების პირობები.
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ, კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული აუცილებელი პირობები.
4. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ შესყიდვის ობიექტებია:
ა) კომუნალური მომსახურება (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი, დასუფთავება და სხვ.);
ბ) ფიქსირებული სატელეფონო ქსელის მომსახურება;
გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა;
დ) საქონელი ან მომსახურება, რომლის შესყიდვაც განხორციელდება დირექტორის გადაწყვეტილებით, თუ საქონლის ან მომსახურების შესყიდვა დასტურდება საბაჟო დეკლარაციით, ზედდებულით ან/და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით (საბანკო გადარიცხვა, ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიღება-ჩაბარების აქტი);
ე) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები, რომელთა ღირებულება ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში არ აღემატება 10 000 ლარს.
5. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, აგრეთვე საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №138-ვებგვერდი,24.03.2011წ.
მუხლი 17. ანგარიშის წარდგენა🔗
1. შპს ,,საგზაო ტექნიკა“ განხორციელებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არა უგვიანეს მომდევნო წლის 20 თებერვლისა.
2. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 18. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №96-ვებგვერდი,28.02.2011წ.
დანართი №1
შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება
საოფისე და კომპიუტერული მანქანები, აქსესუარები, მოწყობილობები და მარაგი პროგრამების პაკეტის ჩათვლით
საოფისე და კომპიუტერული მანქანები, აქსესუარები, მოწყობილობები და მარაგი, პროგრამების პაკეტის ჩათვლით
საკანცელარიო საქონელი
საოფისე ავეჯი
ავეჯი
ელგამათბობლები
ელ. გამათბობლები
მაცივრები
ტელევიზორები
ფოტოაპარატები
ტელეფონის აპარატები (მათ შორის, უკაბელო)
ტელეფონის აპარატები (მათ შორის, უკაბელო ტელეფონის აპარატები)
რაციები
კონდენციონერები
ჟურნალ-გაზეთები და სპეცლიტერატურა
ორგანიზაციის ბეჭდები, ბლანკები და ქვითრები
სასაქონლო ზედდებულები
საგზურის ფურცლები
სავიზიტო ბარათები
სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა
სამეურნეო საქონელი
სამუშაო იარაღები და ხელსაწყოები
სხვადასხვა მასალის მილები
ფურცლოვანი ლითონი
გასაჩარხი მასალა (მრგვალი რკინა)
სხვადასხვა მასალის სხმულები
ლაბორატორიული აღჭურვილობა
ქიმიური ხსნარები და რეაქტივები
დაზგა-დანადგარები
ავტომანქანები
ავტო მანქანები
სპეცსამშენებლო ტექნიკა
რეციკლირების მანქანის საჭრისები, საჭრისის ბუდეები, საჭრისის ბუდის ძირები და საჭრისის ბუდეების სამაგრები
გრეიდერის სათადარიგო ნაწილები
,,ვირტგენ ინტერნაციონალის“ ჯგუფში შემავალი სპეცტექნიკის სათადარიგო ნაწილები
„ვირტგენ ინტერნაციონალის“ ჯგუფში შემავალი სპეცტექნიკის სათადარიგო ნაწილები
,,კატერპილარის“ ჯგუფში შემავალი სპეცტექნიკის სათადარიგო ნაწილები
„კატერპილარის“ ჯგუფში შემავალი სპეცტექნიკის სათადარიგო ნაწილები
ავტომანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის სათადარიგო ნაწილები
ქვის სამსხვრევი საამქროს მალცვეთადი ნაწილები
