1. ექსპედიტორი არ შეიძლება დაეყრდნოს იმ წესებს, რომლებიც გამორიცხავენ ან ზღუდავენ მის პასუხისმგებლობას, ან გადააქვთ მტკიცების ტვირთი, თუ მან ზიანი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიაყენა.
2. იგივე წესი მოქმედებს დამხმარის არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობის მიმართაც, თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მას შეერაცხა ბრალ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ას-1087-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2022
…წარდგენა, თუმცა ასეთი მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. 17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317.1, 319.1, 327.1, 327.2, 672-ე, 686.1, 730.1, 731-ე, 740- 741-ე, 742.1, 408.1, 412-ე, 414-ე მუხლებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მართებულად დაეკისრა 3 658 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.
- საქმე №ას-1172-1092-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2018
კასატორმა სსკ-ის 730-ე, 731-ე, 740-ე, 742-ე, 739-ე, 668-ე, 669-ე, 686-ე, 687-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ტვირთის დაცლისას აღმოჩნდა, რომ ტვირთს აკლდა 100 კგ.
- საქმე №ას-227-212-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2014
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 730-ე, 731-ე, 739-ე, 740-ე და 742-ე მუხლები, არასწორად განმარტა ისინი, რის გამოც არასწორად იქნა შეფასებული საქმის გარემოებები. სადავო არ არის, რომ დალუქული კონტეინერი ხელშეუხებლად ჩავიდა დანიშნულების ადგილზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ექსპედიტორმა სათანადოდ შეასრულა ვალდებულება.
- საქმე №3კ/855-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2001
…კოდექსის 737-ე მუხლის თანახმად, თუ დანიშნულების ადგილას მიმღები არ ჩაიბარებს ტვირთს, ან სხვა საფუძვლით შეუძლებელია ტვირთის მიღება, მაშინ ექსპედიტორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება გადაზიდვის ხელშეკრულების წესებით. სამოქალაქო კოდექსის 742-ე მუხლის თანახმად ექსპედიტორი არ შეიძლება დაეყრდნოს იმ წესებს, რომლებიც გამორიცხავენ ან ზღუდავენ მის პასუხისმგებლობას, ან გადააქვთ მტკიცების ტვირთი, თუ მან ზიანი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიაყენა.
- საქმე №330210116001275893 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.01.2018
კასატორმა სსკ-ის 730-ე, 731-ე, 740-ე, 742-ე, 739-ე, 668-ე, 669-ე, 686-ე, 687-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ტვირთის დაცლისას აღმოჩნდა, რომ ტვირთს აკლდა 100 კგ.
- საქმე №330210017002027870 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.11.2018
- საქმე №020210116001506916 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 09.05.2018
- საქმე №330210018002437110 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.02.2019
- საქმე №330210017002035148 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება