საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (15)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (11)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №53
2005 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ ანთელიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე
თამთა ბერიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ირანისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი
რომან კაკულია – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
რამაზ გიორგაძე – შპს „საქართველოს რკინიგზის“კომერციული დირექტორი
ნიკა ვაშაკიძე – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი
ვალერიან იმნაიშვილი – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
ჯემალ ინაიშვილი – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე
დავით ინგოროყვა – საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი
თემურ მიმინოშვილი – ფოთის საზღვაო ნავსადგურის უფროსი
გიორგი მჟავანაძე – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე
გენრიხ მურადიანი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
ისააკ ნავრუზოვი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
იოსებ სხირტლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
თემურ უსტიაშვილი – შპს „ბათუმის ნავსადგურის“დირექტორი
გიორგი ღუღუნიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ზურაბ შურღაია – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში
ალექსანდრე ჩიქავა – საქართველოს ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვისა და საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, №53, 19.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.186 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11410-11/