ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.08.2010 ძალადაკარგული 15.08.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.112.000413
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 16, 25/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.112.000.413

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2010 წლის 12 აგვისტო

ქ. ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1.დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება (დანართი №1).

2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ №61 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე

რ. ჩიტიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №36-სსმV, №46, 03.11.2010წ.,მუხ.1368

2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 თებერვლის დადგენილება №2-ვებგვერდი, 15.02.2011 წ.

3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 13.05.2011 წ.

4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 05.01.2012 წ.

5. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

6. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 22.02.2013წ

7. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

8. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 ივნისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 02.07.2013წ  

დანართი №1

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1.

ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

    მუხლი 2.

1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას.

2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

    მუხლი 3.

1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად .

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება № 36 -სსმ V , № 46 , 03.11 .2010წ.,მუხ. 1368

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

    მუხლი 4.

გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.

    მუხლი 5.

გამგეობის ადგილსამყოფელია: ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. №37.

თავი II

გამგეობის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები

    მუხლი 6.

1. გამგეობის საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (შემდგომში – საკრებულოს თავმჯდომარე).

2. გამგეობის საქმიანობას უძღვება გამგებელი.

3. გამგეობის თანამდებობის პირები არიან:

ა) გამგებელი;

ბ) გამგებლის მოადგილე (მოადგილეები);

გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 თებერვლის დადგენილება №2-ვებგვერდი, 15.02.2011 წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

    მუხლი 7.

1. საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მოვალეობების განხორციელების მიზნით და გამგეობის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობიდან გამომდინარე:

ა) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს;

ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;

გ) ამტკიცებს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს; საკრებულოში წარადგენს წინადადებებს გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის ან თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ე) გამგებლის წარდგინებით აცხადებს კონკურსს გამგეობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;

ვ) გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს გამგეობის სამუშაო გეგმებს;

ზ) ისმენს გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს გამგებლისა და გამგეობის საქმიანობას;

თ) ყოველწლიურად აგრეთვე საკრებულოს მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს გამგეობის საქმიანობის შესახებ;

ი) უზრუნველყოფს საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობას გამგეობის საქმიანობის შესახებ;

კ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას;

ლ) კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს; თანხმობას აძლევს გამგებელს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე;

მ) საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ნ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ, გამგებლის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად;

ო) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტებს, გამგებლის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად;

პ) საკრებულოს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ გამგებლის მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გამგებლის წინადადებით იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ;

რ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ს) საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგეობის მიერ საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით;

ტ) ახდენს გამგებლის მიერ წარდგენილი საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების საკრებულოში ინიცირებას;

უ) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ფ) ქმნის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას; უფლებამოსილია, განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურები ან მისი განხორციელების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიანიჭოს გამგებელს;

ქ) ხელს აწერს გამგეობის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;

ღ) (ამოღებულია - 07.02.11, №2);

ყ) საკრებულოში განსახილველად წარადგენს გამგებლის მიერ მომზადებულ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე ამ იურიდიული პირების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

შ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ჩ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით თვითმმართველი ერთეულის სახელით დებს შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს; საკრებულოსთან ათანხმებს ისეთი გარიგებების დადებას, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;

ც) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 თებერვლის დადგენილება №2-ვებგვერდი, 15.02.2011 წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

    მუხლი 8

1. გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარისათვის გათვალისწინებული ფუნქციების ხელშეწყობისა და გამგეობის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, უძღვება გამგეობის საქმიანობას.

2. გამგებელს, მუნციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

3. გამგებელი, ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე:

ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს:

ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;

ა.ბ) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს;

ა.გ) წინადადებებს გამგეობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ;

ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს;

ა.ე) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ა.ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, აგრეთვე წინადადებებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით;

ა.ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს;

ა.თ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;

 ა.ი) ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებს;

 ა.კ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

 ა.ლ) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ წინადადებებს;

ა.ნ) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების) შექმნის, მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების შეტანის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.ო) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზების საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.პ) ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.ჟ) გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს;

ა.რ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია გამგეობის ფუნქციონირებისათვის;

ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას;

გ) თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი;

დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით, კოორდინირებულად მუშაობს საკრებულოს თავმჯდომარესთან; საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნორმატიული აქტების საკრებულოში ინიციირების მიზნით წარუდგენს მას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტებს;

ე) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულებას;

ვ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელების (ასიგნების) ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე ხელს აწერს ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ან/და გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისას შესაბამის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებს, ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელშეკრულებებს);

ვ​1) ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ან/და გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში გასცემს აქცეპტს, ითხოვს შესყიდვაში მონაწილე პირისაგან დაზუსტებებს, ახორციელებს კონტროლს ხელშეკრულების მხარის ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს დამატებით ვადებს, იღებს გადაწყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე, წარუდგენს ანგარიშებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, იხილავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს და წინადადებებს და ახორციელებს აღნიშნულ სფეროში სხვა უფლებამოსილებებს;

ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პროექტებს;

ზ​1)უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ამ მიზნით ხელს აწერს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;

თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გასცემს მშენებლობის ნებართვებს; გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს; ხელს აწერს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან და იმ სამუშაოთა განხორციელებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას;

თ​1) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელზე შემოტანილი დაინტერესებული მხარის განცხადებების საფუძველზე წარმოებულ ადმინისტრაციულ საქმეებზე; გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს;

ი) ისმენს გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს მათ საქმიანობას;

კ) ხელს უწყობს საკრებულოს თავმჯდომარეს გამგეობის საქმიანობის შესახებ საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად;

ლ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ამ მიზნით:

ლ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;

ლ.ბ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის დამხმარე მოსამსახურეებთან;

ლ.გ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ.დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას;

ლ.ე) იწვევს და ხელმძღვანელობს გამგეობის თათბირებს;

ლ.ვ) ხელს აწერს ოფიციალური დოკუმენტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვს გამგეობას; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას;

ლ.ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ დებულებისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებებს; კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და შემთხვევებში ხელს აწერს ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;

ლ.თ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ბრძანებებს;

ლ​1) გამოსცემს სამართლებრივ აქტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ;

მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. გამგებლის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის მოადგილე.

