საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.12.2010 ბოლო ცვლილება 04.08.2023
ნომერი
№160/01
სარეგისტრაციო კოდი
220010040.18.011.016015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 165, 17/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №160/01

2010 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 4 აპრილის ბრძანება №56/04 - ვებგვერდი, 04.04.2018წ.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 27-ე, 28-ე, 31-ე მუხლების და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულება“ თანდართულ დანართთან ერთად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 4 აპრილის ბრძანება №56/04 - ვებგვერდი, 04.04.2018

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №43/01 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №42/01 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის ერთდღიანი სესხებისა და ერთდღიანი დეპოზიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციის და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“;

ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №114/01 ბრძანება „მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფის პორტფელის მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 22 ოქტომბრის №97 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებით, სახელმწიფო ობლიგაციებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებით რეპო ოპერაციების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ზ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის №335 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის წესით გაყიდვისა და რეგისტრაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. 2010 წლის 17 დეკემბრამდე გამოშვებული და მიმოქცევაში არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატის რეგისტრაციის ნომერი შეიცვალოს ამ ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად და დარეგისტრირდეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში.

4. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ქვეყანაში ფულად-საკრედიტო ამოცანებიდან გამომდინარე, საბანკო სისტემაში ლიკვიდობის მართვისა და საპროცენტო განაკვეთების რეგულირების მიზნით, ასევე დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემისა და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის 2010 წლის 17 დეკემბრიდან ერთობლივად ამოქმედების აუცილებლობით.

 

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 17 დეკემბრიდან.

 

გ. ქადაგიძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 17 ივნისის ბრძანება №48/04 - ვებგვერდი, 20.06.2011წ.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №94/04 - ვებგვერდი, 23.10.2012წ.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 11 თებერვლის ბრძანება №20/04 - ვებგვერდი, 11.04.2014წ.

4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 მარტის ბრძანება №30/04 - ვებგვერდი, 17.03.2014წ.

5. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016  წლის 20 დეკემბრის ბრძანება №147/04 - ვებგვერდი, 20.12.2016წ.

6. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017  წლის 30 მაისის ბრძანება №82/04 - ვებგვერდი, 31.05.2017წ.

7 . საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 201 8 წლის 4 აპრილის ბრძანება №56/04 - ვებგვერდი, 04.04.2018წ.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 4 აპრილის ბრძანება №56/04 - ვებგვერდი, 04.04.2018

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. დებულების მიზანი

  1. ეს დებულება არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მონეტარულ ოპერაციებს.
  2. ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციები მოიცავს საკუთარი ფასიანი ქაღალდების ემისიას, ღია ბაზრის ოპერაციებს, სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციებს, სავალუტო აუქციონის ოპერაციებს.
 3. ეროვნული ბანკი ახოციელებს მონეტარულ ოპერაციებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
 4. ეროვნული ბანკი ადგენს მონეტარული ოპერაციების პარამეტრებს, მათ შორის, ოპერაციების მოცულობას, მინიმალურ და/ან მაქსიმალურ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საპროცენტო განაკვეთებს და/ან ვალუტის კურსს, ინსტრუმენტების ვადიანობას, საერთო მოცულობას ან ინდივიდუალურ ლიმიტებს (საჭიროების შემთხვევაში), სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის თანაფარდობას სესხის უზრუნველყოფასთან.
 5. მონეტარულ ოპერაციებს ეროვნული ბანკი ახორციელებს ეროვნული ვალუტით.
 6. მონეტარულ ოპერაციებს ეროვნული ბანკი ახორციელებს საქართველოში მოქმედ რეზიდენტ კომერციულ ბანკებთან და არარეზიდენტი ბანკების ფილიალებთან (შემდგომში – ბანკები), რომელთაც შესაბამისი ანგარიშები აქვთ გახსნილი ეროვნულ ბანკში.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 4 აპრილის ბრძანება №56/04 - ვებგვერდი, 04.04.2018

