ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.08.2010 ძალადაკარგული 15.08.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.112.000420
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 16, 25/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.112.000.420

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2010 წლის 12 აგვისტო

ქ. ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 3 მაისის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №74 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე

რ. ჩიტიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

დანართი №1

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის სამსახურის  დებულება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

4. სამსახურს აქვს ბეჭედი (საიდენტიფიკაციო კოდის გარეშე) და ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით.

5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

6. სამსახურის მისამართია ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ.№37.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

თავი II

სამსახურის სტრუქტურა

    მუხლი 2

სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და  მოხელეებისაგან, რომელთა შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

თავი III

სამსახურის მართვა, სამსახურის თანამშრომლები და მათი უფლება-მოვალეობები

    მუხლი 3

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად.

2. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმებს;

დ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს სამსახურის მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით სამსახურის საქმისწარმოებას;

ზ) უზუნველყოფს სამსახურის მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

 

    მუხლი 4 (ამოღებულია)

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

    მუხლი 5

1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები.

2. სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი “საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. სამსახურის უფროსის არყოფნისას გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

    მუხლი 6

1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;

ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.

თავი IV

სამსახურის ფუნქციები

    მუხლი 7

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების, მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების, მუნიციპალური სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების კოორდინირებულ მუშაობას;

გ) ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;

დ) წინადადებების შემუშავებას მის სფეროს მიკუთვნებული დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

    მუხლი 8 (ამოღბულია)

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

თავი V

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 9 (ამოღებულია)

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №20, 12.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.000420 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1141403-1/