ა) სასამართლოში შემოსული კორესპოდენციის, ნივთმტკიცების მიღებას, რეგისტრაციას, მათ ადრესატებისათვის დაგზავნას;
ბ) სასამართლოში შემოსული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიების საქმეების გადაცემას სასამართლოს თავმჯდომარისათვის ან შესაბამისი პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარისათვის;
გ) პირველადი სტატისტიკური დოკუმენტების წარმოებას, სტატისტიკური ანგარიშების სწორ და დროულ შედგენას;
დ) სააპელაციო, საკასაციო და კერძო საჩივრების საფუძველზე ზემდგომ სასამართლოში საქმეთა გაგზავნასა და დაინტერესებულ პირთათვის შეტყობინებას (საჩივრის შემტან პირს ეცნობება საჩივარზე პირადი ხელმოწერით, ხოლო საჩივრის ფოსტით გამომგზავნს გაეგზავნება შეტყობინება);
ე) იმ თანხების ამოღების კონტროლს, რომლებიც პირს დაეკისრა სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
ვ) კერძო განჩინებათა აღრიცხვას და კონტროლს მათი დროული შესრულებისადმი;
ზ) სასამართლოს ბრძანებათა, განჩინებათა (დადგენილებათა) და განკარგულებათა წიგნის წარმოებას;
თ) სისხლის სამართლის, სამოქალაქო საქმეთა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვასა და უსაფრთხო შენახვას;
ი) სასამართლო არქივის წარმოებას იმ სასამართლოებში, სადაც ცალკე არ არის გამოყოფილი არქივი;
კ) საიდუმლო საქმისწარმოებას კანონით დადგენილი წესით;
ლ) ნივთიერ მტკიცებულებათა უსაფრთხო შენახვასა და დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით
რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 31.03.2009
მუხლი 25. სასამართლოს კანცელარია (ექსპედიცია) უზრუნველყოფს:
თავი IX — რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების კანცელარია (ექსპედიცია)
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 731. კეთილსინდისიერების მოთხოვნა ექსპედიტორისაგან
- მუხლი 17. საერთო განყოფილება (კანცელარია)
- მუხლი 740. ექსპედიტორის პასუხისმგებლობა
- მუხლი 735. ექსპედიციის დაზღვევის ხელშეკრულება
- მუხლი 742. ექსპედიტორის ბრალეული მოქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
- მუხლი 6. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კოლეგიის/პალატის თავმჯდომარისა და სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი უფლებამოსილი პირის უფლებამოსილება საქმეთა განაწილების პროცესში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. ადმინისტრატორი:
- მუხლი 19. საერთო სასამართლოებში საქმეთა სასამართლო განხილვის ორგანიზების მიზნით მოსამართლის თანაშემწე ახორციელებს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და ასრულებს მოსამართლის ცალკეულ დავალებებს
- მუხლი 20. მოსამართლის თანაშემწე:
- მუხლი 21. მოსამართლის თანაშემწე ასრულებს მოსამართლის ცალკეულ დავალებებს, კერძოდ:
- მუხლი 22. საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის კანცელარიაში, სადაც აღინიშნება სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის სპეციფიკურობა, რაც დაკავშირებულია საპატიმრო ვადის გაგრძელებასთან და აღკვეთის ღონისძიების შერჩ
- მუხლი 23. სასამართლო სხდომის მდივანი:
- მუხლი 26. კანცელარიის გამგე:
- მუხლი 27. კანცელარიის სპეციალისტები უზრუნველყოფენ:
- მუხლი 28. 1. რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში მოქალაქეთა მიღებას აწარმოებენ სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე, მოსამართლის თანაშემწე და კანცელა
- მუხლი 29. 1. დაუშვებელია მოსამართლის მიერ პროცესის მონაწილე ერთი მხარის ან მისი წარმომადგენლის ინდივიდუალური მიღება მეორე მხარის ან მისი წარმომადგენლის დაუსწრებლად
- მუხლი 30. მოსამართლის თანაშემწე სასამართლო პროცესის მონაწილეთა და მოქალაქეთა მიღებას აწარმოებს საქმეთა სასამართლო სხდომისათვის მომზადებისა და განხილვის მიზნით სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დადგენილი დროისა და გ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009. გამოქვეყნება: სსმ, 102, 02/11/2000.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 25, №466, 27.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114292/muxli-25/