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ დებულების მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ფასიანი ქაღალდები – საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს მთავრობისა და/ან მისი სახელით გამოშვებული და/ან პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებული სავალო ფასიანი ქაღალდები;
ბ) ფასიანი ქაღალდების რეესტრი – ელექტრონული ჩანაწერები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში, სადაც მითითებულია ინფორმაცია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელისა და ნომინალური მფლობელის შესახებ;
გ) გამოცხადებული ემისია – ემიტენტის მიერ გასაყიდად გამოტანილი ფასიანი ქაღალდების ოდენობა;
დ) ემისიის რეგისტრაციის ნომერი – ნომერი, რომელსაც ანიჭებს ემიტენტი ფასიანი ქაღალდების ყოველ გამოშვებას;
ე) აუქციონის თანხა – მონეტარული ოპერაციების აუქციონის წესით განხორციელებისას, აუქციონის განაცხადით გამოცხადებული თანხა;
ვ) შეძენის დღე – დღე, როდესაც მოხდა ფასიანი ქაღალდის შესყიდვაზე გარიგების დადება;
ზ) ფასიანი ქაღალდების დაფარვის დღე – დღე, როდესაც უნდა მოხდეს ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებით განაღდება;
თ) ბლუმბერგის სისტემა – სავაჭრო ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება გარიგებების დადება;
ი) მრავალი ფასის მეთოდი – აუქციონის ჩატარების მეთოდი, რომლის დროსაც აუქციონში გამარჯვებული მყიდველის თვითოეული განაცხადი დაკმაყოფილდება განაცხადში მის მიერ მითითებული ფასით;
კ) ნომინალური ღირებულება – თანხა, რომელსაც ემიტენტი უხდის ფასიანი ქაღალდების მფლობელს დაფარვის ვადის დადგომის დღეს;
ლ) დისკონტის თანხა – სხვაობა ფასიანი ქაღალდის ნომინალურ ღირებულებასა და მის საანგარიშსწორებო/შესყიდვის ფასს შორის, როდესაც ეს უკანასკნელი ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებია;
მ) კუპონი – ფიქსირებული სარგებელი (პროცენტული შემოსავალი), რომელსაც ღებულობს კუპონური ფასიანი ქაღალდის მფლობელი წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით და წინასწარ განსაზღვრულ თარიღებში;
ნ) საანგარიშსწორებო ფასი – თანხა, რომელსაც მყიდველი უხდის გამყიდველს ანგარიშსწორების დღეს გარიგების პირობების შესაბამისად;
ო) მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომლის ზემოთაც ეროვნული ბანკი არ გაყიდის ფინანსურ ინსტრუმენტს;
პ) მინიმალური საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომლის ქვემოთაც ეროვნული ბანკი არ გაყიდის ფინანსურ ინსტრუმენტს;
ჟ) საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი – აუქციონზე გამარჯვებული განაცხადების მიხედვით გამოთვლილი საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი;
რ) საშუალო შეწონილი ფასი – აუქციონზე გამარჯვებული განაცხადების მიხედვით გამოთვლილი საშუალო შეწონილი ფასი;
ს) ნომინალური მფლობელი – ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი იურიდიული პირი, რომელსაც მფლობელი წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების თავის სახელზე აღრიცხვის და მათი განკარგვის უფლებას;
ტ) სასესხო დავალიანება – ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ვადაში დაუფარაობის პირგასამტეხლოს ან/და სესხის პირობების დარღვევის გამო ეროვნული ბანკის სასარგებლოდ წარმოქმნილი ნებისმიერი სხვა გადასახდელის ერთობლიობა;
უ) სესხი – ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხი და/ან ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი და/ან ერთდღიანი სესხი;
ფ) სესხის დაფარვის დღე – დღე, როდესაც უნდა მოხდეს სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცული პროცენტის გადახდა;
ქ) ფასი – ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულების გამომსახველი საპროცენტო განაკვეთი ან ფულადი ღირებულება;
ღ) საბანკო დღე – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული სამუშაო დღე, როდესაც მუშაობს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების (CSD) სისტემა;
ყ) ანგარიშსწორების ანგარიში – ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ანგარიშები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებად დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემაში;
შ) (ამოღებულია - 04.04.2018, № 56/04);
ჩ) (ამოღებულია - 04.04.2018, № 56/04);
ც) (ამოღებულია - 04.04.2018, № 56/04);
ძ) თეორიული საბაზრო საპროცენტო განაკვეთი – ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული ფასიანი ქაღალდის შემოსავლიანობის საპროცენტო განაკვეთი ;
წ) (ამოღებულია - 04.04.2018, № 56/04);
ჭ) (ამოღებულია - 04.04.2018, № 56/04);
ხ) (ამოღებულია - 04.04.2018, № 56/04);
ჯ) (ამოღებულია - 04.04.2018, № 56/04);
ჰ) (ამოღებულია - 04.04.2018, № 56/04);
ჰ​1) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები – „ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -5 მუხლის მე -3 პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო ორგანიზაციები , რომლებიც წარმოადგენენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს .
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №147/04 - ვებგვერდი, 20.12.2016წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017  წლის 30 მაისის ბრძანება №82/04 - ვებგვერდი, 31.05.2017წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 4 აპრილის ბრძანება №56/04 - ვებგვერდი, 04.04.2018
 

 


თავი II. მონეტარული ოპერაციების საერთო წესები

    მუხლი 3. მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფა

1. მონეტარული ოპერაციები, რომელიც ითვალისწინებს ბანკებისათვის სესხის გაცემას, ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უზრუნველყოფით.

2. მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფად გამოსაყენებელი აქტივების სახეობებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

3. სესხის დაფარვის ვალდებულების დადგომიდან მომდევნო საბანკო დღეს სასესხო დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იწყებს სესხის უზრუნველყოფაში მყოფი აქტივების გასხვისებას მის მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 4. მონეტარულ ოპერაციებთან დაკავშირებული კომუნიკაცია

1. მონეტარული ოპერაციების ჩატარების შესახებ ეროვნული ბანკი შეტყობინებას აგზავნის ბანკებთან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.

2. მონეტარულ ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინება ბანკებს ეცნობებათ არაუგვიანეს ერთი საბანკო დღით ადრე, თუკი ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ბანკების მიერ მონეტარული ოპერაციების განხორციელების შესაბამისი განაცხადების წარდგენა ეროვნულ ბანკში ხდება ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის ან „სვიფტის“ ავტორიზებული შეტყობინების მეშვეობით. განაცხადის წარდგენის საშუალების შესახებ ეროვნული ბანკი წინასწარ ატყობინებს ბანკებს შესაბამისი შეტყობინებით.

4. იმ შემთხვევაში, თუკი ეროვნული ბანკი უარს განუცხადებს ბანკს სესხის გაცემაზე, ამის შესახებ ბანკს ეცნობება იმავე საშუალებით, რითაც მოხდა განაცხადის წარდგენა სესხის აღებაზე.

5. თუ მონეტარული ოპერაცია ითვალისწინებს აუქციონის ჩატარებას, შედეგები აუქციონის მონაწილეებს ეგზავნებათ აუქციონის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი საათისა, თუ ამ დებულებით სხვა არ არის გათვალისწინებული. შედეგები იგზავნება იმავე საშუალების გამოყენებით, რითაც მოხდა განაცხადების მიღება.

6. ზოგადი ინფორმაცია აუქციონის შედეგების თაობაზე ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, აუქციონის დამთავრების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს აუქციონის ჩატარების დღის 18:00 საათისა.

    მუხლი 5. მონეტარული ოპერაციების განხორციელებაზე განაცხადების წარდგენა

1. განაცხადის გაგზავნით ბანკი ადასტურებს მონეტარული ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილებას და ამ დებულებით დადგენილი წესების შესრულების ვალდებულებას.

