ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.08.2010 ძალადაკარგული 15.08.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.112.000422
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 16, 25/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.112.000.422

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2010 წლის 12 აგვისტო

ქ. ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების  შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 3 მაისის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №77 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე

რ. ჩიტიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

დანართი №1

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

4. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. №37.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

    მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

 სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება.

თავი II

სამსახურის ფუნქციები

    მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები

მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის ფუნქციებია:

ა) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ბ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;

დ) მოსახლეობის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, პირველად სამედიცინო-სანიტარიული და სხვა სახის სამედიცინო-სოციალური დახმარების ღონისძიებათა ორგანიზება;

ე) ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების უზრუნველყოფა;

ვ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლა და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა;

ზ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება;

თ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ვეტერანთა აღრიცხვა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა;

ი) სამზრუნველო ქსელის განვითარება, თავშესაფრების მოწყობის ორგანიზება და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

 

კ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა;

ლ) (ამოღებულია) ;

მ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;

ნ) (ამოღბულია) ;

ო) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

თავი III

 სამსახურის სტრუქტურა

     მუხლი 4. სამსახურის შემადგენლობა

      სამსახურის შემადგენლობაში შედის:

      1. სამსახურის უფროსი;

      2.  ვეტერანთა საქმეების განყოფილების უფროსი;

  3. სამსახურის თანამშრომლები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

თავი IV

სამსახურის მართვა, სამსახურის თანამშრომლები და მათი უფლება-მოვალეობები

    მუხლი 5. სამსახურის მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.

2. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს, სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;

გ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს;

ზ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.

3.  განყოფილების უფროსი:

ა) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;

ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;

დ) სამსახურის უფროსს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს;

ე) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს;

ვ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე;

ზ) განყოფილების უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

    მუხლი 6. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები

1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.

ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.

    მუხლი 7. სამსახურის თანამშრომლები

1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები.

2. სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი “საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. სამსახურის უფროსის არყოფნისას გამგებლის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სპეციალისტი.

თავი V

(ამოღებულია)

    მუხლი 8. (ამოღებულია)

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 აპრილის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 08.04.2013წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №22, 12.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.000422 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1141428-1/