დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.07.2010 ძალადაკარგული 24.07.2014
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.169.000285
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 16/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.35.169.000.285

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2010 წლის 30 ივლისი

ქ. დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №4 2 -სსმ, №50, 15.11.2010წ., მუხ.148 1

1. დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის დებულება. (დებულება თან ერთვის).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ.№2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

ლ. ბაღაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №42-სსმ, №50, 15.11.2010წ., მუხ.1481

მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის დებულება

ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისია (შემდგომ – კომისია) არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის  და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №4 2 -სსმ, №50, 15.11.2010წ., მუხ.148 1

    მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:

ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ;

ბ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმების პროექტისა და ადგილობრივი შესყიდვის წესების დადგენის შესახებ;

გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ;

დ) კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის დამტკიცების შესახებ; თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დადგენის შესახებ;

ზ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ;

თ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების პროექტების დამტკიცების შესახებ;

ი) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვის წესების დადგენის შესახებ;

კ) (ამოღებულია - 29.10.2010, №42).

2. კომისია ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებული არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №4 2 -სსმ, №50, 15.11.2010წ., მუხ.148 1

    მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობაზე აირჩევა და გადაირჩევა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 101-102 მუხლებით დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და საკრებულოს გარეთ;

დ) (ამოღებულია - 29.10.2010, №42);

ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ვ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

ზ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

თ) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;

ი) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

კ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ლ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №4 2 -სსმ, №50, 15.11.2010წ., მუხ.148 1

    მუხლი 4. (ამოღებულია)

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №4 2 -სსმ, №50, 15.11.2010წ., მუხ.148 1

    მუხლი 5. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, №23, 30.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.169.000285 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1139883-1/