2. ეროვნული ბანკი არ განიხილავს/მიიღებს ისეთ განაცხადს, რომელიც დადგენილ დროზე გვიან არის წარდგენილი, ან არ შეიცავს ყველა აუცილებელ ინფორმაციას, ან შეიცავს არაზუსტ ინფორმაციას ან მონაცემებს, რომელიც შეუსაბამოა გამოცხადებულ პარამეტრებთან.

3. ბანკს უფლება აქვს აუქციონის დაწყებამდე გამოგზავნილი ძველი განაცხადი გააუქმოს და/ან გაითხოვოს, ხოლო მის ნაცვლად წარადგინოს ახალი განაცხადი. დაუშვებელია აუქციონის დაწყების შემდეგ განაცხადის შეცვლა ან უკან გათხოვა.

    მუხლი 6. მონეტარული ოპერაციების ორგანიზება

1. მონეტარული ოპერაციების წარმოებას ახორციელებს ეროვნულ ბანკში შექმნილი საბაზრო ოპერაციების ჯგუფი.

2. ტექნიკური პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, საბაზრო ოპერაციების ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მონეტარული ოპერაციების განხორციელების დროის შეცვლის შესახებ, კერძოდ, აუქციონზე განაცხადების მიღების, აუქციონის ჩატარების და შედეგების დაგზავნის დროის შეცვლის შესახებ.

3. თუ ტექნიკური პრობლემები საფრთხეს უქმნის გამოცხადებული აუქციონის გამართულად ჩატარებას, ეროვნულ ბანკს შეუძლია მოახდინოს გამოცხადებული აუქციონის გაუქმება.

4. ეროვნულ ბანკს შეუძლია მიზეზის მითითების გარეშე გააუქმოს დანიშნული აუქციონი განაცხადების წარდგენის დაწყებამდე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს ბანკებს იმავე საშუალებით, რითაც მოხდა აუქციონის გამოცხადება.

5. მონეტარულ ოპერაციებთან დაკავშირებული ანგარიშსწორების ოპერაციები ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებადი დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემისა და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით, ამ დებულებისა და აღნიშნული სისტემების წესების შესაბამისად.

6. თუ ბანკის ანგარიშსწორებისა და საკორესპოდენტო ანგარიშზე (ანგარიშებზე) არსებული თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა ბანკის მიერ ეროვნული ბანკის მიმართ სასესხო დავალიანების დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. მონეტარული ოპერაციების აუქციონის წესი

1. ეროვნული ბანკი მონეტარული ოპერაციების განხორციელებისას შეიძლება იყენებდეს აუქციონის მეთოდს.

2. აუქციონები ტარდება მრავალი ფასის მეთოდით.

3. აუქციონის მეთოდით მონეტარული ოპერაციების განხორციელებისას, ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს ფინანსურ ინსტრუმენტებს ამ დებულებით დადგენილი წესის დაცვით.

    4. აუქციონზე ვაჭრობა შესაძლებელია შემდეგი ფინანსური ინსტრუმენტებით :

   ა ) ფასიანი ქაღალდები ;

  ბ ) რეფინანსირების სესხი და ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი ;

  გ ) უცხოური ვალუტა სპოტი .

   5. გაყიდვის აუქციონებს განეკუთვნება :

  ა ) რეფინანსირების სესხისა და ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის აუქციონი ;

  ბ ) სადეპოზიტო სერტიფიკატების ემისიის აუქციონი ;

  გ ) ფასიანი ქაღალდების გაყიდვის აუქციონი ;

  დ ) უცხოური ვალუტის გაყიდვის აუქციონი .

  6. ყიდვის აუქციონებს განეკუთვნება:

 ა) ფასიანი ქაღალდების ყიდვის აუქციონი;

 ბ) უცხოური ვალუტის ყიდვის აუქციონი.

  7. აუქციონზე გამარჯვებული განაცხადების გამოვლენა ხდება შემდეგი წესის დაცვით :

  ა ) გაყიდვის აუქციონზე დაშვებული განაცხადები დალაგდება :

 ა . ა ) ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში :

  ა . ა . ა ) ერთი ფასიანი ქაღალდის გაყიდვის აუქციონის შემთხვევაში , საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით ;

  ა . ა . ბ ) ერთზე მეტი ფასიანი ქაღალდის გაყიდვის აუქციონის შემთხვევაში , თეორიულ საბაზრო საპროცენტო განაკვეთსა და განაცხადის საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობების ზრდის მიხედვით ;

  ა . ბ ) რეფინანსირების სესხისა და ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის შემთხვევაში – საპროცენტო განაკვეთების კლების მიხედვით ;

 ა . გ ) სავალუტო აუქციონის შემთხვევაში – უცხოური ვალუტის ფასის კლების მიხედვით ;

  ბ ) ყიდვის აუქციონზე დაშვებული განაცხადები დალაგდება :

  ბ . ა ) ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში :

  ბ . ა . ა ) ერთი ფასიანი ქაღალდის ყიდვის აუქციონის შემთხვევაში , საპროცენტო განაკვეთების კლების მიხედვით ;

  ბ . ა . ბ ) ერთზე მეტი ფასიანი ქაღალდის ყიდვის აუქციონის შემთხვევაში , თეორიულ საბაზრო საპროცენტო განაკვეთსა და განაცხადის   საპროცენტო განაკვეთს შორის სხვაობების კლების მიხედვით ;

  ბ . ბ ) სავალუტო აუქციონის შემთხვევაში – უცხოური ვალუტის ფასის ზრდის მიხედვით .

8. პირველ რიგში დაკმაყოფილდება სიის დასაწყისში მყოფი განაცხადი, ხოლო შემდგომ ყოველი მომდევნო განაცხადი და აუქციონი სრულდება მაშინ, როდესაც დალაგებული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება აუქციონის თანხას ან განაცხადში მითითებული ფასი ან საპროცენტო განაკვეთი გაუთანაბრდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ზღვრულ (მინიმალურ ან მაქსიმალურ) ფასს ან საპროცენტო განაკვეთს.

9. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის დასრულებისას ერთი და იგივე საპროცენტო განაკვეთის ან ფასის მქონე რამდენიმე განაცხადის თანხა აღემატება ჯერ კიდევ გაუნაწილებელი ფინანსური ინსტრუმენტების ოდენობას, ეს განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციული განაწილების პრინციპით.

10. აუქციონები ტარდება ეროვნული ბანკის მიერ აუქციონის შეტყობინებაში მითითებული პირობების შესაბამისად.

11. აუქციონის შედეგების შესაბამისი ანგარიშსწორება ხორციელდება აუქციონის შეტყობინებაში მითითებულ დღეს, რომელიც არ აღემატება T+3 დღეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №94/04 - ვებგვერდი, 23.10.2012წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №147/04 - ვებგვერდი, 20.12.2016წ.

თავი III. მონეტარული ოპერაციები

    მუხლი 8. რეფინანსირების სესხის ოპერაციები

1. რეფინანსირების სესხი წარმოადგენს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ახორციელებს ბანკებისათვის ფულადი რესურსის მიწოდებას საბანკო სისტემაში მოკლევადიანი ლიკვიდობის მართვისა და ფულად ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების რეგულირების მიზნით.

2.  ბანკებზე რეფინანსირების სესხს ეროვნული ბანკი გასცემს აუქციონის წესით.

3. აუქციონის წესით რეფინანსირების სესხის გაცემის შესახებ ეროვნული ბანკის შეტყობინება მოიცავს:

ა) რეფინანსირების სესხის აუქციონის ჩატარების თარიღსა და დროს;

ბ) აუქციონზე გამოტანილი რეფინანსირების სესხის საერთო მოცულობას;

გ) რეფინანსირების სესხის მინიმალურ წლიურ საპროცენტო განაკვეთს;

დ) რეფინანსირების სესხის აღებისა და დაფარვის თარიღებს;

ე) რეფინანსირების სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის თანაფარდობას სესხის უზრუნველყოფასთან;

ვ) რეფინანსირების სესხის განაცხადის წარდგენის დროს და საშუალებას.

4. რეფინანსირების სესხის განაცხადში ბანკმა უნდა მიუთითოს შემდეგი აუცილებელი ინფორმაცია :

ა ) რეფინანსირების სესხის მოცულობა ;

ბ ) რეფინანსირების სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი , მძიმის შემდეგ სამი ციფრის სიზუსტით .

5. აუქციონის წესით რეფინანსირების სესხის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეფინანსირების სესხის ანგარიშსწორების დღეს, არა უგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებისა, ეროვნული ბანკი სესხის თანხას ჩარიცხავს ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

6. (ამოღებულია - 20.12.2016 №147/04 ).

7(ამოღებულია - 20.12.2016 №147/04 ).

8. (ამოღებულია - 20.12.2016 №147/04 ).

9. (ამოღებულია - 20.12.2016 №147/04 ).

10. (ამოღებულია - 20.12.2016 №147/04 ).

11. (ამოღებულია - 20.12.2016 №147/04 ).

12. რეფინანსირების სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის დაფარვის ოპერაციებს ახორციელებს ეროვნული ბანკი უაქცეპტოდ, ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული ნაშთიდან, სესხის დაფარვის დღეს, არა უგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე.

13. რეფინანსირების სესხის დაფარვის დღეს, ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე საკმარისი ნაშთის არარსებობის გამო სესხის არდაფარვის შემთხვევაში, სესხის სრულ თანხაზე ბანკს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაერიცხება ეროვნული ბანკის მიერ ერთდღიანი სესხისათვის დადგენილი პროცენტი.

14. ბანკს ახალი სესხის აღება შეუძლია ეროვნული ბანკისაგან აღებული სესხის დასაფარად, იმავე უზრუნველყოფის გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე ახალი სესხის თანხის ჩარიცხვისთანავე ამ თანხით დაიფარება უკვე არსებული სესხი.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №147/04 - ვებგვერდი, 20.12.2016წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 4 აპრილის ბრძანება №56/04 - ვებგვერდი, 04.04.2018

 

მუხლი 8​1. ერთთვიანი ღია ბაზრის ინსტრუმენტი

  1. ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი წარმოადგენს ფულად – საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტს , რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ახორციელებს ბანკებისათვის ფულადი რესურსის მიწოდებას საბანკო სისტემაში მოკლევადიანი ლიკვიდობის უზრუნველყოფისა და მისი მართვის გაუმჯობესების მიზნით .

  2. ბანკებზე ღია ბაზრის ერთთვიან ინსტრუმენტს ეროვნული ბანკი გასცემს აუქციონის წესით .

  3. აუქციონის წესით ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის გაცემის შესახებ ეროვნული ბანკის შეტყობინება მოიცავს :

  ა ) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის აუქციონის ჩატარების თარიღსა და დროს ;

  ბ ) აუქციონზე გამოტანილი ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის საერთო მოცულობას ;

  გ ) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის მინიმალურ წლიურ საპროცენტო განაკვეთს ;

  დ ) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის აღებისა და დაფარვის თარიღებს ;

  ე ) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტისა და მასზე დარიცხული პროცენტის თანაფარდობას სესხის უზრუნველყოფასთან ;

  ვ ) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის განაცხადის წარდგენის დროს და საშუალებას .

4. ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის ასაღებად განაცხადში ბანკმა უნდა მიუთითოს შემდეგი აუცილებელი ინფორმაცია :

ა ) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის მოცულობა ;

ბ ) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის წლიური საპროცენტო განაკვეთი , მძიმის შემდეგ სამი ციფრის სიზუსტით .

  5. ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში , ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის ანგარიშსწორების დღეს , არაუგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე , ეროვნული ბანკი ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის თანხას ჩარიცხავს ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე .

  6. ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის დაფარვის ოპერაციებს ახორციელებს ეროვნული ბანკი უაქცეპტოდ , ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული ნაშთიდან , ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის დაფარვის დღეს , არაუგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე .

  7. ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის დაფარვის დღეს , ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე საკმარისი ნაშთის არარსებობის გამო ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის არდაფარვის შემთხვევაში , ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის სრულ თანხაზე ბანკს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაერიცხება ერთდღიანი სესხისათვის დადგენილი პროცენტი , რომლის დაფარვის ოპერაციას ახორციელებს ეროვნული ბანკი , უაქცეპტოდ , ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული ნაშთიდან .

  8. ბანკს შეუძლია ეროვნული ბანკისგან ახალი სესხის აღება ეროვნული ბანკისაგან აღებული სესხის დასაფარად , ეროვნული ბანკისათვის მისაღები უზრუნველყოფის გამოყენებით . ასეთ შემთხვევაში ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე ახალი სესხის თანხის ჩარიცხვისთანავე ამ თანხით დაიფარება უკვე არსებული სესხი .

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №147/04 - ვებგვერდი, 20.12.2016წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 4 აპრილის ბრძანება №56/04 - ვებგვერდი, 04.04.2018

    მუხლი 9. დღის შიდა სესხი

1. დღის შიდა სესხს ეროვნული ბანკი გასცემს ბანკებზე საბანკო სისტემაში ლიკვიდობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით.

2. ბანკს შეუძლია ისარგებლოს დღის შიდა სესხით, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემისა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით, ამ სისტემებში არსებული დღის შიდა ლიკვიდობის საშუალების გამოყენებით, შესაბამისი საოპერაციო საათების განმავლობაში, ამავე სისტემების წესების შესაბამისად.

3. დღის შიდა სესხის გამოყენების საჭიროებას განსაზღვრავს ბანკი, ეროვნული ბანკისაგან წინასწარი დასტურის გარეშე.

4. დღის შიდა სესხით სარგებლობისათვის საპროცენტო განაკვეთი არ წესდება.

5. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საოპერაციო საათების განმავლობაში არ მოხდა ბანკის მიერ გამოყენებული დღის შიდა სესხის დაფარვა, იგი ავტომატურად გარდაიქმნება ამ დებულებით გათვალისწინებულ ერთდღიან სესხად.

    მუხლი 10. ერთდღიანი სესხი

1. ერთდღიანი სესხი წარმოადგენს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მუდმივმოქმედ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ახორციელებს ფულად ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების ზედა ზღვრის რეგულირებას.

2. ერთდღიანი სესხის გაცემის შესახებ ეროვნული ბანკის შეტყობინება მოიცავს:

ა) ერთდღიანი სესხის საპროცენტო განაკვეთს;

ბ) ერთდღიანი სესხის თანაფარდობას ერთდღიანი სესხის უზრუნველყოფასთან;

გ) ერთდღიანი სესხის განაცხადის წარდგენის დროს და საშუალებას.

3. (ამოღებულია - 20.12.2016 №147/04 ).

4. ეროვნული ბანკი ერთდღიან სესხს გასცემს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ბანკის სასესხო განაცხადის საფუძველზე;

ბ)ავტომატურად ბანკის სასესხო განაცხადის გარეშე, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით, იმ შემთხვევაში, თუ ბანკმა საოპერაციო საათების დასრულებამდე ვერ უზრუნველყო დღის შიდა სესხის დაფარვა. ამ შემთხვევაში ერთდღიანი სესხის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებისას დაუფარავი დღის შიდა სესხის ოდენობით.

5. ერთდღიანი სესხის განაცხადში ბანკმა უნდა მიუთითოს შემდეგი აუცილებელი ინფორმაცია:

ა) ერთდღიანი სესხის აღების თარიღი;

ბ) ერთდღიანი სესხის მოცულობა;

გ) (ამოღებულია - 17.06.2011, №48/04).

6. ერთდღიანი სესხის განაცხადის დროულად და სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, იმავე დღეს არა უგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე, ეროვნული ბანკი ერთდღიანი სესხის თანხას ჩარიცხავს ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

7. (ამოღებულია - 20.12.2016 №147/04 ).

8. ერთდღიანი სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის დაფარვის ოპერაციებს ახორციელებს ეროვნული ბანკი უაქცეპტოდ, ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული ნაშთიდან, სესხის დაფარვის დღეს, არა უგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე.

9. ერთდღიანი სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულების მომენტისათვის დაუფარაობის შემთხვევაში, ბანკს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაეკისრება სესხის სრული თანხის 0.5 პროცენტის გადახდა, რომლის დაფარვის ოპერაციას ახორციელებს ეროვნული ბანკი, უაქცეპტოდ, ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული ნაშთიდან.

10. ერთდღიან სესხზე პროცენტი ბანკს დაერიცხება სესხის აღებისა და დაფარვის დღეებს შორის კალენდარული დღეების რაოდენობის გათვალისწინებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 17 ივნისის ბრძანება №48/04 - ვებგვერდი, 20.06.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №147/04 - ვებგვერდი, 20.12.2016წ.

 

    მუხლი 11. ერთდღიანი დეპოზიტი

1. ერთდღიანი დეპოზიტი წარმოადგენს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მუდმივმოქმედ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ახორციელებს ფულად ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების ქვედა ზღვრის რეგულირებას.

2. ერთდღიან დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ ეროვნული ბანკი ბანკებს აცნობებს მათთვის ხელმისაწვდომი ელექტრონული ინფორმაციის საშუალებებით ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე სულ მცირე ერთი საბანკო დღით ადრე.

3. ერთდღიანი დეპოზიტის ეროვნულ ბანკში განთავსება ბანკს შეუძლია წინასწარი შეტყობინების გარეშე ყოველ საბანკო დღეს, შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე.

4. ეროვნულ ბანკში განსათავსებელი ერთდღიანი დეპოზიტის თანხის ოდენობას განსაზღვრავს ბანკი.