ქვის სამსხვრევი საამქროს სათადარიგო ნაწილები
ქვის სამსხვრევის ელნაწილები და აგრეგატები
ქვის სამსხვრევის ელექტრო ნაწილები და აგრეგატები
სამსხვრევის ყბები
ქვის სამსხვრევის ბადეები
ქვის სამსხვრების ბადეები
ტრანსპორტიორის ლენტები
ბეტონის ქარხნის მალცვეთადი ნაწილები
ბეტონის ქარხნის სათადარიგო ნაწილები
ბეტონის ქარხნის ელნაწილები და აგრეგატები
ბეტონის ქარხნის ელ. ნაწილები და აგრეგატები
ღორღი და სხვადასხვა ფრაქციის ქვიშა-ღორღოვანი მასალები
ბიტუმი, ბიტუმის ემულსია
ბიტუმი
ასფალტბეტონი
ბიტუმის ემულსია, ფენებს შორის დასამუშავებელი
ბიტუმის ემულსია, საფუძვლის დასამუშავებელი
ბიტუმის ემულსია, ზედაპირის დასამუშავებელი
ნავთობპროდუქტები
ასფალტობეტონი
ცემენტი
სამშენებლო მასალები
ელგენერატორები
ელ. გენერატორები
სპეცზეთები და საცხებ-საპოხი მასალები
დიზელის საწვავი
ბენზინი
საგზაო ნიშნები, ბოძკინტები, თვალამრიდები
გამაფრთხილებელი ნიშნები
არმირებული გრუნტის ელემენტები
სხვადასხვა ჭურჭელი-რეზერვუარი
ჟანგბადი, ჟანგბადის ბალონები
თხევადი გაზი
ბუნებრივი აირი
ბეტონის ქარხანა
მუშებისა და მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი ვაგონები
სასაწყობე ვაგონები
ელექტრონული აღრიცხვის სისტემები
სარქველები
ურდულები
კონსტრუქციული მასალები
არმატურა
ქვიშა-ხრეშის ნარევი
საბეტონე მასალა
ბეტონი
ყვითელი ქვიშა
პემზა
კიბეები
კიბის საფეხურები
ბეტონის ჭები
პოლიეთილენის ჭები
ლიუკებისა და ჭების ელემენტები
ლიუკებისა და ჭების სახურავები
საკეტიანი კაბინები და კარადები
სეიფები
საფოსტო ყუთები
ლამპიონები
გარე განათება
განათების სისტემები
ბეტონისა და ქვის ფილები
მოზაიკური ფილები
ბუნებრივი ქვის ფილები
კერამიკული ფილა (კედლის)
კერამიკული ფილა(იატაკის)
კერამიკული ფილა (იატაკის)
ლამინატისა და ხის პლინტუსები
ხის პარკეტი
ლამინირებული პარკეტი
ლინოლეუმი
კარ-ფანჯრების საკეტები და მოწყობილობები (ფურნიტურა)
ხის და მონათესავე მასალის კარ-ფანჯრები
სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ფანჯრის რაფები
ხისა და მისი მონათესავე მასალისაგან დამზადებული კარ-ფანჯრები
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები
მეტალის კარ-ფანჯრები
მინა
ქლორვინილის ქაფი
ხის კოჭები
გადასახური მასალები
მეტალკრამიტი
მეტალოკრამიტი
პროფნასტილი
ფურცლოვანი თუნუქი
პოლიკარბონატი
წყალშემკრები ძაბრები
სანტექნიკური მასალები
პოლიმერული მასალის წყალსადენის მილები
პოლიეთილენის მუხლები
პოლიეთილენის სამკაპები
პოლიეთილენის რედუქტორები
პოლიეთილენის ადაპტორები
პოლიეთილენ-ფოლადის გადამყვანები
პოლიეთილენ ფოლადის გადამყვანები
პოლიეთილენ-თუჯის გადამყვანები
პოლიეთილენ თუჯის გადამყვანები
პოლიეთილენის ე/შ ქუროები
პოლიეთილენის ე/შ უნაგირები
პოლიეთილენის ჯვარედინები
სახანძრო ჰიდრანტები (მიწისქვეშა)
სახანძრო ჰიდრანტები
ურდულები
თუჯის შიბერული ურდულები
ჭედადი თუჯის ურდულები
თუჯის სოლისებრი ურდულები
თუჯის დროსირებული ურდულები
თუჯის საჰაერო ურდულები
ვენტილები (ხრახნიანი)
რკინის ფლანეცები
შესადუღებელი აპარატები
ელექტროდები
ფოლადის დემონტირებადი ქუროები
ფოლადის მილები
ლითონის კვადრატული მილები
ლითონის კუთხოვანა
შველერები
ლითონის კოჭები
სავენტილაციო სისტემის მასალები
კანალიზაციისა და ვენტილაციის პლასტმასის მილები
კანალიზაციის მასალები
თბოიზოლაციის მასალები
