დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.08.2010 ძალადაკარგული 09.08.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.152.000638
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 07/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.152.000.638

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2010 წლის 24 აგვისტო

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №51- სსმ V, №59, 03.12.2010 წ ., მუხ .1786

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების  სამსახურის დებულება.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ. წყარუაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №51-სსმV, №59, 03.12.2010წ.,მუხ.1786

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულება

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №51-სსმV, №59, 03.12.2010წ.,მუხ.1786

    მუხლი 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების  სამსახური

1. მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №51-სსმV, №59, 03.12.2010წ.,მუხ.1786

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. (ამოღებულია - 22.11.2010, №51) .

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-18 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით,  უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის უფლება-მოვალეობას ასრულებას გამგებლის ბრძანებით სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

4. (ამოღებულია - 22.11.2010, №51) .

5. (ამოღებულია - 22.11.2010, №51) .

6. (ამოღებულია - 22.11.2010, №51) .

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №51-სსმV, №59, 03.12.2010წ.,მუხ.1786

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;

გ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;

დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;

ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;

ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;

ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;

კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შემუშავებას;

ლ) (ამოღებულია - 22.11.2010, №51) ;

მ) (ამოღებულია - 22.11.2010, №51) ;

ნ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №51-სსმV, №59, 03.12.2010წ.,მუხ.1786

    მუხლი 4. (ამოღებულია)

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №51-სსმV, №59, 03.12.2010წ.,მუხ.1786

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №28, 24.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.000638 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1141267-1/