5. ერთდღიანი დეპოზიტის ეროვნულ ბანკში განთავსებისათვის, შესაბამისი გადარიცხვის დავალებით დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით ბანკმა თანხა უნდა გადარიცხოს ეროვნულ ბანკში თავის ერთდღიანი დეპოზიტის ანგარიშზე.

6. დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის მომდევნო საბანკო დღეს, ანგარიშსწორებისათვის შესაბამისი საოპერაციო საათების დაწყებისთანავე, ერთდღიანი დეპოზიტის ძირითად თანხას და მასზე დარიცხულ პროცენტს ეროვნული ბანკი ჩარიცხავს ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

7. ერთდღიან დეპოზიტზე პროცენტი ბანკს დაერიცხება დეპოზიტის განთავსებისა და დაბრუნების დღეებს შორის კალენდარული დღეების რაოდენობის გათვალისწინებით.

    მუხლი 12. საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები

1. ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატი არის მოკლევადიანი სავალო ფასიანი ქაღალდი, რომელსაც ეროვნული ბანკი უშვებს საბანკო სისტემიდან ფულადი მასის ამოღებისათვის, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად.

2. სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება და რეგისტრაცია ხდება არამატერიალიზებული ფორმით.

3. სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვებასთან, რეგისტრაციასთან, გასხვისებასთან და დაგირავებასთან დაკავშირებული ოპერაციები აღირიცხება საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში, ამავე სისტემის წესების შესაბამისად.

4. სადეპოზიტო სერტიფიკატების თითოეულ ემისიას ეროვნული ბანკი ანიჭებს ISO-6166 სტანდარტის შესაბამისი ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერს და არეგისტრირებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში.

5. სადეპოზიტო სერტიფიკატებისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი იქმნება შემდეგი 12 სიმბოლოსაგან:

ა) პირველი და მეორე სიმბოლო არის ქვეყნის საერთაშორისო კოდი GE;

ბ) მესამე სიმბოლო არის ემიტენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის აღმნიშვნელი B;

გ) მეოთხე სიმბოლო არის ფასიანი ქაღალდის ტიპის აღმნიშვნელი, ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატის, როგორც დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში D;

დ) მეხუთე და მეექვსე სიმბოლო არის სადეპოზიტო სერტიფიკატის დაფარვის წლის აღმნიშვნელი: დაფარვის წლის ბოლო ორი რიცხვი;

ე) მეშვიდე სიმბოლო არის სადეპოზიტო სერტიფიკატის დაფარვის თვის აღმნიშვნელი: 1-დან 9-ის ჩათვლით არის თვეები იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, A არის ოქტომბერი, B არის ნოემბერი, C არის დეკემბერი;

ვ) მერვე და მეცხრე სიმბოლო არის სადეპოზიტო სერტიფიკატის დაფარვის დღის აღმნიშვნელი კალენდარული დღის რიცხვი;

ზ) მეათე და მეთერთმეტე სიმბოლო არის სადეპოზიტო სერტიფიკატის ემისიის რიგითობის აღმნიშვნელი;

თ) მეთორმეტე სიმბოლო არის საკონტროლო ციფრი (გასაღები), რომელიც გამოითვლება წინა თერთმეტი მონაცემების გათვალისწინებით სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO-6166 სტანდარტის შესაბამისად.

6. ერთი სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება არის 1000 ლარი.

7. სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება ხდება არა უმეტეს ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით.

8. ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების  ფლობის და განკარგვის უფლება აქვთ კომერციულ ბანკებს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს. ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების პირველად აუქციონზე შეძენა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შეუძლიათ მხოლოდ კომერციული ბანკების მეშვეობით.

9. პირველად ბაზარზე სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვა ხდება აუქციონის მეშვეობით.

10. პირველად ბაზარზე სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით.

11. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აუქციონის ჩატარების შესახებ აცნობებს არა უგვიანეს ერთი საბანკო დღით ადრე.

12. სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შესახებ ეროვნული ბანკის შეტყობინება მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) აუქციონის ჩატარების თარიღი და დრო;

ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრაციის ნომერი;

გ) ფასიანი ქაღალდების რაოდენობა;

დ) ანგარიშსწორების დღე;

ე) ფასიანი ქაღალდების დაფარვის ვადა;

ვ) განაცხადის წარდგენის დრო და საშუალება.

13. სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე ბანკების განაცხადების მიღება იწყება აუქციონის დღეს, აუქციონის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და წყდება აუქციონის დაწყების მომენტში.

14. ბანკის განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შესასყიდი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას;

ბ) საპროცენტო განაკვეთს.

15. სადეპოზიტო სერტიფიკატების შესყიდვაზე ბანკის მიერ წარდგენილ განაცხადში სადეპოზიტო სერტიფიკატების რაოდენობა არ უნდა იყოს 100 ცალზე ნაკლები.

16. ანგარიშსწორების დღეს, არა უგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემისა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით ხდება აუქციონში გამარჯვებული ბანკების ანგარიშსწორების ანგარიშებიდან შესაბამისი თანხების ჩარიცხვა ეროვნული ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

17. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული პირობის შესასრულებლად, შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე ვერ უზრუნველყოფს აუქციონით დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამისი თანხების მობილიზებას თავის ანგარიშსწორების ანგარიშზე, რაც აუცილებელია ანგარიშსწორების განსახორციელებლად, ბანკის ყველა განაცხადი უქმდება.

18. სადეპოზიტო სერტიფიკატები განთავსება ითვლება დასრულებულად ანგარიშსწორების დღეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებისთანავე, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც განხორციელდა აუქციონზე დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამისი თანხების ეროვნული ბანკის ანგარიშწორების ანგარიშზე ჩარიცხვა და შესაბამისი მოცულობის სადეპოზიტო სერტიფიკატების რეგისტრაცია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში.

19. სადეპოზიტო სერტიფიკატების დაფარვის დღეს, დროის რეალური რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემისა და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ღირებულების შესაბამისი თანხების ჩარიცხვა ხდება ეროვნული ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშიდან ბანკების ანგარიშსწორების ანგარიშებზე, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით.