ჰიდროსაიზოლაციო მასალები
ელექტრო-, გაზისა და წყლის მრიცხველები
ელექტრო, გაზისა და წყლის მრიცხველები
წყალსადენის მასალები
უნიტაზები
პირსაბანი ნიჟარები
საშხაპის ქვესადგამები
ონკანები
სანათები, ნათურები, ჭაღები
ელექტროფურნიტურა
ელექტროკაბელები
სამონტაჟო მასალები
ელექტროსამონტაჟო მასალები
ელექტროგამანაწილებელი ფარები
საღებავები
წყალემულსიის საღებავები
ზეთოვანი საღებავები
ფასადის საღებავები
საფითხნი მასალა (,,შპაკლი“)
საფითხნი მასალა (,,შპაკლი”)
თაბაშირ-მუყაოს ფილები
შპალერი და სხვა საფარი
პლასტიკატის შეკიდული ჭერის მასალები
სამსხმელო ყალიბები/ფორმები
ხარაჩოები
ხისა და მონათესავე პროდუქტის საყალიბე მასალა
ხის მასალა
ლურსმნები
გაზქურები, გაზის გამათბობლები
წყლის გამაცხელებლები
მყარი საწვავი
ქიმიური პროდუქტები
ქუჩების, ბაღების გასაფორმებელი სეზონური მცენარეები, ბალახი, ბალახის თესლი
წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები და ნერგები
შერეული ჯიშის ხე-მცენარეები
მუშებისა და მომსახურე პერსონალის საკვები
საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭელი
თეთრეული, ლეიბები, ბალიშები, საბნები, პირსახოცები
არმატურა დ=6მმ
არმატურა დ=8მმ
არმატურა დ=10მმ
არმატურა დ=12მმ
არმატურა დ=14მმ
არმატურა დ=18მმ
არმატურა დ=20მმ
არმატურა დ=22მმ
არმატურა დ=25მმ
არმატურა დ=28მმ
არმატურა დ=32მმ
არმატურა დ=36მმ
არმატურა დ=40მმ
არმატურის საჭრელები და საღუნები
შესაკრავი მავთული
მავთული შესაკრავი
შედუღების მავთული
მავთული შედუღების
გლინულა დ=2-3მმ
გლინულა დ=6.5-8მმ
გლინულა დ=3-6.5მმ
ორტესებრი ძელები №10-18
ორტესებრი ძელები №20-36
შველერები №6,5-14
შველერები №16-24
კუთხოვანა 20X20X2,5-დან 45X45X5-მდე
კუთხოვანა 50X50X3-დან 100X100X10-მდე
კვადრატი 6X6-დან 16X16-მდე
კვადრატი 18X18-დან 32X32-მდე
შიფერი თუნუქის მოთუთიებული
მეტალპროფილი
მეტალოპროფილი
მეტალპროფილი გალვანიზებული
მეტალოპროფილი გალვანიზებული
მეტალკრამიტი კეხი
მეტალოკრამიტი კეხი
მეტალფურცელი
მეტალოფურცელი
პარაგრიტები
ტერამიშები
გაბიონები
ბიომატერია
გეოტექსტილი
რენოს მატრასები
სპილენძის რგოლები, სტეპლერები
ფურცლოვანი თუნუქი 0,5მმ-დან 0,8მმ-დე
თუნუქი ფურცლოვანი 0,5მმ-დან 0,8მმ-დე
ფურცლოვანი თუნუქი 1,0მმ-დან 1,4მმ-მდე
თუნუქი ფურცლოვანი 1,0მმ-დან-1,4მმ-მდე
ზოლოვანა 18X3-დან 50X3-მდე
ზოლოვანა 50X4-დან 100X10-მდე
შავი ლითონის კონსტრუქციები
ბადეები წყობის, უჯრედის
მოაჯირის ბადეები
მოაჯირის ელემენტები
ბადეები, ეკალმავთული
თოკები, ტროსები, საჭიმები
სხვადასხვა ფორმის გისოსები
გისოსები სხვადასხვა ფორმის
ლითონის ვიტრაჟები
ავტოფარეხის კარებები
ავტოფარეხის კარები
გოფრირებული კარებები
გოფრირებული კარები
ფარდა-ჟალუზები
რიგელების კონსტრუქციები
ფერმის კონსტრუქციები
სვეტების კონსტრუქციები
განათების რადიორელეური ანძები
განათების ანძები რადიორელეური
ჯაჭვები, ბაგირები, გვარლები
პოლიეთილენის მილები პნ10 დ=25მმ-მდე
პოლიეთილენის მილები პნ16 დ=25მმ-მდე
პოლიეთილენის მილები პნ10 დ=25
პოლიეთილენის მილები პნ16 დ=25
პოლიეთილენის მილები პნ10 დ=32
პოლიეთილენის მილები პნ16 დ=32
პოლიეთილენის მილები პნ10 დ=63
პოლიეთილენის მილები პნ16 დ=63
პოლიეთილენის მილები პნ10 დ=100
პოლიეთილენის მილები პნ16 დ=100
პოლიეთილენის მილები პნ10 დ=160
