2000 წლის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№202
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47, 31/05/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №202

2000 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

2000 წლის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის მინიჭების შესახებ

გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის 17 მაისის გადაწყვეტილება და 2000 წლის შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭოთ:

ლიტერატურაში – პოეტ ლია სტურუას კრებულისათვის „ასი სონეტი“ და სხვ. („მერანი“, 1999)

მუსიკაში – მომღერალ ნანი ბრეგვაძეს მთელი შემოქმედებისათვის

სახვით ხელოვნებაში – მხატვარ ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვს 1998-1999 წლებში შექმნილი მხატვრული ტილოებისათვის

თეატრალურ ხელოვნებაში – რეჟისორსა და სცენარისტს რევაზ გაბრიაძეს თბილისის მარიონეტების თეატრში განხორციელებული სპექტაკლებისათვის და მთელი შემოქმედებისათვის

კინოხელოვნებაში – რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილს ფილმისათვის „ქეთო და კოტე“ (მთელი შემოქმედების გათვალისწინებით).

ე. შევარდნაძე