20. დაფარვის დღის არასაბანკო დღეზე დამთხვევის შემთხვევაში, თანხების ჩარიცხვა განხორციელდება მომდევნო საბანკო დღეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 17 ივნისის ბრძანება №48/04 - ვებგვერდი, 20.06.2011წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 11 თებერვლის ბრძანება №20/04 - ვებგვერდი, 11.04.2014წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017  წლის 30 მაისის ბრძანება №82/04 - ვებგვერდი, 31.05.2017წ.

    მუხლი 13. ღია ბაზრის ოპერაციები

1. ღია ბაზრის ოპერაციებით ეროვნული ბანკი ყიდის და ყიდულობს ფასიან ქაღალდებს ფულადი მასის რეგულირებისათვის, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე.

2. ღია ბაზრის ოპერაციების შედეგად ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და ანგარიშსწორება ხორციელდება დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემისა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით, ამავე სისტემების წესების შესაბამისად.

3. ეროვნული ბანკი ფასიან ქაღალდებს ყიდის და ყიდულობს მეორად ბაზარზე აუქციონის მეშვეობით.

4. აუქციონზე ბანკების განაცხადების წარდგენა იწყება აუქციონის დღეს, აუქციონის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და წყდება აუქციონის დაწყების მომენტში.

5. ანგარიშსწორების დღეს, არა უგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემისა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით ხდება აუქციონის შედეგების შესაბამისი ანგარიშსწორება.

6. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირობის შესასრულებლად, შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე ვერ უზრუნველყოფს აუქციონით დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამისი თანხების მობილიზებას თავის ანგარიშსწორების ანგარიშზე, რაც აუცილებელია ანგარიშსწორების განსახორციელებლად, ის განაცხადები, რომლის მიხედვითაც ვერ მოხდება ანგარიშსწორება, უქმდება.

7. დაფარვის დღის არასაბანკო დღეზე დამთხვევის შემთხვევაში, თანხების ჩარიცხვა განხორციელდება მომდევნო საბანკო დღეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №147/04 - ვებგვერდი, 20.12.2016წ.

    მუხლი 14. სავალუტო აუქციონის ოპერაციები

1. სავალუტო აუქციონი წარმოადგენს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე.

2. სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ შეტყობინებას ეროვნული ბანკი ბანკებს უგზავნის აუქციონის ჩატარებამდე არა უგვიანეს 1 საათით ადრე.

3. სავალუტო აუქციონის შეტყობინება მოიცავს:

ა) სავალუტო აუქციონის ჩატარების თარიღს და დროს;

ბ) აუქციონის ვალუტას;

გ) აუქციონის სახეს (ყიდვა/გაყიდვა);

დ) შესასყიდი ან გასაყიდი ვალუტის ოდენობას;

ე) საჭიროების შემთხვევაში მინიმალურ და/ან მაქსიმალურ კურსებს;

ვ) ანგარიშსწორების თარიღს;

ზ) განაცხადების მიღების დროს და საშუალებას.

4. ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე შესასყიდი ან გასაყიდი ვალუტის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს არა უგვიანეს აუქციონის ჩატარების დღეს, განაცხადების მიღების დაწყებამდე.

5. სავალუტო აუქციონში გამარჯვებულ ბანკებთან ანგარიშსწორება ხდება T+1 წესით, აუქციონის შემდეგ იმ პირველ დღეს, როცა საქართველოში და აუქციონში გამოყენებული უცხოური ვალუტის ემიტენტ ქვეყანაში არის საბანკო დღე.

6. ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე წარდგენილ განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ ინფორმაციას:

ა) მოთხოვნილი ან მიწოდებული უცხოური ვალუტის მოცულობა;

ბ) მოთხოვნის/მიწოდების ფასი (იმ ფორმატით, რა ფორმატითაც არის გამოსახული ოფიციალური გაცვლითი კურსი ამ ვალუტის მიმართ).

7. სავალუტო აუქციონზე თითო ბანკიდან დასაშვებია ერთი განაცხადის წარდგენა.

8. უცხოური ვალუტის გაყიდვის აუქციონის შემთხვევაში, ანგარიშსწორების დღეს, დაკმაყოფილებული განაცხადის შესაბამისად, ეროვნულ ბანკი, ბანკის ეროვნული ვალუტის ანგარიშსწორების ანგარიშიდან ახდენს თანხის ჩამოჭრას და ბანკის უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშზე შესაბამისი ვალუტის ჩარიცხვას.

9. უცხოური ვალუტის შესყიდვის აუქციონის შემთხვევაში, ანგარიშსწორების დღეს, დაკმაყოფილებული განაცხადის შესაბამისად, ეროვნული ბანკი, ბანკის უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ახდენს უცხოური ვალუტის ჩამოჭრას და ბანკის ეროვნული ვალუტის ანგარიშსწორების ანგარიშზე შესაბამისი თანხის ჩარიცხვას.

10. თუ ბანკის შესაბამის ანგარიშზე ეროვნულ ბანკში, სავალუტო აუქციონის ანგარიშსწორების დღეს, RTGS სისტემის მეორე შეზღუდვამდე არ აღმოჩნდა ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საკმარისი თანხა, ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო საბანკო დღეს.

11. თუ სავალუტო აუქციონის ანგარიშსწორების დღის ვალუტირების თარიღით, ანგარიშსწორების ვალუტის ემიტენტ ქვეყანაში საბანკო დღის ბოლომდე არ მოხდება სავალუტო აუქციონის ანგარიშწორებისათვის აუცილებელი თანხების ჩარიცხვა ეროვნული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე, ბანკს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო სავალუტო აუქციონზე დაკმაყოფილებული თანხის 2 პროცენტის ოდენობით.