პოლიეთილენის მილები პნ16 დ=160
პოლიეთილენის მილები პნ10 დ=200
პოლიეთილენის მილები პნ16 დ=200
პოლიეთილენის მილები პნ10 დ=250
პოლიეთილენის მილები პნ16 დ=250
პოლიეთილენის მილები პნ10 დ=300მმ-დან ზევით
პოლიეთილენის მილები პნ16 დ=300მმ-დან ზევით
შედუღების მასალები
ფოლადის მილები დ=15მმ
ფოლადის მილები დ=20მმ
ფოლადის მილები დ=25მმ
ფოლადის მილები დ=32მმ
ფოლადის მილები დ=40მმ
ფოლადის მილები დ=50მმ
ფოლადის მილები დ=57მმ
ფოლადის მილები დ=65მმ
ფოლადის მილები დ=80მმ
ფოლადის მილები დ=90მმ
ფოლადის მილები დ=100მმ
ფოლადის ელექტროშედუღებადი მილები
მაგისტრალური ნავთობსადენის მილები
გარცმის მილები
რკინაბეტონის მილები
თუჯის მილები
კერამიკული მილები
პოლივინილპლასტის მილები
კანალიზაციის გოფრირებული მილები
გოფრირებული მილები
ფერადი ლითონის ნაკეთობები
ფერადი ლითონები
ძვირფასი ლითონის ნაკეთობები
ძვირფასი ლითონები
აგური თიხის, კერამიკული
აგური თიხის, კერამიკული ორმაგი
აგური თიხის, მოსაპირკეთებელი
აგური თიხის, ფასადის
თიხის სატიხრე კერამიკული ბლოკი
სილიკატური აგური
აგური სილიკატური
ბეტონის ბლოკი წერტილოვანი საფუძვლის
ბეტონის ბლოკი საძირკვლის
ბეტონის ბლოკი ზეძირკვლის
ბლოკი მცირე ზომის
ტიხრის ბლოკი
ბლოკი
პარაპეტის ბლოკები
ბორდიურები
სხვადასხვა მასალის ცხაურები
ბეტონის სასარტყლე ბლოკი
ფასადის მოსაპირკეთებელი ბლოკი
ბეტონის წყლის სანიაღვრე ფილა
რკინაბეტონის მილები
რკინაბეტონის ნაკეთობები
რკინაბეტონის ხიმინჯები L=6,5-9m-მდე
რკინაბეტონის ხიმინჯები L=6,5-9 m-მდე
რკინაბეტონის ხიმინჯები L=9m-მეტი
რკინაბეტონის ზღუდარი
რკინაბეტონის გადახურვის ფილები
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-50, მ-75 (B-7)
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-100, (B-7,5)
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-150, (B-11)
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-200, (B-15)
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-250, (B-18,5)
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-270, (B-20)
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-300, (B-22,5)
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-327, (B-25)
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-400, (B-30)
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-460, (B-35)
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-521, (B-40)
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ხრეშოვანი) მომზადებისათვის მ-50, მ-75
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ხრეშოვანი) მომზადებისათვის მ-100
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ხრეშოვანი) მომზადებისათვის მ-200
სასაქონლო მსუბუქი ბეტონი მ-50
სასაქონლო მსუბუქი ბეტონი მ-75
სასაქონლო მსუბუქი ბეტონი მ-100
სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-100 (B-7,5)
სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-150 (B-11)
სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-200 (B-15)
სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-270 (B-20)
სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-300 (B-22,5)
სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-320 (B -25)
სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-320 (B-25)
ცემენტი მ-300
ცემენტი მ-400
დცემენტი მ-500
ცემენტი მ-500
ცემენტი მ-300 (ნაყარი)
ცემენტი მ-400 (ნაყარი)
ცემენტი მ-500 (ნაყარი)
ევროცემენტი მ-400
ჰაიდელბერგცემენტი მ-400
ჰაიდელბერგცემენტი მ-300
დეკორატიული ცემენტი
ცემენტი დეკორატიული
ცემენტის მზანარევი ჭიმის მოსაწყობად
წებოცემენტი
ცემენტის მზა ნარევი ჭიმის მოსაწყობად
ცარცი
ბეტონის ანტიფრიზი
ჰიდროსაიზოლაციო ცემენტი
საბურულე მასალები
ტოლი
პერგამინი
რუბეროიდი
ბრიზოლი
კილიტარუბეროიდი (ფოლგორუბეროიდი)
ლინიკრომი
ბიკროსტი
ბიტულინი
კილიტაიზოილი
ჰიდროიზოლი
ფუნდალინი
ფუნდალინის დამაგრების დუბელი
შინგლი სხვადასხვა ზედაპირით
ხსნარი წყობის
ხსნარი მოსაპირკეთებელი
ასფალტბეტონი მსხვილმარცვლოვანი
ასფალტობეტონი მსხვილმარცვლოვანი
ასფალტბეტონი საშუალომარცვლოვანი
ასფალტობეტონი საშუალომარცვლოვანი
ასფალტბეტონი წვრილმარცვლოვანი
ასფალტობეტონი წვრილმარცვლოვანი
ქვიშოვანი ასფალტობეტონი
ასფალტობეტონი ტროტუარებისთვის
ფილერი
სამშენებლო ქიმია
სენდვიჩპანელები
სენდვიჩ პანელები
სენდვიჩგადახურვა
სენდვიჩ გადახურვა
რადიატორები
გათბობის ქვაბები
სანთურები
კოლექტორები
სამაცივრო დანადგარები
ლიფტები
ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები
საწვავისა და ბუნებრივი აირის გასამართი სადგურები და მათი სათადარიგო ნაწილები
ავტობიტუმმზიდები
ავტოცემენტმზიდები
შასი თვითმავალი
შასი, თვითმავალი
კოშკურა ამწეები
ჯოჯგინა ამწეები
ამწეები საავტომობილო სვლაზე
ამწეები მუხლუხა სვლაზე
ჯალამბარები
სასწორები
კონვეიერი ლენტური
გრეიდერები მცირე სიმძლავრის
გრეიდერები საშუალო სიმძლავრის
გრეიდერები მაღალი სიმძლავრის
კომპრესორი მოძრავი
კომპრესორი თვითმოძრავი
ექსკავატორი ერთციცხვიანი 0,25-0,80 კუბ.მ
ექსკავატორი ერთციცხვიანი 1-1,25 კუბ.მ
ექსკავატორი კოდალა
ქან-მგრევი მექანიზმები
ქანმგრევი მექანიზმები
მუხლუხა ექსკავატორი
პნევმატურთვლებიანი ექსკავატორი
ბულდოზერები 37-79 კვტ
ბულდოზერები 37-79კვტ
ბულდოზერები 96-228 კვტ
ბულდოზერ-გამფხვიერებლები
ორმოსმთხრელი მანქანები
ბეტონმრევები
ბეტონის ტუმბოები
ავტოგუდრონატორები
სატკეპნი ვიბრაციული
სატკეპნი გლუვი
სატკეპნი თვითმავალი პნევმოსვლაზე
ქვაბი ბიტუმის მოძრავი
მოსარწყავ-მოსარეცხი მანქანა
ასფალტბეტონის დამგები
ასფალტობეტონის დამგები
ხიმინჯის აგრეგატები
საბურღი აგრეგატები
საველე მილშესადუღებელი ბაზა
ბიტუმსადნობი აგრეგატები
ანკერების ჩასახრახნი მანქანა
დასაწნეხი აგრეგატები
ავტობეტონმრევი
ავტოთვითმცლელები 12-27ტ
ავტოთვითმცლელები 40-180ტ
სანგრევი ჩაქუჩები
ავტომობილები ბორტიანი
ავტოთვითსაცლელი
საწევარი _ ტრაილერები
საწევარი – ტრაილერები
ელექტრომოწყობილობები ძრავებისა და სატრანსპორტო საშუალებებისათვის
განათების არმატურა
განათების სისტემები
ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
განათების ბოძები
ელექტრო მოწყობილობები და აპარატურა
წყლის ტუმბოები
საშინაო მოხმარების ხელსაწყოები
მოწყობილობები სანიტარიული მომსახურებებისათვის
ბლოკის საჭრელი დანადგარები
მსუბუქი ავტომობილები
მაღალი გამავლობის ავტომობილები
რაფის ტიპის ავტომობილები
საბავშვო საქანელები
ბაღების, სკვერების მოსაწყობი მასალები
ხელოვნური საფარი
ხელოვნური საფარის მოსაწყობი მასალები
