დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.08.2010 ძალადაკარგული 09.08.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.152.000636
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 07/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.152.000.636

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2010 წლის 24 აგვისტო

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ. წყარუაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №53-სსმV, №59, 03.12.2010წ.,მუხ.1788

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 ივნისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 21.06.2011 წ.   

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

    მუხლი 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

  ა) სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის–განყოფილებისაგან და მოხელეებისაგან.

 ბ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება;

 გ) სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-18 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი;

 დ) სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისგან;

 ე) განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-19 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

 ვ) განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით;

 ზ)     სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 6 ივნისის დადგენილება №2 3 - ვებგვერდი, 21.06.2011 წ.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;

ბ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, საკრებულოს, მუნიციპალურ სამსახურებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის;

გ) საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;

დ) გამგეობის, მუნიციპალური სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს სამუშაოთა გეგმების მომზადებას;

ე) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ვ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;

ზ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;

თ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

ი) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

კ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას “ერთი ფანჯრის” პრინციპის დაცვით;

ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

მ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

ნ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ო) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

რ) მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას;

ს) კადრების ადმინისტრირებას;

ტ მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

უ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას;

ფ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო-საკომინიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართულ ფუნქციონარებას, რემონტს, დაცვასა და ტექნიკურ მომსახურებას;

ქ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების მომარაგებ ი ს საქმიანობისათვის საჭირო საოფისე ტექნიკითა და მასალებით.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება № 5 3-სსმV, № 59 , 03.12 .2010წ.,მუხ.1 7 88

    მუხლი 4. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ფუნქციები

1.  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის' პრინციპის დაცვით;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის კორესპონდენციის მიღება–ჩაბარებას;

გ) მოქალაქეთა კონსულტირებას;

დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 6 ივნისის დადგენილება №2 3 - ვებგვერდი, 21.06.2011 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №26, 24.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.000636 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1141202-2/