12. თუ ბანკის შესაბამის ანგარიშზე ეროვნულ ბანკში, სავალუტო აუქციონის ანგარიშსწორების დღის მომდევნო საბანკო დღეს, RTGS სისტემის მეორე შეზღუდვამდე არ აღმოაჩნდა ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საკმარისი თანხა, სავალუტო აუქციონზე დაკმაყოფილებული განაცხადი ჩაითვლება ბათილად.

13. პირგასამტეხლოს თანხის ჩამოჭრა ხორციელდება ბანკის ეროვნული ვალუტის ანგარიშსწორების ანგარიშიდან, ხოლო თუ თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა, მაშინ თანხის ჩამოჭრა ხორციელდება ბანკის აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიშიდან და/ან სხვა უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშებიდან. პირგასამტეხლოს თანხის გაანგარიშებისას და გადახდისას გამოიყენება იმ დღეს მოქმედი ოფიციალური კურსები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 17 ივნისის ბრძანება №48/04 - ვებგვერდი, 20.06.2011წ.

თავი IV. ამოღებულია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 4 აპრილის ბრძანება №56/04 - ვებგვერდი, 04.04.2018

    მუხლი 15. ამოღებულია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 მარტის ბრძანება №30/04 - ვებგვერდი, 17.03.2014წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №147/04 - ვებგვერდი, 20.12.2016წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 4 აპრილის ბრძანება №56/04 - ვებგვერდი, 04.04.2018

    მუხლი 16. ამოღებულია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 4 აპრილის ბრძანება №56/04 - ვებგვერდი, 04.04.2018

    მუხლი 17. ამოღებულია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №147/04 - ვებგვერდი, 20.12.2016წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 4 აპრილის ბრძანება №56/04 - ვებგვერდი, 04.04.2018

    მუხლი 18. ამოღებულია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №147/04 - ვებგვერდი, 20.12.2016წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 4 აპრილის ბრძანება №56/04 - ვებგვერდი, 04.04.2018

თავი V. დებულების პირობების დაცვა

    მუხლი 19. აკრძალული ქმედებები და ბანკების ვალდებულებები

1. ბანკს ეკრძალება ისეთი გარიგებები და ქმედებები, რომელთა შედეგადაც იგი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად აღმოჩნდება დომინირებულ მდგომარეობაში ფულად, საფინანსო ან საკრედიტო ბაზარზე, აგრეთვე ყოველგვარი მანიპულაცია, რომელიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს მას ან მესამე პირებს, შექმნის საბანკო საქმიანობის კონკურენციის შეზღუდვის, საპროცენტო განაკვეთებისა და საკომისიო გასამრჯელოს ფიქსაციის შესაძლებლობას ან საშიშროებას.

2. ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, რეფინანსირების სესხებისა და სავალუტო აუქციონებში მონაწილეობისას და ამ მონაწილეობასთან დაკავშირებით ბანკებს ეკრძალებათ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) ერთმანეთთან წინასწარ შეთანხმდნენ კონკრეტული აუქციონისთვის საკუთარი განაცხადების თაობაზე;

ბ) აუქციონის დამთავრებამდე ერთმანეთს აცნობონ ინფორმაცია საკუთარი განაცხადების შესახებ;

გ) კონკურენტი ბანკების ინსაიდერული ინფორმაციის ან მათგან მიღებული სხვა ინფორმაციის გამოყენებით განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომელიც აუქციონზე მათ ჩააყენებს დაუმსახურებელ უპირატეს მდგომარეობაში სხვა მონაწილეებთან და/ან მესამე პირებთან შედარებით;

დ) აუქციონზე გააკეთონ განაცხადები ერთმანეთის ნაცვლად და/ან ერთმანეთის სასარგებლოდ;

3. ბანკებს ეკრძალებათ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ჩაერთონ მეორად ბაზარზე ისეთ სავაჭრო გარიგებებში, რომლებიც მიმართულია კონკრეტულ ფინანსურ ინსტრუმენტზე ფასებისა და საპროცენტო განაკვეთების მანიპულირებისაკენ.

4. ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების აღმოჩენის ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე თავის შეხედულებისმებრ ბანკი გარკვეული დროით აღარ დაუშვას ეროვნული ბანკის აუქციონებზე.

5. ბანკები ვალდებულნი არიან განუხრელად დაიცვან ამ დებულების მოთხოვნები და პირობები.

6. ეროვნული ბანკის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკს გარკვეული დროით შეუჩეროს შესაბამისი მონეტარული ინსტრუმენტით სარგებლობის უფლება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 17 ივნისის ბრძანება №48/04 - ვებგვერდი, 20.06.2011წ.

დანართი №1

ანგარიშსწორების ფასები

1. სადეპოზიტო სერტიფიკატის საანგარიშსწორებო ფასის გაანგარიშების ფორმულა:

                      

                                                                          ნომინალური ღირებულება

 საანგარიშსწორებო ფასი = ----------------------------------------------------------------------

                                           საპროცენტო განაკვეთი    დაფარვამდე დღეების რაოდენობა

                                1+[ --------------------------------- * -------------------------------------------]

                                                        100                                                                    365

2. ობლიგაციის საანგარიშსწორებო ფასი გაანგარიშების ფორმულა:

სადაც:

P -       საანგარიშსწორებო ფასი

F -        ობლიგაციის ნომინალური ღირებულება

i - აუქციონის მონაწილის მიერ შეთავაზებული წლიური საპროცენტო განაკვეთი, გაყოფილი 100-ზე

N -       კუპონის გადახდების რაოდენობა წლის განმავლობაში

W-      ფასიანი ქაღალდის შესყიდვის თარიღსა და მომდევნო კუპონის გადახდის თარიღს შორის დღეების რაოდენობა, შეფარდებული კუპონების გადახდებს შორის დღეების რაოდენობასთან

R- წლიური კუპონური შემოსავლის საპროცენტო განაკვეთი, გაყოფილი 100-ზე

N-  დარჩენილი, ჯერ კიდევ გადაუხდელი კუპონების რაოდენობა ფასიანი ქაღალდის დაფარვამდე.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“, №160/01, 16.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1138774-7/