კომპიუტერული მომსახურება
პროგრამული უზრუნველყოფა
საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურება
ნებართვებისა და სპეცფორმების აღება
რუკების ბეჭდვა
საფოსტო მომსახურება
წარმომადგენლობითი ხარჯები
საპროექტო მომსახურება
,,ვირტგენ ინტერნაციონალის“ ჯგუფში შემავალი სპეცტექნიკის რემონტი
„ვირტგენ ინტერნაციონალის“ ჯგუფში შემავალი სპეცტექნიკის რემონტი
,,კატერპილარის“ ჯგუფში შემავალი სპეცტექნიკის რემონტი
„კატერპილარის“ჯგუფში შემავალი სპეცტექნიკის რემონტი
ქვის სამსხვრევი საამქროს რემონტი
ბეტონის ქარხნის კვანძების რემონტი
ა/მანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება
ა/მანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის რემონტი
მძიმეგაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება
მძიმე გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება
ა/მანქანებისა და სპეცტექნიკის ტექდათვალიერება
დაზგა-დანადგარებისა და ელგენერატორების რემონტი
დაზგა-დანადგარებისა და ელ. გენერატორების რემონტი
სანოტარო მომსახურება
თარგმნა
იურიდიული მომსახურება
სადაზღვევო მომსახურება
აუდიტური, საკონსულტაციო მომსახურება
პერსონალის გადამზადება, ტრენინგსემინარები
პერსონალის გადამზადება, ტრენინგ-სემინარები
ექსპერტიზის მომსახურება
საბროკერო მომსახურება
საშუამავლო მომსახურება
ლაბორატორიული მომსახურება
დაცვა
დასუფთავება
სატრანსპორტო მომსახურება
სპეცტექნიკით მომსახურება
ა/მანქანებისა და სპეცტექნიკის იჯარა
მუშებისა და მომსახურე პერსონალის კვება
ასფალტის ქარხნის კვანძების რემონტი
სამრეცხაო მომსახურება
ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
სამხერხაო მომსახურება
სატყეო მომსახურებასთან დაკავშირებული მომსახურებები
სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები
გრეიდერების იჯარა
გრეიდერებით მომსახურება
ექსკავატორების იჯარა
ექსკავატორებით მომსახურება
ავტოდამტვირთავების იჯარა
ავტოდამტვირთავებით მომსახურება
ბულდოზერების იჯარა
ბულდოზერებით მომსახურება
სატკეპნების იჯარა
სატკეპნებით მომსახურება
ვიბროსატკეპნის იჯარა
ვიბროსატკეპნით მომსახურება
რესაიკლერის იჯარა
რესაიკლერით მომსახურება
საბურღი აგრეგატების იჯარა
საბურღი აგრეგატებით მომსახურება
საბურღი აგრეგატებით მომსახურება
საბურღი აგრეგატების იჯარა
ფრეზის იჯარა
ფრეზით მომსახურება
მაღალი ტევადობის თვითმცლელების იჯარა
მაღალი ტევადობის თვითმცლელებით მომსახურება
ავტოთვითმცლელების იჯარა
ავტოთვითმცლელებით მომსახურება
ასფალტის დამგების იჯარა
ასფალტის დამგებით მომსახურება
ემულსიამზიდის იჯარა
ემულსიამზიდით მომსახურება
ემულსიის მოსასხმელი მანქანის იჯარა
ემულსიის მოსასხმელი მანქანით მომსახურება
წყლის მზიდი მანქანების იჯარა
წყლის მზიდი მანქანებით მომსახურება
დასასუფთავებელი მანქანების იჯარა
დასასუფთავებელი მანქანებით მომსახურება
ავტოამწეების იჯარა
ავტოამწეებით მომსახურება
ბეტონმზიდი მანქანების იჯარა
ბეტონმზიდი მანქანებით მომსახურება
ტრაილერების იჯარა
ტრაილერებით მომსახურება
ქანმნგრევი მექანიზმების იჯარა
ქანმნგრევი მექანიზმებით მომსახურება
ქანმნგრევი მექანიზმებით მომსახურება
ქანმნგრევი მექანიზმების იჯარა
ბეტონის დამგების იჯარა
ქვის სამსხვრევი დანადგარის იჯარა
ქვის სამსხვრევი დანადგარით მომსახურება
ბეტონის დამგებით მომსახურება