5. საკრებულოს წევრს ეკრძალება გამგებლის საქმიანობაში ჩარევა პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 თებერვლის დადგენილება №2-ვებგვერდი, 15.02.2011 წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 05.01.2012 წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

    მუხლი 9

1. გამგებელს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომლებსაც) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) კურატორობ(ენ)ს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობ(ენ)ს გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

3. გამგებელს ჰყავს თანაშემწე (თანაშემწეები), რომელ(ებ)იც უზრუნველყოფ(ენ)ს გამგებლის  დავალებების შესრულებას, აგრეთვე ხელს უწყობ(ენ)ს გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 თებერვლის დადგენილება №2-ვებგვერდი, 15.02.2011 წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

    მუხლი 10

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ -ერთი განყოფილების უფროსი ან სტრუქტურული ერთეულის ერთ -ერთი მოხელე .

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება № 36 -სსმ V , № 46 , 03.11 .2010წ.,მუხ. 1368

    მუხლი 11

1. მუნიციპალური სამსახურის განყოფილების უფროსს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;

დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იბარებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;

თ) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე.

    მუხლი 12

1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული (შემდგომში–რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.

2. რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით წარმართავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას.

4. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.

5. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

6. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

7. რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით ასრულებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

თავი III

გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

    მუხლი 13

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.

    2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

    ა) გამგეობის აპარატი;

    ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

    გ) ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახური;

    დ) საფინანსო სამსახური;                

    ე) ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური;

    ვ) მუნიციპალური შესყიდვების სამსახური;

    ზ) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის სამსახური;

    თ) შიდა აუდიტის ა და ზედამხედველობის სამსახური;

ი) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

კ) სოციალური დაცვის სამსახური;

     ლ) იურიდიული სამსახური;

     მ) ქონების მართვის სამსახური;

     ნ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;

ო) სახანძრო–სამაშველო სამსახური.

3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 13.05.2011 წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 22.02.2013წ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 ივნისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 02.07.2013წ.  

    მუხლი 14

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოება, ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან  მასმედიის წარმომადგენლებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მათი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, სამეურნეო კუთხით უზრუნველყოფა.

 2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური სისტემის თავისებურებათა გათვალისწინებითა და თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, კადრების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება, მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.

 3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, ადგილობრივი საინვესტიციო გარემოს კვლევა და სათანადო წინადადებების მომზადება, ადგილობრივი გადასახდელების და მოსაკრებლების, ადგილობრივი საბიუჯეტო და საკრედიტო პოლიტიკის წარმართვის საკითხებზე წინადადებების მომზადება.

4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

5. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ინფრასტრუქტურის პროექტების მომზადება-განხორციელების მიზნით შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობა.

6. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადება, მუნიციპალური შესყიდვების განხორციელება და მონიტორინგი, კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ანგარიშის მომზადება შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად, მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

7. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის  განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

 8. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებების (მათ შორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) შიდა აუდიტორული შემოწმება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებაზე ან/და დემონტაჟზე, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნის მომზადება.

9. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

10. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა:  ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა.

11. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივი მომსახურება, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივი დაცვა სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას.

12. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე. 

13. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

 14. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილება, ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოება. სახანძრო-სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.

15. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.

16. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციაა განამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კავშირი მოსახლეობასთან, ორგანიზაციულად უზრუნველყოს და გააკონტროლოს საკრებულოს თანამდებობის პირების და გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულება; ორგანიზება გაუწიოს და გააკონტროლოს მოსახლეობისათვის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 13.05.2011 წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 22.02.2013წ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 ივნისის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 02.07.2013წ.

    მუხლი 15

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ქ. ლანჩხუთის ტერიტორიული ორგანო;

ბ) მამათის ტერიტორიული ორგანო;

გ) აცანის ტერიტორიული ორგანო;

დ) აკეთის ტერიტორიული ორგანო;

ე) ნიგოითის ტერიტორიული ორგანო;

ვ) შუხუთის ტერიტორიული ორგანო;

ზ) მაჩხვარეთის ტერიტორიული ორგანო;

თ) გვიმბალაურის ტერიტორიული ორგანო;

ი) ჩიბათის ტერიტორიული ორგანო;

კ) ჯურუყვეთის ტერიტორიული ორგანო;

ლ) ნინოშვილის ტერიტორიული ორგანო;

მ) ნიგვზიანის ტერიტორიული ორგანო;

ნ) ჩოჩხათის ტერიტორიული ორგანო;

ო) ლესის ტერიტორიული ორგანო;

პ) სუფსის ტერიტორიული ორგანო;

ჟ) ღრმაღელის ტერიტორიული ორგანო.

3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი ტიპური დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

თავი IV

გამგეობის საჯარო მოსამსახურეები

    მუხლი 16

1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებითა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით.

2. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.

3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

თავი V

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 17

გამგეობის დებულების მიღება მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, №13, 12.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.000413 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1141094-8/