გრუნტის ტრანსპორტირების მომსახურება
ბალასტის ტრანსპორტირების მომსახურება
სატვირთო მანქანების დაქირავება მძღოლებთან ერთად
ავტომობილების დაქირავება მძღოლებთან ერთად
ქვიშა-ხრეშის ტრანსპორტირების მომსახურება
ბიტუმის ტრანსპორტირების მომსახურება
არმატურის ტრანსპორტირების მომსახურება
ხე-ტყის ტრანსპორტირების მომსახურება
სამშენებლო ბლოკის ტრანსპორტირების მომსახურება
შეფუთული ცემენტის ტრანსპორტირების მომსახურება
ნაყარი ცემენტის ტრანსპორტირების მომსახურება
ქვიშის ტრანსპორტირების მომსახურება
ბიტუმის ემულსიის ტრანსპორტირების მომსახურება
სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების მომსახურება
ბეტონის ტრანსპორტირების მომსახურება
სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირების მომსახურება
საგზაო მასალების ტრანსპორტირების მომსახურება
ავეჯის ტრანსპორტირების მომსახურება
სხვადასხვა სახის საქონლის ტრანსპორტირების მომსახურება
ასფალტობეტონის ტრანსპორტირების მომსახურება
0,40 ფრაქციის ღორღის ტრანსპორტირების მომსახურება
ღორღის ტრანსპორტირების მომსახურება
მიწის ტრანსპორტირების მომსახურება
საწვავის ტრანსპორტირების მომსახურება
წყლის ტრანსპორტირების მომსახურება
გაჯის ტრანსპორტირების მომსახურება
კარ-ფანჯრების მონტაჟისა და რეგულირების მომსახურება
საკეტების მონტაჟისა და რეგულირების მომსახურება
ტუმბოების იჯარა
ტუმბოების შეკეთება და მომსახურება
სარქველების შეკეთება და მომსახურება
ონკანების შეკეთება და მომსახურება
ძრავების, ტრანსფორმატორებისა და გენერატორების მონტაჟი
ელექტროგამანაწილებელის და საკონტროლო მოწყობილობების მონტაჟი
ელექტროგამანაწილებლისა და საკონტროლო მოწყობილობების მონტაჟი
ელექტრო- და მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
სტუმრების დახვედრისა და მიღების ორგანიზების მომსახურება
საკონფერენციო დარბაზის იჯარა, საკონფერენციო მომსახურება
საინჟინრო მომსახურება
ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურება
მონიტორინგი და კონტროლი
კვლევასთან და დამუშავებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
კვლევასა და დამუშავებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
კვლევისა და დამუშავების დაპროექტება და განხორციელება
საყალიბე მასალის იჯარა
კონსტრუქციული მასალების იჯარა
დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება.
დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
კერძო საკუთრების იჯარა
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №138-ვებგვერდი,24.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №309 -ვებგვერდი, 12.08.2011წ.
დანართი №2
№
შესყიდვის საშუალება
( ერთ პირთან მოლაპარაკება, პირობათა გამოკითხვა)
შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება
მიმწოდე ბელი მხარის დასახელება
შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა
შესყიდვის საერთო ღირებულება
შესყიდვისათვის ფაქტობრივად
გადახდილი თანხა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს "საგზაო ტექნიკის" სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“, №380, 10.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016111 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1138341-2/